"კავკასიონი არენაზე" ნიდერლანდების 48:15 დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონ "სპრინგბოკთან" 2 და 9 ივლისს ტესტ-მატჩებს გამართავს.

განვლილ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და გაფართოებულ რაზმს გამოაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე.

„გაჩეჩილაძის მუხლის დაზიანების ხარისხი 48 საათის შემდეგ გახდება ცნობილი და ის სამხრეთ აფრიკაში ვერ წავიყვანეთ. ფეხი აწუხებს დავით მესხსაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე ძალიან ბევრი ტრავმა გვქონდა და არსებული შემადგენლობიდან კიდევ რამდენიმე გამოცდილი მორაგბე გამოგვაკლდა“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ის იმედოვნებს, რომ მომავალ შეხვედრას გუნდი შეთამაშებული შეხვდება და შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი:

„რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ კოვიდი გადაიტანა და გასულ კვირაში ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, რის გამოც მოსამზადებელ პერიოდში პრობლემები გვქონდა. რადგან სამხრეთ აფრიკას პარასკევს ვეთამაშებით, მგზავრობის გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით ნაკლები დრო გვექნება. დიდი ყურადღება დაეთმობა აღდგენას“.

"სპრინგბოკმა" ბოლოს 2019 წლის 2 ნოემბერს, მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა, მას შემდეგ კი შეხვედრა არ ჩაუტარებია, თუმცა "ბორჯღალოსნების" თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს მათ თამაშზე დიდ გავლენას არ მოახდენს:

„სამხრეთ აფრიკას, როგორც ერთიან გუნდს, დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა ამან ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას. მათ გაფართოებულ შემადგენლობაში 29 მსოფლიოს ჩემპიონია. მოთამაშეთა ნაწილი ევროპის წამყვან კლუბებში რეგულარულად თამაშობს და მუდმივი პრაქტიკა აქვთ, ნაწილი კი ადგილობრივ ფრანჩაიზებშია გადანაწილებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნაკრების უთამაშებლობა მათ საშემსრულებლო ხარისხზე არ აისახება“.

„ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი პატივია მსოფლიოს ჩემპიონთან ფინალური მატჩის შემდეგ შეხვედრა და მოხარული ვარ, რომ ეს პატივი წილად ჩვენ გვხვდა. პასუხისმგებლობა გუნდის ყველა წევრს სრულად აქვს გაცნობიერებული. ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, სათამაშო ხარისხი ავიმაღლოთ და გამოცდილება შევიძინოთ“.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა სამხრეთ აფრიკისთვის

პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (22 კეპი, 10 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), ჯაბა ბრეგვაძე (66 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (28 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (5 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (67 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (31 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (6 კეპი, 5 ქულა), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (21 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (4 კეპი), ილია სპანდერაშვილი (1 კეპი);

9: ვასილ ლობჟანიძე (58 კეპი, 50 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (5 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (25 კეპი, 162 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (3 კეპი, 9 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 77 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (34 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (9 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო), ირაკლი სიმსივე (უკეპო);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (16 კეპი, 35 ქულა);

15: დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა).

rugby.ge

გიორგი 50
ბატონო მაისაშვილო, სად არიან: ჩილაჩავა, ასეიშვილი, ჟვანია? რაც 20 წლამდელებს დააკლეს, ამათ შეუსრულებენ... ნეტა ვცდებოდე... წარმატებები ბიჭებს...
გიორგი 50
ბატონო მაისაშვილო, სად არიან: ჩილაჩავა, ასეიშვილი, ჟვანია? რაც 20 წლამდელებს დააკლეს, ამათ შეუსრულებენ... ნეტა ვცდებოდე... წარმატებები ბიჭებს...
თოკო
აქაც რო ნეპოტიზმია არ გრცხვენიათ? რომელ ნორმალურ ნაკრებში ათამაშებენ უთამაშებელ მორაგბეებს? ორივე ჰუკერს ნახევარი წელია არ უთამაშია, გასაგებია რომ დიდი ღვაწლი მიუძღვით და უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ რამდენიმე წლის წინ მაგრამ ახლა აუტსაც ვერ აგდებენ ნორმალურად და ამ დროს მაგ პოზიციაზე გვყავს უამრავი მოთამაშე რომელიც კლუბში რეგულარულად თამაშობს: ნიორაძე, ალხაზაშვილი, თაგაური, შალიკაშვილი და სხვები.. ჭყოიძეზე პრეტენზია არ მაქვს აქეთ რაც მუდმივი პრაქტიკა აქვს უფრო და უფრო უმატებს, იმ ორს კიდე აშკარა რეგრესი აქვს და მწვრთნელების გადაწყვეტილების გამო ისინიც ზარალდებიან და ნაკრებიც. :) აი ძალიან გული მწყდება რომ ასე საშინლად იქცევა სამწვრთნელო შტაბი
sormona
მაისაშვილი დაამტვრევს ბუს კვერცხებს
ლუკა
წარმატებები ჰიჭებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში