"რუბინის" 23 წლის მარცხენა მცველმა ილია სამოშნიკოვმა "БИЗНЕС Online"-სთან ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"როგორიც იყო ხვიჩა შვებულებამდე, ისეთივედ დარჩა"

- ადვილია ხვიჩასთან ერთ ფლანგზე თამაში? თქვენ ხომ ორმაგი სამუშაოს შესრულება გიწევთ.

- სხვადასხვა მომენტები ხდება. ერთ მატჩში მის გამო მეტი სამუშაოს შესრულება მიხდება, მეორეში - ნაკლების. მას შეიძლება თამაში წაუვიდეს, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით 3-4 მეტოქეს ატყუებს და ადგილი აქვს საპირისპირო სიტუაციასაც. თუმცა, ეს ასეთი ფეხბურთელებისთვის ნორმალურია, რომლებიც ხშირად მიდიან დრიბლინგზე.

რაც შეეხება ურთიერთმოქმედებას, აქ ყველაფერი შესანიშნავადაა. ყოველი შეხვედრის წინ შესაძლო სათამაშო ეპიზოდებს ვათანხმებთ. გაუგებრობებიც წარმოიშვება, მაგრამ ეს სამუშაო მომენტია. ამას მუდამ ვწყვეტთ.

- ერთმანეთთან შეთამაშებას დიდხანს მოუნდით?

- ხდება ხოლმე, რომ მე წინ შევირბენ, ის კი დრიბლინგზე მიდის. ბურთის დაკარგვისას ჩვენს ფლანგზე ცარიელი სივრცე რჩება. ახლა ერთმანეთის გვესმის, ვიცი, როდის უნდა შევირბინო და როდის - არა. ერთმანეთს საკმაოდ მალე გავუგეთ და როდესაც ბურთს იღებს, ვიცი, რასაც გააკეთებს.

- ვარჯიშებზეც ერთ ფლანგზე თამაშობთ თუ მის წინააღმდეგ?

- ჩემთვის, როგორც მცველისთვის, ტექნიკური ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში სასარგებლოა. გამოცდილებას იღებ, სწავლობ, როგორ შეუძლია მოქმედება. არჩევა იმისა, რომელია უკეთესი - რთულია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და სულერთია, მასთან ვითამაშებ, თუ მის წინააღმდეგ.

- არის შეგრძნება, რომ ხვიჩა ახლა წასასვლელადაა განწყობილი. ეს გუნდში შესამჩნევია?

- არა, ის როგორიც იყო, როდესაც შვებულებაში გავედით, ისეთივედ დარჩა.

- თუ მაინც გადავა სხვა კლუბში, ეს "რუბინისთვის" დიდი დანაკარგი იქნება?

- ნებისმიერი გუნდისთვის ეს დიდი დანაკარგი გახდება. ის ბევრ მომენტს ქმნის.

- ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ მას ზედა ჭერი არ აქვს. თქვენ თვითონ ქვედა ლიგიდან ნაკრებამდე მიხვედით. თქვენ ზედა ჭერი გაქვთ?

- რთული კითხვაა. არ შემიძლია საკუთარი თავი შევაფასო. ეს ხალხმა უნდა გააკეთოს.

Stf
უტიფრები არიან როცა "დანაკარგზე" ლაპარაკობენ, როცა ბიჭს შანსი აქვს ტოპლიგაში წავიდეს და მსოფლიო დონეზე ითამაშოს . აბა რუსი იყოს მაშინაც იქნება "დანაკარგი"? ესეიგი თქვენი წარმატება ჩვენი "დანაკარგიაო" და პირდაპირ ამბობენ
სოსო
კარგი ბიჭია ილია,მაგრამ ხვიჩას ტალანტის საზომად,ვერ გამოდგება
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა და ევროპა ელის" - ამბობს "რუბინის" მცველი
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს