ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" "კავკასიონი არენაზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა (საქართველოსთვის) თელავში 17:00 საათზე დაიწყება.

კაპიტნის ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვეცდებით, სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ და მოვემზადოთ სამხრეთაფრიკული ტურნესთვის“.

მერაბ შარიქაძე: „მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გარდა გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

V ტური. 26 ივნისი. თელავი. "კავკასიონი არენა". 17:00 (საქ. დრო)

საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

rugby.ge

ალოოო....
ვინმემ იცის ცუცქირიძის და აფრასიძის არყოფნის მიზეზი>
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში