ბაქოს "ნეფთჩის" თბილისური გამარჯვების (2:1) შემდეგ Azerisport-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც "დინამოს" უკეთ თამაშს იმას უკავშირებს, რომ ეროვნული ლიგა ახლა მიმდინარეობს:

"აზერბაიჯანულმა "ნეფთჩიმ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო, თუმცა სამირ აბასოვის გუნდის გამარჯვება საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა. მათ მატჩის უმეტესი ნაწილი თავიანთ შესაძლებლობებზე ბევრად ცუდად ჩაატარეს.

პირველ ტაიმში შეცდომებმა და ორთაბრძოლებში ხშირმა წაგებამ, განსაკუთრებით კი, საკუთარ ნახევარზე, "დინამოს" საშუალება მისცა, თამაში მისი შეხედულებისამებრ ეკარნახა. უფრო გასაკვირია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

მოვლენების ასეთი განვითარება თბილისური გუნდის გეგმებში აშკარად არ შედიოდა. ისინი მაშინვე შეტევაში დიდი ძალებით გადავიდნენ და მომდევნო 10-15 წუთის განმავლობაში, პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურეს სტუმრების დაცვა და აიძულეს, შეცდომა დაეშვათ.

ვინ იცის, რა ანგარიში შეიძლებოდა ყოფილიყო შესვენებამდე, რომ არა აგილ მამედოვი - სწორედ "ნეფთჩის" მეკარის დამსახურებაა, რომ "დინამო" შესვენებაზე დიდი უპირატესობით არ გავიდა.

როგორც ჩანდა, თუ "ნეფთჩი" იმავე სულისკვეთებით გააგრძელებდა, მარცხი გარდაუვალი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, გუნდის დაცვის გადაჭარბებული ნერვიულობა გაქრა და ხაზებს შორის დეზორგანიზება უფრო ზუსტი მოქმედებებით შეიცვალა. გარდა ამისა, სტუმრებისთვის შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო. ამიტომ, როგორც კი საფინალო სასტვენი ახლოვდებოდა, ისინი უფრო და უფრო ხშირად ცდილობდნენ, ბურთი გაეგორებინათ და ეს გამოუვიდათ კიდეც. შეხვედრის ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონს ძალიან გაუმართლა, როდესაც "დინამოს" მორიგი მცდელობის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

რა არის "ნეფთჩის" ასეთი გაცვეთილი თამაშის მიზეზი? როგორც ჩანს, ყველაფერი საკმაოდ ბანალურია: რადგან "დინამო" ჩემპიონატში თამაშობს, გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, უფრო მეტადაა თამაშის ტემპთან ადაპტირებული. "ნეფთჩი" კი სეზონს ახლა იწყებს. ახალწვეულები გუნდს ეჩვევიან, რის გამოც მათი თამაში არათანმიმდევრულია. გარდა ამისა, თითქმის არცერთ მათგანს არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ახლა ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება. ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას."

Hoda
ა, ბატონო. მოიგეს მაგრამ არავითარი ურა და ვაშა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნეფთჩის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი "დინამოს" მთავარ იარაღად გუნდურობას მიიჩნევს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
რუსული გამოცემა: "ქართველებს აზერბაიჯანელებთან თანაბრად თამაში შეუძლიათ?!"
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
Azerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს"
"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
თბილისის "დინამოს" კარში 2 გოლის ავტორი აზერბაიჯანელი ნოკაუტში გაუშვეს [VIDEO]
"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა