რომის ტურნირის პირველ წრეში სოფიომ "უაილდ ქარდით" მიწვეული კაროლინა ორსი დაამარცხა - 7:5, 6:4
ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრები გულისყურით ადევნებენ თვალყურს ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის პირველობას, სადაც ანა ტატიშვილი (118) თამაშობს, თუმცა არც სხვა ჩვენებურები დავივიწყოთ. სოფიო შაფათავამ (292) ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში ფინალში ასპარეზობის შემდეგ გეზი რომისკენ აიღო.

ორივე ტურნირი ერთნაირი საპრიზო ფონდისაა (25 ათასი დოლარი), მაგრამ იმდენად უფრო ძლიერია შემადგენლობით იტალიური შეჯიბრება, რომ უკრაინაში პირველ ნომრად განთესილი შაფათავა რომში განუთესავი დარჩა. პირველ წრეში ჩვენმა თანამემამულემ "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი კაროლინა ორსი (1000) დაამარცხა - 7:5, 6:4. მერვედფინალში ქართველის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი არგენტინელი პაულა ორმაეჩეაა (236). წყვილებში სოფიო ტრადიციულ მეწყვილესთან, რუს მარინა შამაიკოსთან (408) ერთად ითამაშებს.

შვეიცარიულ ლანცერჰაიდეში 25-ათასიანი ტურნირი იწყება. ძირითად ბადეშია ეკა გორგოძე (552), ვინც პირველ წრეში მასპინძელ ამრა სადიკოვიჩს (542) ხვდება. შვეიცარიაში გორგოძის მეწყვილე იაპონელი ჩიჰირო ტაკაიამაა (1071).

იზმირში 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო. შეჯიბრების ძირითად ბადეში, მოულოდნელად ორი ქართველი აღმოვაჩინეთ, ორივემ საკვალიფიკაციო ბადის მოგებით მოიპოვა ძირითადში თამაშის უფლება. მივყვეთ თანმიმდევრულად, საკვალიფიკაციო ბადეში სამმა ურეიტინგო ქართველმა შეიტანა განაცხადი. ამათგან მეტ-ნაკლებად ცნობილი მხოლოდ 22 წლის ნათია გეგიაა, რომელიც 7 წლის წინათ რეიტინგ-ლისტშიც იყო. ნათიას თითქმის 4 წელია ჩოგბურთი არ უთამაშია. მარტში ის ასტანაში გამოჩნდა, სადაც 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადე დაძლია, ძირითადის პირველ წრეში კი დამარცხდა. იზმირში მან ძალიან იოლად მოუგო რუს ამინა ბერდიევას - 6:1, 6:0. 16 წლის ვიქტორია ჟორჟოლიანმა კი უბრძოლველად მოიპოვა ძირითადის საგზური. მისი თანატოლი თამარ ცხაკაია ბერძენ ელენი კონსტანტინიდუსთან დამარცხდა - 1:6, 2:6. ჟორჟოლიანის მეტოქე ბადეში ხორვატი ტეა ფაბერია (1128), გეგიას კი მე-8 ნომრად განთესილი რუსი ტატიანა კოტელნიკოვა (781) გამოცდის.

ყურადღებას გავამახვილებთ ბიშკეკში (ყირგიზეთი) გამართულ მე-5 კატეგორიის ახალგაზრდულ ტურნირზეც, სადაც ჯამში 9 ჩვენებურმა იასპარეზა. ბიჭებში ძირითადი ბადის საგზური ვერ მოიპოვა გიორგი შუხოშვილმა (1 წრე დაძლია), ძირითადში კი ორმა დაიწყო, დავით ხუბუა საწყის ეტაპზე დამარცხდა, შოთა მეფარიძემ კი ერთი ეტაპი დაძლია. მარიამ ქურასბედიანმა და თათია ნოზაძემ საკვალიფიკაციო ბადის ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა ძირითადში ვერ გავიდნენ. გოგონათა ძირითად ბადეში 4 ჩვენებური იყო: ბაბილინა მაჩაიძე მე-3 ნომრად განთესეს, თამარ ჭალაგანიძე - მე-5 ნომრად, ნინო სუჯაშვილი - მე-7-ედ. განუთესავი იყო მარიამ სხირტლაძე. სხირტლაძის გარდა პირველი ეტაპი ყველამ დაძლია, მეორე კი მხოლოდ სუჯაშვილმა. საბოლოოდ 17 წლის სუჯაშვილმა ფინალში გააღწია (პირველ ნომრად განთესილ ჩოგბურთელსაც მოუგო), სადაც რუს ანასტასია კომარდინასთან წააგო - 2:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა