გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოკლედ გადავავლოთ თვალი ქართული კლუბების გამოსვლას 2010-11 წლების სეზონში. სუპერლიგის კლუბების წარმოდგენას "არმიით" დავიწყებთ
საქართველოს ჩემპიონატი მაისის ბოლოს დასრულდა. მას მერე დიდი დრო არ გასულა, თუმცა ზოგიერთი კლუბი მომავალი სეზონისთვის უკვე შეიმართა. გადავწყვიტეთ, დღეიდან სუპერლიგის კლუბების სამომავლო გეგმებიც გაგაცნოთ და კიდევ ერთხელ მოკლედ გადავავლოთ თვალი მათ გამოსვლას 2010-11 წლების სეზონში, რაშიც სტატისტიკა დაგვეხმარება.

კლუბების წარმოდგენას "არმიით" დავიწყებთ. ძალოვნებმა საკალათბურთო კლუბი 2010 წლის სექტემბერში ჩამოაყალიბეს, მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა, დაიმატა საქართველოს ნაკრების ორი წევრი ანატოლი ბოისა და კოტე ტუღუში, წინა სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ზვიად ბაბიაშვილი და სხვადასხვა დროს ეროვნულ გუნდში მოასპარეზეები დავით უგრეხელიძე და დავით საყვარელიძე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "არმიას" სუპერლიგაში საუკეთესო წინა ხაზი ჰყავდა (ათანელიშვილი, ათუაშვილი, უგრეხელიძე, მინაშვილი). პირველი წრის ბოლოს ტრავმა მიიღო დათო უგრეხელიძემ. ამიტომ, იანვარში მის შემცვლელად გუნდში ახალგაზრდა გიორგი შარაბიძე აიყვანეს, რომელმაც მწვრთნელის იმედები ბოლომდე გაამართლა და საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრაც დაიმსახურა.

პირველ წრეში "ქუთაისის" მაისურით გამორჩეული იყო ბუბა ბერიშვილი, რომელიც მეორე წრიდან "არმიას" შეუერთდა და მწვრთნელს უკანა ხაზში კალათბურთელთა ვარირების კარგი საშუალება მიეცა. გამოცდილ მცველებს კარგად შეეწყო ახალგაზრდული ნაკრების პლეიმეიქერი გივი ბაქრაძე.

შემადგენლობის თანაბრად დაბალანსება "არმიის" დიდი პლუსი იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდის შეთამაშება და მომზადება, რაც სლოვენიურ და ბათუმურ შეკრებებზე არმიელებმა კარგად მოახერხეს.

ძალოვნებმა სეზონი სხვა კლუბებზე უფრო სტაბილურად ჩაატარეს, ჩეპიონობაც დაიმსახურეს, საქართველოს თასიცა და სუპერთასიც. თავად განსაჯეთ: "არმიამ" რეგულარულ ჩემპიონატში 2 მატჩი წააგო, ნახევარფინალურ და ფინალურ სერიებში - თითო.

სეზონის დასრულების შემდეგ "არმიის" ხელმძღვანელობამ ევროჩელენჯზე მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანა, პარალელურად კი გუნდი ანთალიაში შეკრებაზე გაუშვა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ "არმიაში" მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: 18 ივნისს გაირკვა, რომ ლევან მოსეშვილი "არმიას" აღარ გაწვრთნიდა. 20 ივნისს კი გუნდის თავკაცად კოტე ტუღუში დაინიშნა.

მან გვითხრა: "არმიაში" არაერთი სიახლე იქნება, თუმცა ყველაფერი ამ კვირის ბოლოს გაცხადდებაო. ასე რომ, ძალოვანთა შემადგენლობაში განსახორციელებელ სიახლეებს მალე შევიტყობთ. დღეს კი იმას დავამატებთ, რომ ევროჩელენჯის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება.

I წრე

არმია-ქუთაისი 78:82

სტუ-არმია 87:101

არმია-სოხუმი 96:64

აგრარული-არმია 68:112

არმია-თსუ 69:65

სამედიცინო-არმია 73:92

არმია-დინამო 105:62

ბათუმი-არმია 65:98

არმია-შსს 97:86

ენერჯი-არმია 60:68

II წრე

ქუთაისი-არმია 48:65

არმია-სტუ 82:54

სოხუმი-არმია 71:82

არმია-აგრარული 81:72

თსუ-არმია 92:74

არმია-სამედიცინო 80:53

დინამო-არმია 60:102

არმია-ბათუმი 101:67

შსს-არმია 72:81

არმია-ენერჯი 83:64

1/4 ფინალი

არმია-ენერჯი 94:63

ენერჯი-არმია 56:83

1/2 ფინალი

არმია-სოხუმი 66:52

არმია-სოხუმი 85:65

სოხუმი-არმია 82:77

სოხუმი-არმია 65:71

ფინალი

არმია-თსუ 75:71

არმია-თსუ 60:64

თსუ-არმია 60:74

თსუ-არმია 61:65

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა