უკრაინის ნაკრებმა ევრო 2020-ზე საასპარეზოდ ფორმა წარმოადგინა, რომელზეც ქვეყნის რუკაა გამოსახული რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ჩათვლით და წარწერა აქვს დატანებული - "დიდება უკრაინას!", რამაც რუსეთში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ ეს წვრილმანი პროვოკაცია, ნორმალური ადამიანებისთვის უღირსი საქციელი და უნამუსობაა ისეთი ერისთვის, როგორიც უკრაინაა. მან დარწმუნებით თქვა, რომ უეფა უკრაინას ამ ფორმით თამაშის უფლებას არ დართავს.

კიდევ უფრო აგრესიული გახლდათ რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იგორ კოლივანოვი: "მინდა მათ ფორმაზე ჩვენი დროშა ვიხილო, რუსული, უკრაინა ხომ ჩვენ გვეკუთვნის. რა ყირიმი და რა მთელი უკრაინა, ყოველთვის ხომ ჩვენი იყო. ისინი საერთოდ ჩვენი დროშით უნდა გამოდიოდნენ. უკრაინა რუსეთია. ჩვენ ოკუპანტები არ ვართ, უბრალოდ ავიღეთ ის, რაც გვეკუთვნოდა. უკრაინა მუდამ ჩვენი მეორე ნახევარი იყო, ახლა კი საკუთარი თავის შესახებ რაღაც წარმოდგენა შეიქმნეს!"

მთელ რუსულ საფეხბურთო სივრცეში ერთადერთი საღად მოაზროვნე ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი გამოდგა: "ვერ გავიგე, რატომ ატყდა ეს საერთაშორისო სკანდალი? ნახეთ, რომელმა ქვეყნებმა აღიარეს ყირიმი რუსეთის ნაწილად. იქ ევროპირველობის არც ერთი მონაწილე არ არის. უეფა და ფიფა გაეროს პრინციპებს არ არღვევენ. გაერო უკრაინას იმ საზღვრებში აღიარებს, რომელიც მათ ფორმაზეა გამოსახული. შემისწორეთ, თუ ვცდები".

მთელი ეს აურზაური უმალ კიევში ამერიკის საელჩოს განცხადებამ ჩააცხრო: "ჩვენ მოგვწონს ახალი ფორმა. დიდება უკრაინას!"

ამერიკელებს კვერი დიდი ბრიტანეთის საელჩომ დაუკრა: "ეს ფორმა ჩვენც მოგვწონს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაწერა: "ჩვენ ვიცით, რა სასიამოვნოა, როდესაც ფორმის ახალი კომპლექტი გაქვს" და ამერიკის ნაკრების 1994 წლის ფოტო გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ ბრძანა, რომ ფორმა პრეზენტაციამდე კარგა ხნით ადრე უეფასთან შეთანხმებული იყო და მის აკრძალვაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ამხანაგურ მატჩში კვიპროსის 4:0 დამარცხების მერე სიამოვნებით აღნიშნა, რომ რუსების რეაქცია საერთოდ არ აინტერესებს, მთავარია, გულშემატკივრებს მოეწონათ და თავადაც კმაყოფილია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სკანდალს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ისინი მონათესავე ერები, ხოლო უკრაინელები მათ ქვეყანაში სასურველი სტუმრები არიან.

პესკოვს მყისებრ დაეთანხმნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, რომლებმაც ტონი შეიცვალეს და საუბარი ძმობაზე, დობასა და ერთმორწმუნეობაზე დაიწყეს.

პაატას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ერთადერთი ითვალისწინებს ლგებეტეების მოთხოვნას (რა არ ეკეთა ქართველ "ვაჟკაცს" სამკლავური? მიხვდებით ვიზეც მაქვს მინიშნება) ეროვნულს რაც ეხება, იქ ბრმავდებიან და ყრუვდებიან.
ზურა
რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა თურმე , შიზოფრენიკები არიან სუფთა.
გია
ჩვენც უნდა დაგვეხატა, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს,თორემ არც ახსოვს უკვე აღარავის. გაბედავენ ვითომ?
გიორგი
სოროსი რა შუაშია? რუსი ჩვენი მეგობარია და მის დაკრულზე ცეკვა სჯობს, ხომ?
გიორგი
ადამიანის ბუნება ზოგჯერ კურიოზულია. ვისაც ეს ამბავი არ მოეწონა, მან სავარაუდოდ არც კი იცის, რომ ქვეცნობიერად რუსის მონაა. ამას, რომ ეტყვი, გაგიბრაზდება, არადა სიმართლეა. მაისურზე წარწერით ყირიმს ვერ დაიბრუნებს უკრაინა, მაგრამ წარწერისაც რომ გეშინია ადამიანს, ესაა მთავარი პრობლემა დღევანდელ საქართველოში.
shoda
ნუთუ შეიძლება ჟურნალისტს საკუთარი აზრი სრულიად არ გააჩნდეს! ნუთუ ადამიანმა შეიძლება მარტო ის წეროს და იძახოს,, რასაც ძია სოროსი ჩასძახებს!
NN
მეცინება - "ჩვენ ძალიან მოგვწონს უკრაინის ახალი ფორმა" ამოთქვა ამერიკულ-ბრიტანულმა ტენდემმა და გაიხარეს უკრაინელებმაც - ყირიმი დაბრუნებულია, ნუ მინიმუმ მაიკაზე მაინც :))))
KOSTAKURTA
და ჩვენ რაღა გვიშლის ხელს?! ახლა უკვე ჩვენი ქართული ფეხბურთის ფედერაციაზეა ჯერი! და სასწრაფოდ.მსშვენიერი შანსი მთელი მსოფლიოს დასანახავად და ოკუპანტი რუსეთის გულის გასახეთქად.
მინდია
შეცდომაა - სვავს, სწორია - სვამს, სვავი ფრინველია
პაატა
ჩვენს მაისურებზეც დავახატოთ საქართველოს რუკა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაითვალისწინე ეს რჩევა
alexandre
master - იმათ ტვინში ჩამახედა ვინც დისლაიკს სვავს ასეთ კომენტარებზე. !!!!!! ტვინში არა, მაგრამ თვალებში ნაღდათ ჩავხედავდი და ყველაფერს ვიღონებდი, რომ მთელმა ქვეყანამ გაიცნოს!
სოსო
მიხვდნენ,რომ თუ ყვირილს გააგრძელებენ,როგორც ოკუპანტს და მოძალადეს,შესაძლოა ტურნირებზე გამოსვლა აუკრძალონ.ამ ოკუპაციის გამო სახელმწიფოზე სხვადასხვა სანქციებია დაწესებული,მაგრამ თუ ფეხბურთის ფედერაციაც მთავრობის კურსს აჰყვება,მასზე ფიფა და უეფა იმსჯელებენ.
master
ეს კოლივანოვი რა ფეხბირთელიც იყო,ისეთივე ტვინი ქონია.ამათ აბსურდს საზღვარი არ აქვს,ღმერთები გონიათ თავი.როდის არვიცი,მაგრამ ეს ქვეყანა აუცილებლად მწარედ დაისჯება ყველა სიბოროტისთვის.იმათ ტვინში ჩამახედა ვინც დისლაიკს სვავს ასეთ კომენტარებზე.
ika
ჩვენც უნდა გავაკეთოთ მასე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ