უიმბლდონი 2011. ქალები. I წრე
ქალთა ტურნირზე გაცილებით მეტი სენსაცია და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. განსაკუთრებით გამორჩეული ორი მატჩის ანგარიში იყო.

ვერაფრით გამოდის კრიზისიდან სერბი ელენა იანკოვიჩი. გუშინ ის იქამდე მივიდა, რომ 2005 წლის შემდეგ პირველად წააგო "დიდი სლემის" ტურნირის პირველ წრეში. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სამ სეტში დამარცხდა 28 წლის ესპანელ მარია ხოსე მარტინეს სანჩესთან - 7:5, 4:6, 3:6.

იანკოვიჩი ამ მატჩში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა - რვა ორმაგი და 34 უნებლიე, რასაც აქტიური თამაშით მოპოვებული 30 ქულა ახლდა თან. ესპანელის მაჩვენებლები იყო - 9 ეისი, 38 "ვინერსი" და 22 უნებლიე შეცდომა.

ორი საათისა და 23 წუთის განმავლობაში იანკოვიჩმა მხოლოდ ორი ბრეიკის გაკეთება მოახერხა და ოთხჯერ დათმო საკუთარი გეიმი. სხვათა შორის, პირად შეხვედრებში ესპანელი 3:1-ს უგებს სერბს.

დავიდენკოსი არ იყოს, უიმბლდონზე თამაში არც მსოფლიოს მეათე ჩოგანს სამანტა სტოსურს გამოსდის. ცნობილი ავსტრალიელი ზედიზედ მეორედ და კარიერაში მეხუთედ გამოეთიშა ლონდონური ტურნირის პირველ წრეს.

რაც ყველაზე გასაკვირია, როლან გაროსის ყოფილი ფინალისტი დამარცხდა მსოფლიო კლასიფიკაციის 262-ე (!) ნომერთან, 28 წლის მელინდა ჩინკთან. თანაც უნგრელის გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო - მან საათსა და 7 წუთში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:4. ჩინკს კიდევ უფრო ნაკლებ დროში შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მესამე სეტში სტოსურს 0:4-დან ოთხი გეიმის აღების საშუალება მისცა, თუმცა ბოლოს მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა სერენა უილიასმა, თუმცა ამერიკელს ძალიან რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ირანული წარმოშობის ფრანგ არავან რეზაისთან.

სერენასთვის პირველი სეტი ცუდად დაიწყო. რეზაი ბრეიკით დაწინაურდა - 2:0, მაგრამ შემდეგ ამერიკელმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც რეზაიმ მეექვსე გეიმში აიღო და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. მესამე სეტში ჩოგბურთელებმა საწყისი გეიმები გაცვალეს, რის შემდეგაც სერენამ მიჯრით კვლავ ხუთი გეიმი აიღო და მეორე წრის საგზური მოიპოვა. მატჩბოლი უილიამსმა რიგით მე-13 ეისის წყალობით გამოიყენა.

მატჩის შემდეგ უმცროსმა უილიამსმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ კორტზე ატირდა. "როგორც წესი, არ ვტირი ხოლმე... მაგრამ ეს ძალიან რთული მატჩი გამოდგა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე გამიჭირდებოდა აქ დაბრუნება - ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. როცა აქ მოვდიოდი, თუნდაც ერთი მატჩის მოგებაზე ვოცნებობდი. საშინელი ერთი წელი მქონდა, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა წარმატების. მიყვარს ჩოგბურთი და ძალიან მინდოდა უიმბლდონზე გამოსვლა.

რეზაი - ძლიერი მოთამაშეა. მოგებული აქვს მსხვილი ტურნირები, ერთხელ ჩემი დაც დაამარცხა. ამიტომაც კარგად მესმოდა, რომ გამიჭირდებოდა მის წინააღმდეგ", - განაცხადა მატჩის შემდეგ სერენამ.

გაცილებით იოლად მოიგო პირველი წრის შეხვედრა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. ის პრაქტიკულად არ ცდებოდა ესპანელი არანჩა პარა-სანტონხას წინააღმდეგ. 6:2, 6:1 - ასეთია ამ მატჩის ანგარიში, რომელშიც დანიელმა მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხუთი ბრეიკი გააკეთა და საკუთარი არც ერთი გეიმი არ წაუგია.

საინტერესო იყო რუსული დერბი მარია შარაპოვასა და ანა ჩაკვეტაძეს შორის, თუმცა ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ახლახანს გამოჯანმრთელებული და უთამაშებელი ჩაკვეტაძე შეძლებდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან თანაბარ ბრძოლას. პროგნოზი გამართლდა - მარიამ მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა თანამემამულისთვის და მეორე წრეში გასასვლელად საათი და 8 წუთი იკმარა. ახლა შარაპოვას შვიდიდან შვიდი მოგება აქვს ჩაკვეტაძის წინააღმდეგ, თანაც ამ მატჩებში ანას ერთადერთი სეტი აქვს მოგებული.

ქალები

I წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:2, 6:1; ვირჟინ რაზანო (საფ)-სანია მირზა (ინდ) 7:6, 2:6, 6:3; მელინდა ჩინკი (უნგ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 10) 6:3, 6:4; ანასტასია იაკიმოვა (ბლრ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 4:6, 6:2, 6:1; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-მონა ბარტელი (გერ) 6:2, 6:4; შუია პენგი (ჩინ, 20)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:0, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 2:6, 6:3, 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ემილი უებლი-სმიტი (ბრიტ) 6:3, 5:7, 8:6; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ანა ჩაკვეტაძე (რუს) 6:2, 6:1; ნა ლი (ჩინ, 3)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:3, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 18)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:0, 6:1; ელენი დანილიდუ (საბ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:4, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:0, 6:2; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-რომინ ოპრანდი (იტა) 6:0, 6:1; მარია კირილენკო (რუს, 26)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:2, 6:1; ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:2, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 7)-არავან რეზაი (საფ) 6:3, 3:6, 6:1; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 7:6, 6:4; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-აიუმი მორიტა (იაპ) 5:7, 6:3, 6:0; სტეფანი დუბუა (კან)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:2, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-გრეტა არნი (უნგ) 6:3, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:4, 7:6; ნადია პეტროვა (რუს)-ვესნა დოლონცი (რუს) 6:3, 6:4; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-ალიზ კორნე (საფ) 7:5, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 25)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 4:6, 7:6, 6:3; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ) 6:4, 6:2; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-სანდრა ზახვალოვა (ჩეხ) 3:6, 6:3, 8:6; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:4, 3:2 რიბარიკოვას უარი; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:2, 6:2; ენ კეოტავონგი (ბრიტ)-ნაომი ბროუდი (ბრიტ) 6:2, 6:4; რებეკა მარინო (კან)-პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრია) 6:3, 7:6; რობერტა ვინჩი (იტა, 29)-ვერა დუშევინა (რუს) 7:5, 6:2; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 15) 5:7, 6:4, 6:3; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:2, 6:1; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ვანია კინგი (აშშ) 5:7, 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...