გთავაზობთ 29 ივნისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ინტერი" აპირებს აჩრაფ ჰაკიმი "პარი სენ-ჟერმენში" გაასხვისოს. Sky Sport Italia-ს თანახმად, "ნერაძურიმ" შესაძლოა, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი "არსენალის" მარჯვენა მცველ ჰექტორ ბელერინით შეცვალოს.

"ლევანტემ" "გრანადასთან" რობერტო სოლდადოს საკითხზე მოლაპარაკებები დაასრულა. 36 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 2023 წლამდე დარჩება.

"ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელ მელაირო ბოგარდეს პრემიერლიგის სხვადასხვა კლუბი, ასევე, "აიაქსი" და " ბარსელონა" აკვირდებიან. კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება, მაგრამ ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ ახალგაზრდა გერმანულ კლუბთან ხელშეკრულებას გააგრძელებს.

"ბარსელონა" და "ლიდსი" კატალონიელთა მარცხენა მცველ ფილიპ ფირპოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას სურს, რომ გარიგება შედგეს.

ავსტრიის ნაკრებში ევრო-2020-ზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, როგორც ჩანს, მარკო არნაუტოვიჩი ევროპაში დაბრუნდება და "შანხაიდან" სერია A-ს "ბოლონიაში" გადაინაცვლებს.

ბილი გილმური, როგორც ჩანს, "ჩელსიდან" პრემიერლიგაში ახლახან აღზევებულ "ნორვიჩ სიტიში" ერთწლიანი იჯარით გადავა.

მადრიდის "რეალის" დატოვება, შესაძლოა, რაფაელ ვარანს მოუწიოს, მის შემცვლელად კი კლუბი "ლესტერ სიტის" ცენტრალურ მცველ ვესლი ფოფანას განიხილავს.

"ლესტერის" ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდება. ლონდონელები მარტინ ოდეგორის შემცვლელს ეძებენ, რომელსაც მადრიდის "რეალში" მოუწევს დაბრუნება.

ნიკოლო შირას თქმით, "იუვენტუსი" ამ კვირაში "სასუოლოს" ხელმძღვანელობას მანუელ ლოკატელის საკითხზე შეხვდება. ტურინელებს ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ესპანელ მეკარეებთან პრობლემები აქვს. იკერ კასილასისა და დავიდ დე ხეას შემდეგ მან "რომას" კიპერი პაუ ლოპესი აითვალწუნა. პორტუგალიელ მწვრთნელს არ აქვს ნდობა ესპანიოლის ყოფილი მეკარის მიმართ და აქტიურად ცდილობს მის შეცვლას.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, მარკოს ლორენტეს ყიდვა სურს. "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას სცადა, თუმცა უშედეგოდ, ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს კი იმედი აქვს, ლორენტეს დამატებას ზაფხულში აუცილებლად შეძლებენ.

"მილანს" მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფ ლუკა იოვიჩის დამატება სურს. "ბლანკოსი" იოვიჩს აშკარად ვერ იყენებს. შეგახსენებთ, გასული სეზონი ფეხბურთელმა "აინტრახტში" გაატარა. პაოლო მალდინი და "როსონერი" სერბი ფორვარდის დამატებისთვის, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად