"ბარსელონა" და "რეალი" "ტენერიფესთვის" უხერხული მეტოქეები არიან. გიორგი შერმადინის გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა გუნდი დაამარცხა, ამ 2 გრანდის გარდა. ტრადიცია გაგრძელდა პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაშიც, რომელშიც მოედნის უპირატესობა "ბარსელონას" აქვს და კატალონიელებმა სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს – 112:69.

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და ამის მიზეზი ისაა, რომ მატჩის ბედი მესამე პერიოდშივე გადაწყდა და მწვრთნელს გუნდის ქართველი ლიდერი ბოლო ათწუთეულში აღარ დაუტვირთავს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მესამე ათწუთეულში კი "ბარსელონას" კალათბურთელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს და მეოთხედი 40:18 მოიგეს. მათ საბოლოოდ 32-დან 17 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს.

18 წუთში შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 9 ერთეული შეადგინა, ხოლო ამ მხრივ მატჩის საუკეთესო "ბარსელონას" ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ – 23.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი ტენერიფეში – 9 ივნისს გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში, გადამწყვეტ შეხვედრას "ბარსელონა" 11 ივნისს უმასპინძლებს.

GBF

სოსო
თითქმის ყველა ცენტრმა დაიწყო სამ ქულიანების სროლა.გიორგიმ კი,საქართველოში შესანიშნავად რომ ისროდა პერიმეტრიდან,ესპანეთში თავის არსენალიდან ამოაგდო,სხვა მსროლელებიც საკმარისად გვყავსო.არადა ერთიორად საშიში იქნებოდა და იქნებ ნბამდეც მიეღწია.
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა