the18.com-ზე ჟურნალისტმა ლიამ ჰენლიმ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა სამ ნაკრებზე, რომლებიც მართალია, ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ პროგრესირებენ და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში სიურპრიზები შემოგვთავაზონ. ავტორის აზრით, ესენი არიან: ლუქსემბურგი, საქართველო და კოსოვო, რომელთაც შეუძლიათ ევროპულ ფეხბურთზე შტურმი მიიტანონ:

საქართველო

„შესაძლოა, ბევრი ნაკრების დამარცხება უფრო რთულია, ვიდრე საქართველოსი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი დაცვითი სისტემა გააჩნია. ივნისის პირველ კვირაში ნიდერლანდებთან 0:3 წაგება მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც გუნდმა უკანასკნელ 42 მატჩში 2 გოლზე მეტი გაუშვა. იქამდე საქართველო თითქმის დაამარცხა ესპანეთი, ორჯერ დაუზავდა ირლანდიას, ერთხელ კი დანიას. 2016 წელს ამხანაგურ მატჩში ესპანეთს 1:0 სძლია (ამ მატჩის ვიდეოც გამოაქვეყნა - რედ.), რაც უდავოდ მის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ეს შედეგები ახლა წარმოუდგენლად მოჩანს, თუმცა 90-იან წლებში საქართველოს ერთგვარი გამოუცნობი გუნდი ჰყავდა. „მანჩესტერ სიტის“ კერპული გმირის გიორგი ქინქლაძის წინამძღოლობით ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-დან 5 მატჩი მოიგეს და ყველაზე აღსანიშნავი თბილისში უელსის 5:0 განადგურება იყო, შემდეგ კი პოლონეთს სძლიეს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 1997 წელს იტალიასთან ფრეს მიაღწიეს.

2014 წელს საქართველო ფიფას რეიტინგში 125-ე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო გასულ წელს 89-ე ადგილზე ავიდა და უკნასკნელი რამდენიმე სეზონია 90-ეულში მერყეობს. რაც შეეხება ტალანტებს, ქინქლაძე ინგლისში წარმატებული იყო, ახლა კი რუსეთის, თურქეთის, ავსტრიისა და პოლონეთის უმაღლეს დივიზიონებში, აგრეთვე ესპანეთის მეორე ლიგაში ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ.

„ჯვაროსნების“ რიგებში ასპარეზობს „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ასევე ძალიან პერსპექტიული თავდამსხმელები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე.

„რუბინის“ 20 წლის გარემარბმა კვარაცხელიამ გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და „Transfermarkt“-ის მიხედვით მისი ფასი 19.8 მილიონი დოლარია - ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, 2017 წელს „ლივერპულში“, „ტოტენჰემსა“ და „ბაიერში“ გადასვლას „გენტში“ კარიერის გაგრძელება არჩია. 2017/18 წლების სეზონში ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 18 წლის ასაკში 10 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშა.

საქართველოს ნაკრებს ძლიერი დაცვა ჰყავს და თუ ახალგზრდა ნიჭიერი შემტევები პროგრესირებას გააგრძელებენ, „ჯვაროსნებს“ შეუძლიათ გახდნენ რაღაცით მეტი, ვიდრე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებზე დრო და დრო სიურპრიზების შემომთავაზებლები“.

Ds
ჩვენ, ქართველების გარდა არავის არ წარმოუდგენია ჩვენი თავი იმაზე მაღლა ვიდრე ეხლა ვართ. ის ფაქტიც რომ ევროპელებმა აღნიშნეს დაცვის სიძლიერე, რომელიც გამოხატეს მხოლოდ ორჯერ გაშვებულ 3 გოლში, მიუთითებს იმას რომ ჩვენი და ევროპული შეხედულებები განსხვავდება და იმის მტკიცება რომ მთელი ევროპა ცდება და ჩვენ ვართ მართლები მხოლოდ, ალბათ არ არის სწორი. პ.ს. რას ემსახურებოდა ჩემი კომენტარი არ ვიცი ზუსტად მაგრამ, იმედია გამგები გაიგებს
vai vai
ესენი სხვა ნაკრებზე ხომ არ წერენ? ))))) რა ძლიერი დაცვა)))
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი