თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში მოსკოვში "უნიკსი" 89:81 დაამარცხა, სერია 3:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

შენგელიამ თამაში, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 26:51 წუთში 19 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

მატჩში გადამწყვეტი მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთი გამოდგა, როდესაც შენგელიამ სამჯერ გაიბრწყინა და თავის გუნდს 6 ქულა შესძინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი გარღვევა გამოდგა, როდესაც მთელი მოედანი გადალახა და ბურთი კალათში ჩატენა. ამ ეპიზოდს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მონსტრული უწოდეს.

თორნიკემ მოსკოვურ გუნდში პირველი ტიტული მოიგო და დაჯილდოებაზე საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული.

სხვათა შორის, ცსკა-მ ალექსანდრ გომელსკის სახელობის 4 500-იან არენაზე უკანასკნელად ითამაშა, ვინაიდან ნაგებობას დაანგრევენ და მის ადგილზე სპორტკომპლექსს ააშენებენ.

ყველაზე შედეგიანი ყაზანელი ჯონ ბრაუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა.

ალიკო
ეს დროშა ანწუხელიძესაც ეკუთვნის და შენგელიასაც? ჩემი აზრით არა. მაგის ძმა რო მოეკლათ ომში, წავიდოდა რუსეთში სათამაშოთ? არა. ცეესკას თამაშით რუსეთის ლიგა რო იხსენა რუსეთის ჰიმნით და ქართველი კალათბურთელი გაჭიმული ისმენს, კარგია? არა. სულ ეგ იყო რისთვისაც მანდ გადავიდა? ალბათ არა მარა მართო ეს მიიღო, რუსეთის ჩემპიონია, მგონი ტეხავს. უნდა იყოს თუარა საქართველოს კაპიტანი, მანდ გადასვლის მერე? არააააა
aburjga
ილოცავ თორნიკე ვეფხვო! აი გამოაჩინა კლანჭები! ყოჩაღ, მაგარია!
გრიგოლი1408
გასკდით გულზე ურაპატრიოტებო
შადიმან ბარათაშვილი
გილოცავ თორნიკე!
ტარტაროზი
მონსტრული ანუ რქიან ეშმაკისეული არა, ავტორ?)))))))
სააკაძე
გილოცავ თოკო
დ
რაღაც არა მგონია, რომ თოკოზე მეტი პატრიოტი ხარ, ჯერ გააკეთე რამე საქართველოსთვის და მერე აკრიტიკე სხვები, რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი.
"ურა პატრიოტ" მიჩინიოს.
ნეტავ იცოდე, შენი ღვარძლიანი კომენტარით, როგორ იჭრი თავს? რაო გულზე გხვდებათ თოკოს წარმატებები?
ნინი
ჩვენო საამაყო კაპიტანო, გილოცავთ!!! გვიყვარხარ, გვეამაყები!!!!!
შოთა
გულოცავ თოკო! სულ ესე გეფრიალებიოს ქართული დროშა ჩვენო საამაყო კაცო!
მიჩინიო
აი ამისთვის ღირდა თავის მოჭრა, ამისთვის? :(
Axali
Gilocav
გილოცავთ თოკო!
ნაღდი ვარსკვლავია ჩვენი თოკომოტივი! სადაც მიდის ჩემპიონი ხდება!
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა