მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღო, ბერტ ვან მარვიიკს კრიტიკოსები მაინც არ აკლია. იაპონელების მინიმალური ანგარიშით ძლევის შემდეგ, ჰოლანდიელთა თავკაცს ჟურნალისტებთან საუბრისას თავის მართლებაც კი მოუწია...

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღო, ბერტ ვან მარვიიკს კრიტიკოსები მაინც არ აკლია. იაპონელების მინიმალური ანგარიშით ძლევის შემდეგ, ჰოლანდიელთა თავკაცს ჟურნალისტებთან საუბრისას თავის მართლებაც კი მოუწია. აი, რას ამბობს ვან მარვიიკი:

"ვერაფრით ვხვდები, რატომ არის სანახაობრივი ფეხბურთი შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი? - კი, ჩვენ შეგვიძლია უკანმოუხედავად შევუტიოთ და გაცილებით უფრო ეფექტური იერიშები განვახორციელოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დაცვაში შეგვექმნება პრობლემები. ორ გამართულ პაექრობაში, არც ერთი გოლი არ გვაქვს გაშვებული, ნუთუ ეს წარმატება არ არის? - გადახედეთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდების შედეგებს და ნახეთ, რა რთული მდგომარეობა აქვთ. დიდია შანსი, არაერთი ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა ჩარჩეს ჯგუფში, ჩვენ კი ექვსი ქულა გვაქვს და წინასწარ დავიბევეთ ადგილი მერვედფინალში".

ჰოლანდია ჯგუფის ლიდერია, იტალიას კი სავარაუდოდ მეორე ადგილის დასაკავებლად მოუწევს ბრძოლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, პლეი ოფში ბერტ ვან მარვიიკს მარჩელო ლიპისთან მოუწიოს ურთიერთობის გარკვევამ.

"სიმართლე გითხრათ, ჯერ მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. ნაკლებად მაინტერესებს რა მდგომარეობაა იტალიის ქვეჯგუფში და ვინც არ უნდა შეგხვდეს, ყველასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, "სკუადრა აძურასთან" თამაშს, შედარებით სუსტ გუნდთან პაექრობა ჯობია, მაგრამ ამას იმხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ პოტენციურ მეტოქეებზე ფიქრით ტვინი ვიჭყლიტო. თუ ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია", - ასე სჯერა ჰოლანდიელთა თავკაცს.

ლაშა წიკლაური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს