ზე რაგბის შარშანდელმა გამარჯვებულმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" ბოლო შეხევდრა საკუთარ მოედანზე წააგო და პლეი ოფის მიღმა დარჩა
ზე რაგბის რეგულარული გათამაშება სენსაციურად დასრულდა. შარშანდელმა გამარჯვებულმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" ბოლო შეხვედრა საკუთარ მოედანზე წააგო და პლეი ოფის მიღმა დარჩა.

რეგუკლარული გათამაშება კი ავსტრალიურმა ბრისბენის "რედსმა" მოიგო, მეორე ადგილზე კი სამხრეთაფრიკული, კეიპთაუნის "სტორმერზი" გავიდა. ორივე გუნდმა პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც შესარჩევ მატჩებში გამარჯვებულებს დაელოდება.

"რედსმა", ცხადია, A ჯგუფშიც, ანუ ავსტრალიის კონფერენციაშიც პირველი ადგილი დაიკავა. ბრისბენელებმა ბოლო, მე-18 ტურში სტუმრად დაამარცხეს ჰემილთონის "ჩიფსი" - 19:11. "წითლებს" 14 ქულა მგეზავმა ქუადე კუპერმა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

ამავე ტურში მეორე ადგილზე გასული სიდნეის "ვორათაზის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. სიდნეელებმა შინ კანბერას "ბრამბიზი" მიიღეს და უმოტივაციო მეტოქე იოლად დაამარცხეს 41:7.

თუმცა, "ვორათაზის" ბედი ამ მატჩს არ გადაუწყვეტია. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ დასრულდებოდა, C ჯგუფის ფავორიტების, "ბლუ ბულზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირება.

რაც უნდა საოცარი იყოს, ჩემპიონებმა, რომლებმაც აქამდე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს, სტუმრათა გუნდს ვერაფერი დააკლეს და 23:26 დამარცხდნენ. დურბანელების უპირატესობა განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში იგრძნობოდა. "ზვიგენებმა" პირველი ტაიმი ათი ქულის სახვაობით - 16:10 მოიგეს.

მეორე ნახევარში ბლუ ბულზი მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, ერთი ხანობა ანგარიშში სხვაობა სამ ქუმადეც შეამცირა, მაგრამ 76-ე წუთისთვის "ნატალ შარქსი" ისევ ათი ქულით იგებდა. "ლურჯმა ხარებმა" ერთი კიდევ გაიბრძოლეს, თუმცა მხოლოდ ანაგარიშის შემცირება შეძლეს.

შედეგად "ბლუ ბულზი" გათამაშებას გამოეთიშა და ჩემპიონის ტიტულსაც გამოეთხოვა. "ნატალ შარქსი" კი მე-6 ადგილზე გავიდა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შეხვდება. "ვორათაზი" კი საერთო ჩათვლაში მეხუთეა და ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში ოქლენდის "ბლუზს" დაუპირისპირდება.

ოქლენდელები B ჯგუფში, ანუ ახალი ზელანდიის კონფერენციაში ტურნირის განმავლობაში მუდმივად ლიდერობდნენ და პოზიციები მხოლოდ ბოლო ტურებში დათმეს. მე-18 ტურში "ბლუზმა" შინ დაამარცხა დანიდინის "ჰაილენდერზი" - 33:16, თუმცა ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" სატურნირო ცხრილში მაინც გაუსწრო.

"ჯვაროსნებმა" ბოლო ტურში შინ მოუგეს ველინგთონის "ჰარიკენზს" -16:9, ისე რომ, დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. "კრუსეიდერზსა" და "ნატალ შარქსს" შორის გამარჯვებული ნახევარფინალში "სტორმერზთან" სტუმრად ითამაშებს. "ბლუზსა" და "ვორათაზს" შორის უკეთესის მეტოქე, ასევე სტუმრად "რედსი" იქნება.

სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი (ვორათაზი), 14. დევიდ სმითი (ფორსი), 13. სტეფან ტერბლანჩი (ნატალ შარქსი), 12. ხუან დე იონგი (სტორმერზი), 11. რინო ბენჯამინი (ჩიტაზი), 10. ფედერიკ მიშალაკი, 9. ჩარლი მაკლოიდი (ორივე-ნატალ შარქსი). 1. ბენ დეილი (რედსი), 2. ენდრიუ ჰორი (ჰარიკენზი), გრეგ სომერვილი (მელბურნ რებლზი), 4. გერჰარდ მოსტერტი (ნატალ შარქსი), 5. ალი ვილიამსი (ბლუზი), 6. კიგან დენიელი (ნატალ შარქსი), 7. ლიამ გილი (რედსი), 8. პიერ სპისი (ბლუ ბლუზი)

XVIII ტური

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-ფორსი 24:27, ვორათაზი-ბრამბიზი 41:7

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 66 ქულა, 2. ვორათაზი - 57, 3. ფორსი - 37, 4. ბრამბიზი - 33, 5. მელბურნ რებლზი - 24.

B ჯგუფი

ბლუზი-ჰაილენდერზი 33:16, ჩიფსი-რედსი 11:19, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი 16:9

სატურნირო მდგომარეობა

1. კრუსეიდერზი - 61 ქულა, 2. ბლუზი - 60, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 42, 5. ჩიფსი - 40

C ჯგუფი

ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი 23:26, ჩიტაზი-სტორმერზი 34:44
სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 63 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 57, 3. ბლუ ბულზი - 54, 4. ჩიტაზი - 40, 5. ლაიონზი - 25

საერთო მდგომარეობა

1. რედსი - 66 ქულა, 2. სტორმერზი - 63, 3. კრუსეიდერზი - 61, 4. ბლუზი - 60, 5. ვორათაზი - 57, 6. ნატალ შარქსი - 57, 7. ბლუ ბულზი - 54, 8. ჰაილენდერზი - 45, 9. ჰარიკენზი - 42, 10. ჩიფსი - 40, 11. ჩიტაზი - 40, 12. ფორსი - 37

ნახევარფინალის შესარჩევი

ბლუზი-ვორათაზი, კრუსეიდერზი-ნატალ შარქსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა