20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 14-24 ივლისს სარაევოში გაიმართება
20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 14-24 ივლისს ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია.

გუშინ, 20 ივნისს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც მასმედიის წინაშე გუნდის მზადებაზეც ილაპარაკა და სამომავლო პერსპექტივებზეც.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 10 ივნისიდან ვარჯიშობს. ტრავმების გამო ნაკრებს დააკლდნენ გიორგი კოღუაშვილი და ლევან ელიაძე, ხოლო ზურაბ მაჩალაძის, გოგა ჯავახიშვილის, ავთანდილ ლომინაშვილის და კახა მუმლაძის გამოკლების მიზეზი კონკურენცია გახლდათ.

აი, ამჟამად ვინ ვარჯიშობს დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით: გიორგი ტეტელაშვილი (სტუ), სოსო ლეჟავა (სამედიცინო), ტატო თავართქილაძე (სამედიცინო), გივი ბაქრაძე (არმია), ბექა ჩიკვილაძე (სტუ), მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო, იტალია), დუდა სანაძე (ბათუმი), აკაკი ლომოური (სტუ), დავით დეკანოიძე (შსს), ნოდარ თენიეშვილი (ბათუმი), თორნიკე შენგელია (პეპინსტერი, ბელგია), გიორგი რევაზაშვილი (მაქაბი), ბექა ბექაური (სამედიცინო), აკაკი დვალიშვილი (სამედიცინო).

20-წლამდელთა ნაკრები საკონტროლო მატჩებს ჰოლანდაში ჩაატარებს, სადაც საერთაშორისო ტურნირი 1-3 ივლისს გაიმართება. დავით უსტიაშვილის გუნდი ნიდერლანდებში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ჰოლანდიის 20 და 23-წლამდელთა და ავსტრიის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დავით უსტიაშვილი:

- ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრები სათანადო გამოცდილებას მიიღებს. საშუალება მოგვეცემა, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ამხანაგურ მატჩებში დავხვეწოთ. კარგი შემადგენლობა გვყავს და სამუშაოც ბევრია. ეს ბიჭები პერსპექტიულები არიან, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა მართებთ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ვთვლი, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. პოლონეთს თითქმის ყოველთვის სოლიდური გუნდი ჰყავს, ასევეა შვეიცარია, ესტონეთი, რუმინეთიც. იოლი არ იქნება, თუმცა უნდა მოვინდომოთ, ორეულში მოვხვდეთ და ჯგუფიდან გავიდეთ. დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ, მთავარია, ჯერ პირველი ბარიერი დავძლიოთ.

თორნიკე შენგელია:

- ახალგაზრდულშიც ისეთივე მონდომებული ვიქნები, როგორც ეროვნულ გუნდში. ამ შემადგენლობას ერთად სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გვიასპარეზია და შეთამაშებულებიც ვართ. უნდა მოვინდომოთ და სარაევოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

მერაბ ბოქოლიშვილი:

- გასული სეზონი ევროპის წამყვანი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "აველინოში" გავატარე, სადაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე. ვფიქრობ, იტალიაში მიღებულ გამოცდილებას ახალგაზრდულ ნაკრებს მაქსიმალურად მოვახმარ და ერთიანი ძალისხმევით შედეგსაც მივაღწევთ.

დუდა სანაძე:

- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. დილას ავთო ბერიძესთან ერთად ფიზიკურად ვემზადებით, საღამოს ბურთთან ვმუშაობთ. ჰოლანდიური ტურნირი კიდევ უფრო დაგვეხმარება, რათა B დივიზიონის მატჩებს სათანადო კონდიციებში შევხვდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა