10 მილიონი და 5 სეზონი

გუშინ "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" შეთანხმება მიღწეულია და 20 წლის ბოიან კრკიჩი ახალი სეზონიდან "რომაში" ითამაშებს.

საბატინი სამშაბათს ესპანურ ქალაქში იმყოფებოდა, გუშინ კი განაცხადა, რომ მისი მისია შესრულებულია: "ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, როგორც "ბარსელონასთან", ასევე თავად ფეხბურთელთან. ახლა, როცა მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვიმედოვნებთ, რომ ტრანსფერს თავი მალე დაედგმება", - განუცხადა საბატინიმ "სქაი იტალიას".

ჯერჯერობით უცნობია, ბოიან კრკიჩის ტრანსფერი პერმანენტულ ხასიათს ატარებს თუ იჯარაა, თუმცა ესპანური წყაროები პირველ ვარიანტს ემხრობიან და ამბობენ, რომ "რომა" ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. "სქაი სპორტი" ამტკიცებს, რომ კრკიჩი იჯარით გადადის იტალიის დედაქალაქში, თუ გაამართლებს, ესპანელს სეზონის ბოლოს ავტომატურად გაუფორმებენ კონტრაქტს, ხოლო სატრანსფერო თანხა 10-15 მილიონ ევროს შორის იქნება.

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ "რომა" ჩაიბარა, ბოიანის იტალიური ტრანსფერი აქტიური თემა გახდა, რადგან ფეხბურთელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მწვრთნელთან, რომელიც მისი დამრიგებელი იყო, როცა ბოიანი "ბარსას" სარეზერვო გუნდში ბრწყინავდა. ამას დავურთოთ ის ფაქტი, რომ ბოიანმა ვერც ამ სეზონში შეძლო სასტარტო სამეულში დამკვიდრება, "ბარსელონას" შემტევი ტრიო ასე გამოიყურებოდა - პედრო-მესი-ვილია. პერსპექტივაში კი კრკიჩს ორი სერიოზული კონკურენტიდან (ალექსის სანჩესი და ჯუზეპე როსი) ერთ-ერთის (თუ ორივესი არა) ელოდა...

ბოიანი მეტეორივით შეიჭრა ესპანურ ფეხბურთში, მისგან ძალიან დიდ წარმატებას ელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ეს პროგნოზი არ მართლდება.

უფრო მეტი შევიტყვეთ ფეხბურთელის პერსონალური ვებსაიტიდან, სადაც წერია, რომ ბოიანმა სწორედ ლუის ენრიკეს ფაქტორი გაითვალისწინა, როცა გადაწყვეტილება მიიღო. მწვრთნელი მას "რომას" მომავალი წარმატებების საკვანძო ფიგურად მოიაზრებს, ხოლო ბოიანი კი მხოლოდ მეტ სათამაშო წუთს ითხოვს, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ ნამდვილი ვარსკვლავია. აქვე ვიგებთ, რომ კონტრაქტი, სავარაუდოდ, ხუთწლიანი იქნება, მაგრამ "რომას" პირველი ორი სეზონის შემდეგ მისი გადახედვის შესაძლებლობა ეძლევა. სატრანსფერო თანხა კი სწორედ 10 მილიონი ევროა.

ის სერბი ფეხბურთელის, ბოიან კრკიჩისა ("ცრვენა ზვეზდაში" თამაშობდა) და კატალონიელი მარია ლუისა პერესის ვაჟია. ბოიანი 9 წლის ასაკიდან "ბარსაში" იზრდება და დღემდე მხოლოდ ამ კლუბის ფეხბურთელი იყო. 5 წელიწადში კრკიჩმა "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდებში 900 გოლი გაიტანა!

2007 წლის აპრილში კრკიჩმა პირველად მოირგო "ბარსას" ძირითადი გუნდის მაისურა და ეგვიპტურ "ალ აჰლისთან" თამაშში გოლიც შეაგდო. მალე ოფიციალური დებიუტიც შედგა - 2007 წლის სექტემბერში, "ოსასუნასთან" მატჩში ბოიანმა 78-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსი შეცვალა. ის მაშინ 17 წლისა და 19 დღის იყო. ამით კრკიჩმა ლიონელ მესის რეკორდი დაამყარა, ახლა ის ითვლება "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. სულ მან ჩემპიონატში 104 თამაშში 26 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა დეკემბერში "ბარსელონასთან" 2015 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ბოიან კრკიჩი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მას თბილისშიც აქვს ნათამაშები. ის ახლაც გუნდთან ერთად დანიაშია, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ესპანეთის ნაკრებში კი ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 2008 წელს სომხების წინააღმდეგ 10 წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lexso
ახალი რომა ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს,კარგია..
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს