თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 18 ივნისს მოედანზე გავლენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში იმართება.

ხანგრძლივი პაუზა კოვიდ-პანდემიამ განაპირობა, რომელმაც 2020 და 2021 წლების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატები ჩაშალა.

2022 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი უნდა აღდგეს და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მწვრთნელებმა 2002-03 წელს დაბადებულ მორაგბეებს უხმეს და საქართველოში ორი შეკრება გაიარეს, ახლა კი, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ.

სტელენბოშში ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს დროით 15 საათზე არგენტინის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირის გახსნის მატჩისთვის მწვრთნელებმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს.

რადგან კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ტურნირებიც არ ჩატარდა, ეს მორაგბეები პირველად მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და სულ სამხრეთ აფრიკაში ოთხ თამაშს გამართავენ – არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან, რომელიც ხვალ მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება; 28 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "ჯუნიორ ბოკეს" შეხვდებიან; ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთ ნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.

რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან. კილასონია ამბობს:

„გვაინტერესებს ვნახოთ, სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ და ეს ტურნირი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა. ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა. მათ აქვთ თავის წარმოჩინების შესაძლებლობა და ვნახავთ, როგორ გაართმევენ თავს რეალურ წნეხს. წინა წლებში არგენტინას არაერთხელ შევხვედრივართ და ის ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი მსოფლიოში. საინტერესო თამაში გველოდება, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახებს“.

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).

მარქაფა: 16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

წყარო: rugby.ge

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
U20. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს "მხოლოდ" 52 ქულით სძლია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]