კიევის "ობოლონის" 16 წლის ქართველი ფეხბურთელით, ირაკლი ჩომახაშვილით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც დაინტერესდა
ბოლო წლებში უკრაინა-რუსეთს, ევროპასა და ამერიკას იმდენი ქართველი მიაწყდა, უცხო ქვეყნების ნაკრებებსა თუ კლუბებში მოთამაშე ქართველების თვლას ვეღარ ავუდივართ.

კიევის "ობოლონში" მორიგი უცნობი ფეხბურთელი, ირაკლი ჩომახაშვილი აღმოვაჩინეთ, რომელიც უკრაინაში საქართველოდან არ წასულა - 16 წლის ქართველი ფეხბურთელი ამერიკაში გაზრდილი და უკრაინაში დასახლებული ქართველი ემიგრანტის, ნოდარ ჩომახაშვილის ვაჟია.

ირაკლი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ტანმაღალია (180 სმ) და "ობოლონში" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევენ.

ამერიკაში ოთხი წელი ცხოვრობდა და თამაშიც იქ დაიწყო - ფლორიდის ქალაქ გაინესვილის სკოლის გუნდში. 2008 წლის დეკემბერში ადგილობრივი გუნდის "ლეგას" მწვრთნელმა ნახა და მიიწვია. მერე ფლორიდის ნაკრებში აიყვანეს, მაგრამ 2010 წლის იანვარში ოჯახი თბილისში დაბრუნდა და თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში დეკემბრამდე ვარჯიშობდა.

შემდეგ ოჯახი კვლავ ემიგრაციაში წავიდა. 2010 წლის დეკემბერში კიევის "ობოლონში" გასინჯვაზე მისული მოეწონათ და დაიტოვეს. მამამისის თქმით, ირაკლით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე დაინტერესდა.

"ერთი თვის წინ უკრაინიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რეკომენდაცია გაუწიეს, მას შემდეგ ველაპარაკე ვასილ მაისურაძეს, მითხრა, აგვისტოს შეკრებაზე ჩამოიყვანეთ და გავსინჯავთო.

ახლა იმ ოთხ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებსაც მწვრთნელები დამატებით ინდივიდუალურად წვრთნიან. როგორც მითხრეს, ასეთი ინტენსიური კურსით შემოდგომისთვის სათანადო კონდიციებამდე უნდა მიიყვანონ, უმაღლეს ლიგაში წლეულს გადმოსულ "ალექსანდრიაში" რომ გაყიდონ. მოქალაქეობის შეცვლა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს არ გვინდა, სამუდამოდ უცხოეთში დარჩენას არ ვაპირებთ" - გვითხრა ნოდარ ჩომახაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა