ახალ სეზონში "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია გუნდს სწორედ ამ განლაგებით ათამაშებს
ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე ერთ-ერთი პირველი თბილისის "დინამო" ჩაებმება: ახალი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი 30 ივნისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ "მილსამის" დაუპირისპირდება.

გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ "დინამოს" არცთუ ძლიერი მეტოქე შეხვდა (ისე, როგორც მომდევნო ეტაპზე) და, აქედან გამომდინარე, ევროტურნირებზე შარშანდელი შედეგის გამეორებაც არ უნდა გაუჭირდეს. ერთადერთი, რასაც შეიძლება პრობლემა დავარქვათ, გუნდის უამრავ ახალწვეულთა ერთმანეთში შეთამაშება უნდა იყოს; თუმცა, სწორედ ამას ემსახურება საკონტროლო მატჩებიც, სადაც საბოლოო შედეგზე მეტად, სწორედ რომ გუნდის ცალკეული რგოლების შეთამაშება უნდა მივიჩნიოთ მთავარ მიზნად.

"დინამო" გუშინდლამდე სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა - დღეში ორჯერადი ვარჯიშებითა და საკონტროლო მატჩებით. პირველი სპარინგ-მატჩი ლუგანსკის "ზარიასთან" ფრედ (0:0) დამთავრდა, აი, მეორე შეხვედრაში კი, სლოვენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "კოპერთან" ჩვენი გუნდი მინიმალური ანგარიშით (1:2) დამარცხდა. "ზარიასთან" მატჩთან შედარებით "კოპერთან" შეხვედრაში ალექს გარსიამ "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე კორექტივი შეიტანა. როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვაცნობა, მიკროტრავმების გამო გუშინწინდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს: შოთა კაშიამ, სამირ ჰაჯიბულიჩმა, ნიკა ფირცხალავამ, ვახტანგ ფანცხავამ და გოგა ბერაიამ.

კაშიამ და ფირცხალავამ "ზარიასთან" მატჩი ძირითადში დაიწყეს, ჰაჯიბულიჩი შეცვლაზე შევიდა, აი, ფანცხავასა და ბერაიას კი, სამწუხაროდ, ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. თუმცა, როგორც გიგა გვენცაძისგან შევიტყვეთ, ფანცხავაც და ბერაიაც უკვე სრულ მზადყოფნაში არიან, - ისე როგორც ფირცხალავა და ჰაჯიბულიჩი. აი, შოთა კაშიას საქმე კი უფრო რთულად არის და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როდის შეუდგება სრულფასოვან ვარჯიშს "დინამოს" ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი. თუმცა, სასიამოვნო სიახლეც იყო: როგორც უკვე გაცნობეთ, ტრავმის გამო "ზარიასთან" მატჩი ალექსანდრე კოშკაძემ გამოტოვა, აი, სლოვენიურ კოპერთან შეხვედრაში "დინამოს" კაპიტანი უკვე ძირითადში ვიხილეთ.

"დინამოს" ახალმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და "კოპერის" წინააღმდეგ თავისი გუნდი კვლავაც 4-3-3 ტაქტიკით ათამაშა. ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონში "დინამო" სწორედ ამ განლაგებით იასპარეზებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმაც მალე აუღეს ალღო ამ სიახლეს. ისიც ფაქტია, რომ გარსია ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია: "ზარიასთანაც" და "კოპერთანაც" ესპანელმა მწვრთნელმა უშუალოდ თამაშის მსვლელობაში უამრავი ცვლილებაც განახორციელა და ამას გარდა, რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯა.

"ზარიასთან" ჩატარებულ მატჩზე ამ რამდენიმე დღის წინ უკვე ვისაუბრეთ, აი, "კოპერთან" შეხვედრაში კი "დინამომ" პირველი ტაიმი ასეთი განლაგებით დაიწყო: მეკარე - გიორგი ლორია, დაცვის ცენტრში გულვერდ თომაშვილისა და ლევან კაკუბავას წყვილი, მარცხნივ - გიორგი რეხვიაშვილი, მარჯვნივ კი - დავით ოდიკაძე, ნახევარდაცვაში ცენტრში ლევან ხმალაძე მოქმედებდა, ფლანგებზე - ნიკა კვეკვესკირი და ალექსანდრე კოშკაძე. თავდასხმაში - ირაკლი ლეკვთაძე და რობერტინიო ფლანგებზე იყვნენ გამწესებულნი, ცენტრფორვარდად კი "დინამოში" დაბრუნებული ლადო ახალაია თამაშობდა.

პირველი ტაიმი "დინამოს" აშკარა უპირატესობით წარიმართა და ერთ ეპიზოდში რობერტინიოს დარტყმის მერე ბურთი "კოპერის" კარის ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ალექს გარსიამ 7 ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა მოედანზე, ზოგს ამპლუა შეუცვალა და "დინამოს" განლაგებამაც შემდეგი სახე მიიღო: კარში - სოსო გრიშიკაშვილი, თომაშვილმა მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა, კაკუბავას კი ცენტრში ირჟი ჰომოლა შეუწყვილდა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ლევან ხმალაძემ გადაინაცვლა, ნახევარდაცვაში კი კვეკვესკირთან ერთად ჯამბულ ჯიღაური და გიორგი თექთურმანიძე ასპარეზობდნენ, თავდასხმაში ფლანგებზე გიორგი კახელიშვილი და დონალდ ჯუისი მოქმედებდნენ, ცენტრფორვარდად კი - სანდრო იაშვილი.

სწორედ იაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ ბურთი კვლავაც "კოპერის" კარის ძელს მოხვდა. აი, ამის შემდეგ კი მანამდე არსებული უპირატესობა "სადღაც გაქრა". საბოლოოდ, სლოვენიელთა გამარჯვება, ალბათ ლოგიკურადაც უნდა მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, ორ საკონტროლო მატჩში ნაჩვენები შედეგი (ფრე და წაგება) არავის გაუხარდებოდა, მაგრამ ამით რომ ტრაგედია არ უნდა შეიქმნას, ფაქტია.

"კოპერთან" მატჩით "დინამოს" სლოვენიური შეკრება დასრულდა - გუშინ, 21 ივნისს საღამოს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ორ დღეს დაჰყოფს. ავსტრიაში გუნდთან ერთად იქნება კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, თანაც, თბილისში გამომგზავრებამდე "დინამო" კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს - ავსტრიის ჩემპიონ "შტურმთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
ameTvisto მეგობარო, აქ დინამოზეა ლაპარაკი და არა ნაკრებზე. დინამოს უნდა 4X3X3 და რა არის აქ სალაპარაკო. ხელმძღვანელობას უნდა და გააკეთებენ კიდეც. ასეც უნდა იყოს. ნაკრებზე არ არის ლაპარაკი აქ.
uzlevi
Georgia-4ever*** ვერ გავიგე რას ამბობ, მე არ ვარ ასე ჩახედული ფეხბურთში. იქნებ გასაგებ ენაზე ახსნა რას გულისხმობ? რა არის საქართველოს მომავალი? რა არის პრაგმატული ფეხბურთი? და რა გზა მიგვიყვანს ტაძრამდე?
ameTvisto
სადა აქვს ჩვენ გუნდს იმხელა შემტევი პოტენციალი 4-3-3 რო გაქაჩოს? ნორმალური ნომინალური ცხრიანი არაა ნაკრებში, ნორმალური კი არა არველაძე რაც წავიდა ნახევარზე მეტი შემთხვევითი გოლები გადის, ანანიძეც არაა ჯერ იმ დონის იგროკი სანაკრებო მატჩებში მთლიანი კრაი რო ჩაიბაროს, ყენიას იმდენი ხანია ტრამვაა აქ რო რა ვიცი, რა 4-3-3 ხორვატიასთან მეორე ნახევარში ბურთი ვერ დავიჭირეთ გააზრებული გადაცემა არ გაკეთებული იმიტო რო ზოგადი დონე და კლასი არ აქვს გუნდს და როცა არ არის შესაბამისი კლასი და დონე ისე სუპერ ფეხბურთს ვერ ითამაშებს სუპერ ფეხბურთს სუპერ ფეხბურთელები ჭირდება, ნორმალურ ჩემპიონატში მოთამაშე არ გვყავს ერთი კალაძე დალშე? კაით რა 4-3-3 11-0-0 იყო მეორე ტაიმიტ ხორვატიასთან იმიტო კი არა რო ქეცბაიას ჩანაფიქრი იყო პროსტა დაგვპრესეს და ფეხი არ გაგვანძრევინეს
Georgia-4ever***
uzlevi პროფესორობა არფერ შუაში არაა,აქ ელემენტარული ლოგიკაა,შენ თუ არსებული პრეცენდენტები და მაგალითებზე დაყრდნობით მსჯელობა პროფესორობა გგონია,ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად,ისე როცა ყველა პატარა ქვეყანა პრაგმატული ფეხბურთით ახერხებს წარმატების მიღწევას არა,ეგ ცოტა დამაფიქრებელია,ცოტა კი არა შეიჯლება დასკვნის გაკეთებაც ,რომ შემტევი ფეხბურთით ვერ მოხერხდება ჩვენი პოტენციალის სრულად რეალიზება.გამიგე.
uzlevi
ვახ, რამდენი პროფესორი გვყოლია? სად იყავით აქამდე? ან ვპროფესორობთ ან ვტირივართ, არ შეგვიძლია რომ გავიხაროთ და სხვაც ვახაროთ? მაინცდამაინც სულ უნდა ვტიროდეთ და ვწუწუნებდეთ? 4X3X3 მშვენიერია და ვემხრობი. გარსია 1 კვირაა დაინიშნა. დინამოს ფეხბურთელები რომ დახვეწენ ამ ფორმაციით თამაშს მერე ვილაპარაკოთ. მანამდე კი სტადიონისკენ ჰერი-ჰერი...
tsope
მე მგონი ჩვენი ოთხივე გუნდი გამოვარდება პირველივე წრიდან. მოლდავეთმა სადაც დაგვიჭირა იქ მოგვიგო, ხოლო ბანანცი მარტო ქართულ გუნდებს უგებს. როცა გიჭირს თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრო.წარმოიდგინეთ ქეცბაიას რომ ეთამაშა 4X3X3 ალბათ 10:0 წავაგებდით.
Georgia-4ever***
max ესეთი ფეხბურთით ფონს არცერთი საქართველოსნაირი ქვეყანა არ გასულა,ლატვიამ რომ დაგვასწრო და დიდი ფეხბურთი ითამაშა ეგ აი მაგ მოსაზრებების ბრალია,რომ ბრაზილიის სტილი უნდა ვიტამაშოთ,ეს მოსაზრებები რომ არა არველაზეს და ქეცბაას ტაობას უკვე უნდა ეთამაშა მსოფლიო-ევროპაზე და ჩვენთვის გამარჯვებულის ფსიქიკა დაეტოვათ,მაგრამ ბოლო დონეზე ვართ.ისე არც დაცვითი სტილის მწვრთნელი ასწავლის სულ დაცვას, შეტევასაც ასწავლის.
Georgia-4ever***
otar ადრე გენაცვალე სხვა დრო იყო,სხვა დონე იყო და ხსვა ფეხბურთი,. აქ მეორე მომენტიც არის,მაშინდელ დინამოს უფრო პრაგმატული ფეხბურთი რომ ეთამაშა ლიგასაც ხომ არ მოიგებდა,ან უეფას . მემგონი პრაგმატული ფეხბურთი უფრო მაქსიმალურ რეალიზებას გაუკეთებდა მაშინდელ ფეხბურთელებს.ეს გზა ცვენ არ გვახეირებს.დაცვიტ ან პრაგმატული ფეხბურთი გვინდა,გვინდა კი არა გვჭირდება . მეც არ მიყვარს ანტიფებურთი მაგრამ ,ეხლა ფეხბურთი პოლიტიკაა,და აუცილებელია ყველანაირ ფასად გავიდთ მსოფლიოზე და ევროპაზე.
max
აბა ნაკრების თამაშის სტილია ჩვენი ფეხბურთის მომავალი??ეგ კაცი(გარსია) დებილი კი არ არის სულ სემტევი ითამაშოს??ბურთის ართმევასაც და პრაგმატულობასაც შესძენს გუნდა,დავაცადოთ,პირადად მე 2-3 წლის მერე მოვთხოვდი მაგ კაცს რაიმე შედეგს
otar
ადრე აბა რას თამაშობდნენ -? 4-3-3 არ იყო ადრეც ? შეტევა ბიჭებო!! ა მატაობა და ტექნიკა !!!!
Georgia-4ever***
ეს არ არის საქართველოს მომავალი რა, შემტევი ფეხბურთი არის ბრაზილიის დონის და ბარსელონას დონის გუნდებისთვის, ჩვენ ან დაცვით ან მინიმუმ პრაგმატული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წარმმატებები იქნება ერთჯერადი და არა კანონზომიერი.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა