სახელგანთქმულ იტალიელ ვალტერ ძენგას ფიფას ვებგვერდის კორესპონდენტი ელაპარაკა
28 აპრილს არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ “ალ ნასრის” ფეხბურთელებმა თავის მწვრთნელს, სახელგანთქმულ იტალიელ ვალტერ ძენგას 51 დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს - უზარმაზარი ტორტი აჩუქეს.

ამ საჩუქარმა ძენგას გაახსენა, რომ მან უკვე შეაბიჯა მეექვსე ათწლეულში. სინიორ ვალტერი ყოველთვის გამოირჩეოდა ადამიანებთან ურთიერთობის უნარით. სწორედ ამიტომაა, რომ მასთან ინტერვიუს აღება არასოდეს ყოფილა პრობლემა. ამჯერად მას ფიფას ვებგვერდის კორესპონდენტი ელაპარაკა. მასალას ჩვენ მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორ მოგწონთ სპარსეთის ყურეში ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი განსხვავებულია იმისგან, რასაც ადრე ვიყავი მიჩვეული. ყველა ადგილს აქვს თავისი სპეციფიკა. არაბულ ქვეყნებში ცხოვრების წესი ჰგავს თურქულს. რაც შეეხება ფეხბურთს, ის თავად ცდილობს შეინარჩუნოს თავისთავადობა, მიუხედავად იმისა, სად იმყოფებით. მე კი ვცდილობ, აქ ევროპული პროფესიონალიზმი დავნერგო, ის, რაც ყველაზე მეტად აკლია აქაურობას. ჩემი საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ გამოვავლინო საუკეთესო თვისებები ფეხბურთელებში.

- ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში მოგიყვანდათ?

- ხანდახან არ გაქვს ხოლმე დრო, რომ დაფიქრდე. ფეხბურთის გამო, როგორც ფეხბურთელი ამერიკაში წავედი, კარიერა სწორედ იქ დავასრულე და მწვრთნელობა “ნიუ ინგლენდ რევოლუშენში” დავიწყე. ამის მერე იტალიაში წავედი, ბოლო წლებში კი რამდენიმე ქვეყანასა და რამდენიმე კლუბში მომახვედრა ბედმა.

- ადვილი იყო თქვენთვის ამ საქმის დაწყება? ხალხი ფიქრობს, რომ მეკარემ მეკარეთა მწვრთნელობას უნდა მიყოს ხელი.

- იცით რა, ისეთი ცნება, როგორიცაა “იოლი სამუშაო” არ არსებობს. ხოლო მოსაზრება, რომ მეკარე არ შეიძლება კარგი მწვრთნელი დადგეს, ერთ-ერთი ის სულელური მითია, რაც მომისმენია. ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ფეხბურთში ზოგადად ძალიან ბევრი ცრურწმენაა. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ადამიანებს, განა არ გაუგიათ რუმინეთში ვალენტინ სტანესკუს, ბელგიაში კი მიშელ პრუიდომის მაგალითები. ისინი ამტკიცებენ, რომ მეკარესაც შეუძლია გახდეს კარგი სპეციალისტი.

- როგორ აღწერდით თქვენს კარიერას დღეს?

- კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. აგერ 40 წელია ფეხბურთით ვცხოვრობ და ეს დასასრული ჯერ კიდევ არ არის. როგორც სხვების შემთხვევაში ხდება ხოლმე, იყო მშვენიერი მომენტები და იყო ცუდი პერიოდებიც ჩემს კარიერაში. თუმცა ცხოვრებამ მასწავლა, რომ უკან არ უნდა მოვიხედო. ჩემი ფეხბურთელობის დროინდელ არც ერთ ფოტოს არ ვინახავ შინ. რაც არის არის, ყველაფერი წარსულია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა იყო 20 წლის წინ. მე მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე ვფიქრობ. ბევრი რამ მინახავს კარიერის განმავლობაში და ყველაფერმა ერთად მე მაქცია გამოცდილ ადამიანად. ცხრა წლის ვიყავი როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვითამაშე უმაღლეს დონეზე, ახლა მწვრთნელი ვარ. ერთადერთი სადაც დავბრუნდებოდი, ეს 1990 წლის იტალიის ნაკრებია, თუმცა ესეც წარსულია.

- რას გამოყოფდით თქვენი კარიერიდან?

- ღმერთმა მომცა ტალანტი და მე ის არ გამიფლანგავს. როგორც ფეხბურთელმა ბევრ რამეს მივაღწიე: ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსება მრავალჯერ დავიცავი. კლუბებს შორის კი სადაც მითამაშია, “ინტერს” ავარჩევდი, იქ ხომ ტიტულები მოვიგე.

- ოცნებობთ “ინტერის” მწვრთნელობაზე?

- სამუშაო რომ შემომთავაზონ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი, მაგრამ ოცნებებში ცხოვრება არ მიყვარს. არ ვფიქრობ, რომ უნდა ვიჯდე და ბედნიერება თავისით მოვა ჩემთან. მიყვარს ჩემი საქმე და ამიტომაც მირჩევნია კონცენტრირებული ვიყო. მაგალითად ამ წუთას “ალ ნასრზე”. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდი მაქსიმალურად გაძლიერდეს.

- ვიღაცები ამბობენ, რომ აქ თქვენმა მუშაობამ შეიძლება თქვენს შანსებზე იმოქმედოს, რომ ოდესმე ისევ ევროპაში დაბრუნდეთ სამუშაოდ.

- სულაც არ მაინტერესებს, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მე საწყალი მწვრთნელი ვარ და უკან დავიხიე, რადგან ევროპაში აღარ ვმუშაობ. მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. აქაურობა ძალიანაც მომწონს და სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო ნამდვილად არ მრჩება. წინა შემთხვევების მსგავსად ახლაც კარგ კლუბში ვმუშაობ.

- რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მწვრთნელობის დროს შეეჯახეთ?

- ენობრივი ბარიერი. "კატანიასა” და “პალერმოში” ყველაფერი მარტივად იყო. მე ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ ის არ არის ჩემი მშობლიური ენა. მაგალითად "ალ ნასრში” ჩემი ნალაპარაკები სამ ენაზე ითარგმნება, ფრანგულად ისმაელ ბანგურასთვის, ესპანურად ლიმასთვის და დანარჩენებისთვის არაბულად. ძნელია, როცა ლოდინი გიწევს, თუ როდის გადაითარგმნება ყოველი დეტალი. ძნელია ამის შემდეგ ფიქრების ხელახლა მოკრება.

- როგორ ატარებთ დროს დუბაიში?

- საწვრთნელი პროცესის მომზადება, ვარჯიში, თამაშები - საქმე ბევრია. ამ ყველაფერს საშუალოდ სადღაც 5-6 საათი მიაქვს. ფეხბურთს მიღმა კი დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. შვილებთან ერთად ვთამაშობ, ან მეგობრებთან ერთად სადმე ვსადილობ.

- ფაბიო კანავარის თუ შეხვდით?

- ჩვენ მეგობრები ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი მეუღლეებიც კარგად უგებენ ერთმანეთს.

- თავის დროზე თქვენი შვილის სამირასთვის რატომ აარჩიეთ არაბული სახელი?

- ჩემი მეუღლე რვა ენას ფლობს, მათ შორის არაბულს. სწავლით კი ის რუმინეთში სწავლობდა. მე, ისევე როგორც მას, მიყვარს ეს სამყარო და ამიტომაც გადავწყვიტე ასე მოვქცეულიყავი. ერთი შვილი თუ კიდევ გვეყოლება, მასაც არაბულ სახელს დავარქმევთ.

- არაბთა გაერთიანებული საამიროები რითი განსხვავდება საუდის არაბეთისგან?

- ჩემი აზრით, არც ისეთი სხვაობაა. ტრადიციები და ჩვეულებები მსგავსია, ფეხბურთში კი მცირე სხვაობა ნამდვილად არის. საუდის არებეთში ხალხს უფრო უყვარს ფეხბურთი. 30-40 ათასი ფანი ტრიბუნებზე არავის უკვირს, აქ კი სტადიონები შედარებით ცარიელია.

- როგორ ფიქრობთ, “ინტერი” მოახერხებს სკუდეტოს მოგებას ამ სეზონში?

- არ შემიძლია ამის გამოცნობა. დროში სხვაობის გამო სერია ა-ს თვალს ნაკლებად ვადევნებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...