თბილისში, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით, მორიგი სარეიტინგო ბრძოლები ჩატარდა. ღონისძიებას გლდანი-ნაძალადევის სპორტულმა ცენტრმა უმასპინძლა. ორთაბრძოლებში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მოკრივეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კრივის კლუბებიდან. მართალია, კრივი დიდ ინტერესს იწვევდა გულშემატკივრებში, თუმცა პანდემიის მიზეზით დაწესებული რეგულაციების გამო მათი დასწრება დარბაზში დაშვებული არ იყო. სამაგიეროდ, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, დაპირისპირებები ონლაინ რეჟიმში, Boxing Group Promotion-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხილა.

გამორჩეული გამოდგა 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მებრძოლის, გარდაბნელი აკაკი კაკრიაშვილის ასპარეზობა, რომელიც მხოლოდ მე-2 შეხვედრას ატარებდა პროფესიონალურ რინგზე.

კაკრიაშვილის მეტოქე დებიუტანტი ქუთაისელი მებრძოლი გივი ნადირაძე იყო. გარდაბნელმა თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა, მძლავრი დარტყმები მიაყენა მოწინააღმდეგეს, საპასუხო დარტყმებს კი ძალზე ლამაზად, ე.წ. მეივეზერის სტილში იგერიებდა. თუმცა თავდაცვა დიდხანს არ დასჭირვებია, ლამაზი და მძლავრი კომბინაციის შედეგად პირველივე რაუნდში ღვიძლზე დარტყმით რინგზე დააგდო მეტოქე. ნადირაძემ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პროფესიულ კრივს პოტენციური ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს - ეს 21 წლის გიორგი უმეკაშვილია, რომელსაც გულშემატკივრები სოცქსელებში „რუისელ ტაისონადაც“ მოიხსენიებენ. გიორგი ნამდვილ გამანადგურებელ მანქანად ჩამოყალიბდა და დაუმარცხებელია. მის უძლიერეს დარტყმებს მეტოქეები ვერაფერს უპირისპირებენ. ამჯერად, საშუალო წონაში გამართულ ბრძოლაში, გიორგის მოწინააღმდეგე გამოცდილი თბილისელი მოკრივე გიორგი ზალიკალიანი იყო. შეხვედრამ სულ რამოდენიმე წამს გასტანა - „უმეკას“ პირველივე მძლავრი შეტევა ზალიკალიანის ღრმა ნოკაუტში ჩავარდნით დასრულდა. ეს უმეკაშვილის მე-6 პროფესიონალური ორთაბრძოლაა და ამ ექვსიდან მხოლოდ სულ პირველ, სადებიუტო ბრძოლაში გაუძლო მეტოქემ ყველა რაუნდი, დანარჩენ შეხვედრებში გიორგიმ ვადაზე ადრე მოამთავრა საქმე.

საინტერესო და უკიდურესად დაძაბული გამოდგა ორთაბრძოლა თბილისელ ნიკა გვაჯავასა და დუშელ ნიკა ბუქურს შორის. მოკრივეებმა შემართებით დაიწყეს შეხვედრა და რინგზე ვაჟკაცური კრივი გააჩაღეს. ბუქურის ახალგაზრდულ ჟინს, ძალასა და მონდომებას გვაჯავა გამოცდილებით, ტექნიკური მოქმედებებითა და კონტრშეტევებით ანეიტრალებდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ქულების დათვლის შედეგად მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება გვაჯავას მიენიჭა.

დანარჩენ ბრძოლებში დაფიქსირებული შედეგები ასეთია:

90+ კგ

დავით გოგიშვილი (ვარიანი) - არჩილ გიგოლაშვილი (თბილისი) - გაიმარჯვა გოგიშვილმა

73 კგ

ლუკა მეზურნიშვილი (თბილისი) - ვალერი გოჯიაშვილი (გურჯაანი) - გაიმარჯვა გოჯიაშვილმა

66 კგ

რატი მიგრიაული (ახალციხე) - დავით ბიძინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა მიგრიაულმა

66 კგ

ნიკა იუდოვი (ვარიანი) - ილია ვალიშვილი (გორი) - გაიმარჯვა იუდოვმა

73 კგ

ნიკა ბიგვავა (ანაკლია) - მერაბ ჭინჭარაული (დუშეთი) - გაიმარჯვა ბიგვავამ

76 კგ

პაატა ვარდუაშვილი (ვარიანი) - ფრიდონ ყაყიტაშვილი (გორი) - გაიმარჯვა ვარდუაშვილმა

65 კგ

გიორგი ბიბილური (გორი) - ანდრო ოთინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა ბიბილურმა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით, მიუხედავად ზაფხულის პერიოდისა, კრივის სარეიტინგო ორთაბრძოლების გამართვა კვლავ გაგრძელდება და მათი ჩატარების ადგილი შემდეგი თვიდან უკვე რეგიონებში გადაინაცვლებს.

წყარო: Boxing Group Promotion

gurulo
80 წლის პენსიონერის გალახვას რად უნდა ტაისონობა....
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე