"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ურუგვაისთან 10 დღის წინ განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აიღეს და მე-3 ადგილისთვის მატჩში 20:8 გაიმარჯვეს.

ეს იყო 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნითი, მეოთხე თამაში. ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ურუგვაი დისციპლინაში მოიკოჭლებდა, რის გამოც მოედანზე დაახლოებით 50 წუთით კაცნაკლული დარჩა. საქართველო მეტოქეს ძალისმიერ თამაშში ჯაბნიდა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

შეხვედრა მეტოქის შეტევებით დაიწყო და ანგარიში არეკნით გაიხსნა. მე-8 წუთზე ურუგვაი მათსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ, დერეფნიდან მოლი დავაყენეთ, რომელმაც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და გიორგი მაისურაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. პეტრე ხუციშვილს გარდასახვა გაუცუდდა, სამაგიეროდ, მე-20 წუთზე კარის წინ 30 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა გაზარდა.

23-ე წუთზე ურუგვაელთა ცენტრმა წაქცეულ ქართველ მორაგბეს თვალში თითი გამიზნულად ჩაარტყა, რაც ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა და ის წითელი ბარათით დაისაჯა. 30-ე წუთზე მეტოქის ფრთამ ბურთში ხელის განზრახ ჩარტყმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და სამხრეთ ამერიკელები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ.

რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ჩვენივე შეცდომების გამო ტაიმის ბოლომდე ვერ მოხერხდა. მერე კოტე იაშვილმა ჯერ ჩვენს ნახევარზე გაათამაშა ჯარიმა სწრაფად და დიდი მანძილი მოიგო, მერე იგივე ილეთი მეტოქის 22-ში გამოიყენა და თორნიკე კახოიძემ ურუგვაის ლელო გასახდელში გაატანა – 13:3.

თამაში რომ განახლდა ურუგვაელთა 22-ში რამდენჯერმე შევედით და 54-ე წუთზე მესამე ლელო გავიტანეთ. მოლით რამდენიმე მეტრის მოგების შემდეგ, ახლოში რატი ზაზაძემ შეუტია და ძალისმიერი ლელო მიითვალა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. შეხვედრის დასკვნით 10 წუთში სინბინით ჯერ ლუკა კვენეტაძე, მერე საბა არჩვაძე დავკარგეთ და უკვე ჩვენ დავრჩით 13 კაცით.

მეორე ყვითელი ბარათის მიღებამდე ფრთაზე ბოჭვა გაცუდდა და ურუგვაიმ ერთი ლელო გაქვითა, თუმცა დასკვნით წუთებში რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და ამ ფორმაციის უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 20:8.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მე-3 ადგილისთვის

საქართველო v ურუგვაი 20:8 (13:3)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. გიორგი ჩიქოვანი, 11. ლუკა კვენეტაძე, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. კოტე იაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. პაატა გალდავა, 6. ბექა გელხვიძე, 7. რატი ზაზაძე, 8. ნიკოლოზ სუთიძე.

მარქაფა: 16. გოჩა დიასამიძე, 17. დავით გველესიანი, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. ლუკა არჩვაძე, 22. ლაშა ცხოვრებაძე, 23. საბა არჩვაძე, 24. დავით იმნაძე, 25. ვაჟა მიქაძე, 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 27. გიორგი კურტანიძე, 28. ბადრი ციხისთავი.

3 ლელო: გიორგი მაისურაძე, თორნიკე კახოიძე, რატი ზაზაძე

1 გარდასახვა: პეტრე ხუციშვილი

1 ჯარიმა: პეტრე ხუციშვილი

rugby.ge

ohhhhoooo
ჯერ უმცირესობასი მოუქცევით და მერე წაუქცევიათ
გლახუნა
ყ ო ჩ ა ღ ბიჭებო...
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია