პოლონელებთან გამარჯვების შემდეგ იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელები ერთი დღით დაასვენა. 4 აგვისტოს, გამთენიისას ქართველთა კრებული...

პოლონელებთან გამარჯვების შემდეგ იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელები ერთი დღით დაასვენა. 4 აგვისტოს, გამთენიისას ქართველთა კრებული თბილისიდან თურქეთში გადაფრინდა, საიდანაც სტამბოლი-ბრიუსელის რეისით ბელგიაში გაემგზავრა... დედაქალაქიდან ანტვერპენამდე საქართველოს ნაკრებმა ავტობუსით იმგზავრა და სასტუმროში დაახლოებით 14:30 საათზე (თბილისის დროით) დაბინავდა. გუშინვე, 21 საათზე იგორ კოკოშკოვი გუნდს "ლოტო" არენაზე შეუძღვა.

აქვე დავძენთ, ბელგია-საქართველოს მატჩი დღეს, 5 აგვისტოს ჩვენი დროით 22:15 წუთზე დაიწყება. მას პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

თუ ბელგიელთა საფეხბურთო ნაკრებს წითელ ეშმაკებს უწოდებენ, საკალათბურთო კრებულს "ლომებად" მოიხსენიებენ. "ცხოველთა მეფეებმა" ამას წინათ "სამი გვირგვინის" სამეფოსთან, შვედეთთან 71:85 წააგეს. ამ შედეგმა ბევრი ჩვენებური გაახარა - შარშან ჩვენ შვედებს 10 ქულის სხვაობით მოვუგეთ, ახლა სკანდინავიელებმა ბელგიელებს დამაჯერებლად სძლიეს, ამ ლოგიკით, ქართველებმა "ლომები" აუცილებლად უნდა დაამარცხონო...

ასეთივე შედარებას მოვიყვანთ: 19 ივლისს საქართველომ სლოვაკეთთან დათმო, ხოლო სლოვაკებს პოლონელებმა კუდით ქვა ასროლინეს. მაშ, პოლონეთთან უნდა წაგვეგო? საკონტროლო შეხვედრების შედეგების მიხედვით თამამი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. არავინ იცის, ვინ როგორ შეხვდება უშუალოდ მატჩს და რა სცენარი დატრიალდება.

წინასწარ მხოლოდ ინდური ფილმების ფინალის გამოცნობა შეიძლება. ამიტომ ანტვერპენული მატჩის პროგნოზზე ლაპარაკი გაუმართლებელია, თუმცა სცენარზე ორიოდე სიტყვის თქმა დღესვე შეგვიძლია: ბელგიას არათანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავს - კვალიფიციური მეფარეების დეფიციტს განიცდის. სამაგიეროდ, უკანახაზელები უხვად არიან - 12-დან 6 კაცი მსროლელ-გამთამაშებელია. გუნდის ლიდერს, მეფარე აქსელ ერველეს ფაჩულიას, შერმადინის, სანიკიძის, ცქიტიშვილისა და შენგელიას წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რაც ბელგიელი ფორვარდისთვის ნათელი პერსპექტივა სულაც არ არის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასპინძელთა მწვრთნელი ედი კასტელსი აქცენტს პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთებს, რისთვისაც "ლომები" საკონტროლო მატჩებში აქტიურად ემზადებოდნენ: ყოველ მატჩში 30-მდე სამქულიანს ისროდნენ. ჰოლანდიასთან 12 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, ხოლო შვედეთთან - 7.

ასე რომ, მივიღებთ დაახლოებით ისეთ სცენარს, როგორიც 2009 წელს თბილისში შვედეთთან მატჩში ვნახეთ: საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყველა რგოლს თანაბრად ტვირთავდა, ხოლო შვედები მასპინძლებს სამქულიანებით მისდევდნენ. ასეთ გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს, როგორც შვედეთი, ასევე ბელგია გუნდურ კალათბურთს თამაშობენ. აკი თქვა სკანდინავიელთა თავკაცმა კოსტას ფლევარაკისმა - ვიცოდით, რომ საქართველოსთან მოგება გაგვიჭირდებოდა, ამიტომ ბევრი საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ, რათა თქვენთვის შეთამაშებით გვეჯობნაო... ახლა გადახედეთ ბელგიელთა მოსამზადებელ ციკლს – წითლებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 11 მატჩი ჩაატარეს, საქართველომ კი 5 სპარინგი გამართა.

შარშან შვედებს ქართველთა დასაჯაბნად კლასი არ ეყოთ. საინტერესოა, რა დონის მოთამაშეებისგან შედგება ბელგიის ნაკრები: უშეცდომო სროლებს უნდა ველოდოთ (როგორც პოლონელი კელატისგან) თუ ტყორცნების კანტი-კუნტად რეალიზებას...

ბელგიელები წლეულს სამ წამყვან კალათბურთელს მოისაკლისებენ: ვან დენ შპიგელი (მადრიდის "რეალი") შეკრების დასაწყისში, ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა და დღემდე მკურნალობს. ბელგიელი ექიმები საქართველოსთან მატჩის წინ მას კიდევ გასინჯავენ და დართავენ თუ არა თამაშის ნებას, ამას დღეს გავიგებთ. მაქსიმ დე ზეევმა კანადასთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და ნაკრებს ისიც გამოაკლდა. გასულ სეზონში "ლომებს" "ლეიკერსის" სათადარიგო ცენტრი დიდიე მბენგა ეხმარებოდათ თუმცა წლეულს მან ბელგიაში ჩასვლას ამერიკაში დარჩენა ამჯობინა. ეს სამეული "წითლების" ფარქვეშეთს ამაგრებდა. ისინი რომ ჰყოლოდათ, მასპინძლები უფრო დაბალანსებულად ითამაშებდნენ...

წინა ხაზში ბელგია აქსელ ერველეს ("ბილბაო", ესპანეთი) და იანიკ დრიესენის ("ესტუდიანტესი", ესანეთი) იმედადაა. პირველი მაღალი დონის წინახაზელია, რამდენიმე წელი მადრიდის "რეალში" აქვს გატარებული. გასულ სეზონში ბასკეთში 8.1 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა. დრიესენი არც ესპანეთში გამოირჩეოდა და ბელგიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდება.

უკანა ხაზში "ლომებს" მეტი არჩევანი აქვთ: ვან როსომი იტალიური "პესაროს" სათადარიგო გამთამაშებელია (25.1 წუთი, 8.6 ქულა, 1.9 პასი); დიმიტრი ლაუერსი ასევე იტალიაში, "აველინოში" ასპარეზობს (19.5 წუთი, 5.3 ქულა, 0.3 პასი); მოორსი, ბოსკო და ტაბუ ბელგიის პირველობის წარმომადგენლები არიან. მათ ევროთასებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და ნაკრებისთვის არანაკლებ სასარგებლონი არიან, ვიდრე ლეგიონერი უკანახაზელები.

ცალკე საუბრის თემაა მარკუს ფეისონი, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილის სიმაღლისაა (196 სმ)... მანუ და ფეისონი ერთმანეთს კარგად იცნობენ - 2007-08 წლების სეზონში ორივე "კიევში" თამაშობდა. მას მერე ამერიკელმა "ბეშიქთაშში" (თურქეთი), "მენორკაში" (ესპანეთი), "პერისტერიში" (საბერძნეთი), "დნეპრში" (უკრაინა) ითამაშა, ახლახან კი ბელგიურ "ოსტენდესთან" გააფორმა კონტრაქტი. ერველეს დარად, ფეისონიც მაღალი კლასის კალათბურთელია. იგი 6 წლის განმავლობაში ბელგიაში ირჯებოდა და შარშან მოქალაქეობაც მიიღო. მარკუსი ნაკრებში, როგორც ნატურალიზებულის სტატუსით თამაშობს. მისი დამატება ედი კასტელსმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონგოელმა მბენგამ (ისიც ნატურალიზებული ბელგიელია) ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

- მწვრთნელს ნაკრების დახმარებაზე შარშან შევუთანხმდი, მაგრამ მაშინ გუნდში მბენგა იყო და ამიტომ ერთი წელი ვიცადე, მომიწია. მიხარია, რომ ბელგიის ნაკრებში ასპარეზობის შანსი მომეცა. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. თუ სხვებმა თითო მატჩი უკვე ჩაატარეს, ჩვენ პირველს 5 აგვისტოს ვთამაშობთ. ქართველთა დამარცხება და შესარჩევი ტურნირის მოგებით გახსნა საბოლოო წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი იქნება, - განაცხადა მარკუს ფეისონმა.

საქართველოს ნაკრებზე აღარას ვეტყვით, მკითხველს ისედაც კარგად ემახსოვრება, ვინ რომელ კლუბში და როგორ თამაშობდა. ქართველებს ბელგიელებზე უკეთესი თუ არა, უარესი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავთ. ასე რომ, დღეს, თბილისის დროით დაახლეობით 24 საათისთვის გვეცოდინება. ნამდვილი ლომები ბელგიელები არიან თუ ქართველები (ჩვენს გერბსაც ხომ ორი ლომი ამშვენებს).

ვაჟა სიმონიშვილი

საკონტროლო მატჩები - 2010

ჰოლანდია–ბელგია 59:82

22:14, 17:17, 14:22, 6:29

ბელგია: მოორსი (10 წთ, 3ქ), ვან როსომი (29 წთ, 17ქ, 5მ), ერველე (18 წთ, 4ქ, 5მ), ვან დერ იონკჰეიდი (25 წთ, 12ქ, 3მ), ლაუერსი (20 წთ, 8ქ), დრიესენი (15 წთ, 4ქ, 4მ), ტაბუ (30 წთ, 19ქ, 4მ, 3პ), მუია (11 წთ, 3ქ), ონგენაეტი (15 წთ, 4ქ, 5მ), ფეისონი (27 წთ, 8ქ, 5მ, 4პ).

ბელგია–გერმანია 58:76

25:27, 15:13, 10:27, 8:9

ბელგია: მოორსი (24 წთ, 4ქ.), ვან როსომი (20 წთ, 4ქ), ბეგინი (26 წთ, 10ქ), ერველე (22 წთ, 9ქ), ვან დერ იონკჰეიდი (10 წთ, 4მ), ლაუერსი (25 წთ, 8ქ, 4მ), დრიესენი (16 წთ, 2ქ), ტაბუ (13 წთ, 4ქ), მუია (14 წთ, 4ქ), ონგენაეტი (4 წთ), ფეისონი (25 წთ, 13ქ).

ბელგია–შვედეთი 71:85

21:12, 14:28, 15:23, 21:22

ბელგია: მოორსი (28 წთ, 10ქ, 4მ), ვან როსომი (14 წთ, 3ქ), ბეგინი (19 წთ, 16ქ), ერველე (30 წთ, 15ქ, 12მ), ვან დერ იონკჰეიდი (7 წთ), ლაუერსი (25 წთ, 7ქ), დრიესენი (22 წთ, 2ქ), ტაბუ (20 წთ, 6ქ, 3მ, 3პ), მუია (11 წთ, 4ქ), ონგენაეტი (4 წთ), ფეისონი (20 წთ, 9ქ, 4მ).

ისრაელი–ბელგია 69:64

15:20, 17:24, 18:9, 19:11

ბელგია: ვან როსომი (19 წთ, 7ქ, 4პ), ოვენეკე (28 წთ, 13ქ, 4მ), ბეგინი (14 წთ, 13ქ, 4მ), ერველე (5 წთ, 2ქ), ბოსკო (1 წთ), ვან დერ იონკჰეიდი (16 წთ, 4ქ, 4მ), ლოუბრი (24 წთ, 3ქ, 3პ), დრიესენი (1 წთ), ტაბუ (29 წთ, 9ქ, 3პ), მუია (20 წთ, 4ქ), ონგენაეტი (13 წთ, 6ქ), ფეისონი (31 წთ, 3ქ, 5მ, 4ჩ)

ბელგია–ჰოლანდია 76:49

21:8, 14:16, 21:14, 20:11

ბელგია: მოორსი (15 წთ, 8ქ), როსომი (18 წთ, 6ქ, 3ჩ), ოვენეკე (18 წთ, 6ქ, 4მ), ერველე (25 წთ, 7ქ), ბოსკო (10 წთ, 2ქ), დრიესენი (21 წთ, 5ქ), ტაბუ (24 წთ, 10ქ, 3ჩ), მუია (20 წთ, 3ქ), ონგენაეტი (18 წთ, 7ქ, 5მ), ფეისონი (29 წთ, 22ქ, 4მ, 7ჩ).

ბელგია–დიდი ბრიტანეთი 80:84

24:24, 21:12, 12:19, 23:29

ბელგია: მოორსი (23 წთ, 2ქ), როსომი (22 წთ, 4ქ), ერველე (32 წთ, 23ქ, 7მ), ვან დერ იონკჰეიდი (12 წთ, 9ქ), ლაუერსი (21 წთ, 6 ქ), დრიესენი (16 წთ, 11ქ), ტაბუ (16 წთ, 7ქ), მუია (15 წთ, 7ქ) ონგენაეტი (21 წთ, 11ქ, 6მ), ფეისონი (20 წთ, 3მ).

ისრაელი–ბელგია 79:55

26:8, 16:8, 17:30, 20:9

ბელგია: მოორსი (16 წთ, 2ქ), როსომი (14 წთ, 3ქ), ონგენაეტი (34 წთ, 6ქ, 14მ), ბოსკო (4 წთ), ვან დერ იონკჰეიდი (26 წთ, 7ქ, 7მ), ლაუერსი (13 წთ, 3ქ), დრიესენი (12 წთ, 4ქ), ტაბუ (9 წთ, 3ქ), მუია (24 წთ, 8ქ), ფეისონი (26 წთ, 19ქ, 6მ), ლინსკენსი (6 წთ), ლოუბრი (16 წთ, 3ჩ).

ბელგია-კანადა 76:67

ბელგია: ლაუერსი (15ქ), დრიესენი (17ქ, 10მ)...

ბელგია-ტუნისი 58:61

12:18, 15:17, 14:13, 17:11

ბელგია: ტაბუ (10ქ), ფეისონი (10ქ)...

ბელგია-კოტ დივუარი 80:70

ბელგია: დე ზეევი (18ქ, 8მ), მოორსი (6ქ), ვან როსომი (2ქ), ბეგინი (14ქ), ონგენაეტი (11ქ), ბოსკო (2ქ), ლაუერსი (2ქ), დრიესენი, ტაბუ (13ქ), მუია (2ქ), ფეისონი (10ქ)

ბელგია-ფინეთი 63:77

ბელგია: ლაუერსი (16ქ), მოორსი (4ქ), ვან როსომი (5ქ), ბეგინი (7ქ), ონგენაეტი (3ქ), ბოსკო (2ქ), დრიესენი (8ქ), ტაბუ (2ქ), მუია, დე ზეევი (14ქ), ფეისონი (2ქ)

მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა