რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირში პირადი პირველობა 1997-1999 და 1994-1996 წლებში დაბადებულ ფალავნებს შორის გაიმართა
ბოლო წლებში ჭიათურაში აქტიურად დაიწყო დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის აღორძინება. ქალაქის მუნიციპალიტეტმა, 27-ე კომპლექსურმა სპორტსკოლამ და ჭიდაობის მწვრთნელმა ბესიკ კიკნაძემ ახლახან დააწესეს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

საასპარეზოდ ჩავიდნენ: თბილისის 2, ქუთაისის, სენაკის, თერჯოლის, ბორჯომის, ზესტაფონის, ხაშურის, სამტრედიის, წყალტუბოს, სართიჭალის და ჩხოროწყუს ჭაბუკი ფალავნები.

პირადი პირველობა 1997-1999 და 1994-1996 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი სანიმუშოდ იყო ორგანიზებული.

ტურნირზე საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი თემო ყაზარაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი თეიმურაზ აფხაზავა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი იოსებ ბერიშვილი და სხვა ცნობილი მოჭიდავეები.

რაიდი აბრამიშვილმა მშობლიურ ჭიათურაში მწვრთნელ შოველ ხვედელიძესთან დაიწყო ვარჯიში. თბილისში კი მას ვლადიმერ მაისურაძე და ვლადიმერ კანკავა წვრთნიდნენ. ის 21 წლის ასაკში გახდა სსრკ ჩემპიონი (1977), იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსანი.

I ტურნირი ჭიათურაში ჩატარდა იაშვილის ქუჩაზე მდებარე დახურულ საზაფხულო დარბაზში, რომელიც უნიკალურია და რეგიონში სადმე სპორტული დარბაზის აშენებას თუ დააპირებენ, სასურველია მაგალითი ჭიათურლებისგან გადაიღონ.

ჭიათურის ხალიჩაზე დიდი წარმატებით იჭიდავეს სართიჭალელებმა (გარდაბანი). აქაურებს თავის დროზე კარგი მაგალითი მისცეს სართიჭალაში აღზრდილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრე დოხტურიშვილმა და მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ გედეხაურმა...

სხვათა შორის, ჭიათურის გარდა, აქაურ სოფელ ბერეთისაშიც ვარჯიშობენ მოსწავლეები ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში (მწვრთნელი გელა ტაბატაძე).

რაიდი აბრამიშვილმა ტურნირზე საკუთარი თასი დააწესა და უმცროს ასაკში ერთ-ერთ გამარჯვებულს - ოთარ შეყილაძეს (66) გადასცა.

უფროს ასაკში კი სპეციალური თასით დაჯილდოვდა ლაშა ჭარბაძე (69).

ორგანიზატორებმა, მსაჯებმა, მწვრთნელებმა და თვით რაიდი აბრამიშვილმა მოილაპარაკეს, რომ ტურნირი ჭიათურაში ყოველ წელიწადს ჩატარდება და მომავლისთვის შესაძლოა აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის ჭაბუკებიც მოიწვიონ საასპარეზოდ...

გამარჯვებულები

1997-1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის: საბა კიკაძე (20 კგ. თბილისი), დიმიტრი ხაჩიძე (23, ბორჯომი), გიორგი ჩხიკვაძე (26, სენაკი), ავთანდილ ბიძინაშვილი (29, სართიჭალა), თემურ გოგია (32), საბა ბაბილუა (35), გივი სიმონია (38, სამივე-სენაკი), აივენგო რიკაძე (42,), გიორგი კურტანიძე (47, ორივე-სართიჭალა), რამაზ კვეტენაძე (53), ჯუმბერ ჩეჩელაშვილი (59, ორივე-ქუთაისი), ოთარ შეყილაძე (66, ჭიათურა), ელდარ ვაჩეიშვილი (73, სამტრედია), დავით ხრდაევი (85, თბილისი).

1994-1995-1996 წლებში დაბადებულთა შორის: ლაშა ციცქიშვილი (46, ჭიათურა), ბაკურ გოგოლი (50, სენაკი), დავით სანიკიანი (54, ქუთაისი), ირაკლი თარხნიშვილი (58), გიორგი ფოცხვერაშვილი (63, ორივე-სართიჭალა), ლაშა ჭარბაძე (69, თბილისი), იონა ფირცხალავა (74, წყალტუბო) და თენგო ძებნიაური (85, თბილისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა