ლევან ქადაგიძე გუშინ წარუმატებლად გამოვიდა მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასის სეზონის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე

სამწუხაროდ, ლევან ქადაგიძე გუშინ წარუმატებლად გამოვიდა მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასის სეზონის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. არადა, თითქოს ურიგოდ შედეგი არ უჩვენებია - 568 ქულა დააგროვა, რაც ცოტათი ჩამორჩება მის პირად რეკორდს (572 ქულა), მაგრამ მიუნხენში 136 მონაწილეს შორის მხოლოდ 82-ე მაჩვენებელი აღმოჩნდა. ამდენივე ქულა კიდევ შვიდმა მსროლელმა დააგროვა, მაგრამ დამატებით სერიებში ჩვენებურმა მათზე უკეთ ისროლა. ქადაგიძეს ისიც აქტივში ჩაეთვლება, რომ ცალკეულ სერიებში 90-ქულიან მიჯნაზე დაბლა არ ჩამოსულა, ანუ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ისროლა, თუმცა მის გამოსვლაში დაღმავალი დინამიკაც აშკარაა. ჩვენებურმა ყველაზე უკეთ პირველ სერიაში ისროლა - 97 ქულა დააგროვა, მეორეში - 96, მესამეში - 95, მომდევნოებში კი 94, 92 და კვლავ 94. როგორც ვხედავთ, პირველ ხუთ ცდაზე სერიიდან სერიამდე მოუკლო. არადა, მან და ნინო სალუქვაძემ ამ ტურნირის წინ შეკრება გერმანიაში გაიარეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება არ იყო, ასეთი სტატისტიკა კი, სავარაუდოდ, სწორედ არასაკმარისი ფიზმომზადების მაჩვენებელია. ამ კომპონენტში ჩვენებს ვარჯიში ნამდვილად აკლიათ.

ტურნირი აქამდე უტიტულო თურქმა იუსუფ დიკეცმა მოიგო, რომელმაც სომეხ ნორაირ ბახტამიანთან ერთად 586 ქულით გაიმარჯვა შესარჩევ შეჯიბრებაში. ფინალში სომეხმა ცუდად ისროლა, თურქი კი მესამე იყო და საბოლოოდ 687,3-ით ჩემპიონიც გახდა. სროლასთან ერთად ცეკვის მოყვარული 37 წლის მსროლელი სამხედროთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიოს თასებსა თუ უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებში ხუთეულშიც კი ათასში ერთხელ თუ მოხვდებოდა, თორემ მედალზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ახლა ეს დანაკლისი რამდენადმე შეივსო.

როგორც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, ვერცხლის მედალი ამჯერადაც სერბ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან ანდრია ზლატიჩს ერგო - 686,9, მესამეზე კი 22 წლის კორეელი, აზიის თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დაემუნ ლეე გავიდა 684,3-ით. როგორც ხედავთ, ასაკის მიუხედავად, მას უკვე მოეპოვება წარმატებები და პეკინის ოლიმპიადაზეც მოუსწრია გამოსვლა.

დღეს ასევე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სალუქვაძე გამოვა. ამით მიუნხენის ტურნირიც დასრულდება, ხოლო მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში ერთადერთი, თუმცა უმთავრესი შეჯიბრება დარჩება - სუპერფინალი, რომელიც 18-24 სექტემბერს პოლონურ ვროცლავში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სალუქვაძეს იქ გამოსვლა განაღდებული აქვს, როგორც - ლონდონის ოლიმპიადაზე, რადგან მოიგო მსოფლიოს თასის სულ პირველი - სიდნეიში გამართული ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა