ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კლაუსურა, პალერმო მორჩა. რივერი?

კლაუსურა, პალერმო მორჩა. რივერი?

არგენტინა. კლაუსურა. ბოლო ტურის მიმოხილვა
ინდეპენდიენტე-ურაკანი 5:1

გოლები: 1:0 პარა (16), 2:0 სილვერა (32), 3:0 პ. როდრიგესი (51), 4:0 პ. როდრიგესი (71), 4:1 კამპორა (79-პენ), 5:1 ნუნიესი (89)

გაძევება: მონსონი (59)

ხიმნასია-ბოკა 2:2

გოლები: 1:0 გრაფი (8), 2:0 ბაროს სკელოტო (12-პენ), 2:1 სელაი (32), 2:2 სელაი (90)

კილმესი-ოლიმპო 0:1

გოლი: 0:1 როლე (8)

რივერი-ლანუსი 1:2

გოლები: 0:1 ს. რომერო (30), 1:1 ლამელა (47), 1:2 ლ. დიასი (90)

არხენტინოსი-ტიგრე 1:1

გოლები: 1:0 ბლანდი (20), 1:1 რ. მარტინესი (28)

გაძევება: ჯენტილეტი (75. არხენტინოსი)

გოდოი კრუსი-ოლ ბოისი 1:0

გოლი: 1:0 ნ. სანჩესი (51)

არსენალი-ესტუდიანტესი 1:0

გოლი: 1:0 ობოლო (74)

ნიუელსი-კოლონი 1:0

გოლი: 1:0 სპერდუტი (88)

ბანფილდი-სან ლორენსო 1:1

გოლები: 1:0 ტოლედო (32), 1:1 დოს სანტოსი (44 ს.კ.)

ველესი-რასინგი 2:1

გოლები: 0:1 აუჩე (10), 1:1 საპატა (15), 2:1 ა. ფერნანდესი (19)

არგენტინაში დასრულდა რიგით 82-ე საფეხბურთო სეზონი, რომელიც, ტრადიციულად, ორი ტურნირისაგან (აპერტურა, კლაუსურა) შედგებოდა. აპერტურა "ესტუდიანტესმა" მოიგო, ხოლო "კლაუსურა" - "ველეს სარსფილდმა". ახლა, თუ არ ჩავთვლით გადასასვლელ თამაშებს, არგენტინა "კოპა ამერიკას" წინ დროებით გაირინდება. "ველეს სარსფილდისთვის" ეს მე-8 ტიტულია და ჩემპიონობა დასავლეთ ბუენოს აირესში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს (ჩემპიონობა "ველესმა" წინა ტურში გაინაღდა).

ტურის მოვლენები

ის, რისიც ასე ეშინოდათ "მილიონარიოსის" გულშემატკივრებს მაინც მოხდა - დიდი სირცხვილი, არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "რივერ პლეიტი" პრიმერადივიზიონში დასარჩენად გადათამაშებაში იბრძოლებს. სირცხვილს ვინღა დაეძებს, უკვე ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი, რომ "რივერი" "ზონა პრომოსიონში" "ატლეტიკო ბელგრანოს" წინააღმდეგობას დაძლევს და ელიტაში დარჩება. ეს კი უკვე არნახული რამ იქნება.

"კილმესი" მაინც გავარდა პრიმერა ნასიონალ ბ ლიგაში. 3-4 ტურის წინ ეს გუნდი განწირული ჩანდა, თუმცა შემდეგ გაიბრძოლა და ბოლო ტურის წინ გადარჩენის შანსიც გაუჩნდა. აქ კი "კილმესი" შინ "ოლიმპოსთან" დამარცხდა. ადიოს!

მეორე უიღბლოს ვინაობა ბოლო სამმა სეზონმა და ურთულესმა სისტემამაც ვერ გამოარკვია - "ხიმნასიამ" და "ურაკანმა" ზუსტად ერთნაირი კოეფიციენტი - 1,096 დააგროვეს. ახლა ეს გუნდები ერთმანეთში გაარკვევენ, რომელი პირდაპირ გავარდება და რომელი ითამაშებს "ზონა პრომოსიონში".

გაირკვა "კოპა სუდამერიკანას" დარჩენილ საგზურთა მფლობელებიც - "არსენალი" და "არხენტინოსი". "რასინგს" შეეძლო საგზურის მოპოვება, მაგრამ ბოლო ტურში უკვე ჩემპიონ "ველესთან" მარცხი ძვირად დაუჯდა. ამ თამაშის შემდეგ "აკადემიის" მწვრთნელი მიგელ ანხელ რუსო აღარ არის. მას მომავალ სეზონში დიეგო სიმეონე შეცვლის. რუსო უმუშევარი არ რჩება, ის "ესტუდიანტესს" ჩაუდგება სათავეში.

მარტინ პალერმომ ითამაშა კარიერის უკანასკნელი მატჩი. "ხიმნასია"-"ბოკას" მატჩში მასპინძელთა რიგებში ფეხბურთს პალერმოს მეგობარი გილერმო სკელოტო ეთხოვებოდა. მას არ გაუმართლა, ისეთი დაზიანება მიიღო, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ხოლო დაზიანებული კისერი სპეციალური სამაგრით დაუმაგრეს. ისე, "ხიმნასია" გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს და რომ არ დაშავებულიყო, სკელოტოს თამაში კიდევ მოუწევდა. მარტინის კარიერასთან ერთად კი მთელი ეპოქა დასრულდა არგენტინულ ფეხბურთში.

ტურის ციფრები

გუნდებმა ბოლო ტურში 24 გოლი გაიტანა. მასპინძლებმა 15-ჯერ გამოიჩინეს თავი, სტუმრებმა - 9-ჯერ. "ინდეპენდიენტეს" ახალმა ლიდერმა პატრისიო როდრიგესმა დუბლი შეასრულა, ტურის მეორე დუბლი კი ბოკელ კრისტიან სელაის ეკუთვნის.

როგორც აპერტურაში, აქაც ბომბარდირთა დავა ორმა ფეხბურთელმა 11-11 გოლით მოიგო. ერთ-ერთი ბოლოადგილოსანი "ურაკანის" ფორვარდი ხავიერ კამპორაა (31 წლის), რომელმაც გუნდის 18 გოლიდან 11 გაიტანა! მეორე კი ძალიან მაღალი დონის კოლუმბიელი შემტევი ტეოფილო გუტიერესია (26 წლის), რომელიც კლაუსურას წინ "ტრაბზონიდან" შეუერთდა "რასინგს". ევროპაში კამპორასაც უასპარეზია - ბერძნულ "არისში".

ტურის მატჩი

ხიმნასია VS ბოკა ხუნიორსი

ტურის გმირი

მატიას იბანიესი (ოლიმპო)

"ოლიმპოს" მოგება ჰაერივით ესაჭიროებოდა სტუმრად "კილმესთან". ასეთ შემთხვევაში გუნდი გადასასვლელ ტურნირს თავს დააღწევდა. პირველ ტაიმში სტუმართა ძირითადმა მეკარე ტომბოლინიმ ტრავმა მიიღო, კარში იბანიესი ჩადგა და დიდებულად ითამაშა. იბანიესმა ძალიან ბევრი სახიფათო დარტყმა მოიგერია. პრინციპში, "რივერის" ფანებმა უნდა იცოდნენ, რომ "ზონა პრომოსიონში" მატიას იბანიესის გამო მოხვდა მათი საყვარელი გუნდი.

ტურის დრამა

"ურაკანმა" რაღაც კლინიკური სიკვდილის მსგავსი გადაიტანა - "გლობო" 1:5 განადგურდა "ინდეპენდიენტესთან". ეს თამაში ყველაზე ადრე იყო. შემდეგ "ხიმნასია" "ბოკას" 2:1-ს უგებდა და ყველამ გამოიტირა "ურაკანი". და აი, ბოლო წუთებზე რიკელმე აწვდის, პალერმო კარიერაში უკანასკნელად ეხება ბურთს და თან დიდებულად, იქვე სელაის უგდებს და 2:2. მოკლედ, ახლა "ურაკანმა" "ხიმნასიასთან" მატჩში უნდა გაარკვიოს უიღბლოს ვინაობა.

ტურის გოლები

გუსტავო ტოლედო (ბანფილდი): "სან ლორენსოს" კარში.

ლეონელ ნუნიესი (ინდეპენდიენტე): მე-5 გოლი "ურაკანის" კარში.

მაურისიო სპერდუტი (ნიუელს ოლდ ბოისი): "კოლონის" კარში.

კლაუსურა - 2011-ის ჩემპიონი

"ველეს სარსფილდი"

მეკარეები: მარსელო ბაროვერო (19 თ), მარსელო მონტოია.

მცველები: ფერნანდო ორტისი (16, 1 გ), სებასტიან დომინგესი (16), გასტონ დიასი (9), ფერნანდო ტობიო (7), მარიანო ბიტოლო (1), ხუან სილისი (1).

ნახევარმცველები: აუგუსტო ფერნანდესი (17, 4), ემილიანო პაპა (16, 1), მაქსიმილიანო მორალესი (15, 4), დავიდ რამირესი (13, 8), რიკარდო ალვარესი (13, 3), ვიქტორ საპატა (13, 2), ექტორ კანტეროსი (13, 1), ივან ბელა (13), ფრანკო რასოტი (11), ფაბიან კუბერო (10, 1), ლეანდრო დესაბატო (2).

თავდამსხმელები: ხუან მარტინესი (17, 3), სანტიაგო სილვა (13, 7), აგუსტინ ვულეტიჩი (8, 1), გილერმო ფრანკო (5), მაქსიმილიანო ჯიუსტი (4), ესეკიელ რესკალდანი (2).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 19 12 3 4 36-17 39

2. ლანუსი 19 10 5 4 29-16 35

3. გოდოი კრუსი 19 10 4 5 33-28 34

4. ოლიმპო 19 8 6 5 28-23 30

5. არხენტინოსი 19 7 9 3 16-11 30

6. ინდეპენდიენტე 19 7 8 4 30-20 29

7. ბოკა 19 7 7 5 24-22 28

8. ბანფილდი 19 7 6 6 24-24 27

9. რივერი 19 6 8 5 15-15 26

10. არსენალი 19 6 7 6 25-22 25

11. ტიგრე 19 6 7 6 25-26 25

12. ოლ ბოისი 19 7 4 8 14-19 25

13. ესტუდიანტესი 19 6 6 7 18-19 24

14. სან ლორენსო 19 5 8 6 19-17 23

15. რასინგი 19 7 2 10 25-26 23

16. კოლონი 19 6 3 10 20-27 21

17. კილმესი 19 5 5 9 24-27 20

18. ხიმნასია 19 3 9 7 19-25 18

19. ნიუელსი 19 4 4 11 16-32 16

20. ურაკანი 19 3 5 11 18-42 14

ბომბარდირები: 11 - ხავიერ კამპორა (ურაკანი), ტეო გუტიერესი (რასინგი); 10 - დენის სტრაკვალურსი (ტიგრე); 9 - ესტებან ფუერტესი (კოლონი), ობოლო (არსენალი); 8 - დავიდ რამირესი (ველესი), სილვიო რომერო (ლანუსი), დიეგო ვალერი (ლანუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს