გთავაზობთ 12 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

Le10Sport-ის თანახმად, ევრო 2020-ზე კარგი გამოსვლის შემდეგ "ბარსელონა" რენატო სანჩესით დაინტერესდა. სავარაუდოდ, "ლილი" ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად დააფასებს. პორტუგალიელი ნახევარმცველის გადაბირება "ტოტენჰემსაც" სურს.

ევროპის ჩემპიონატზე ფედერიკო კიეზას მშვენიერ გამოსვლას მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თვალს დიდი ინტერესით ადევნებდა. მან Bild-თან ინტერვიუში ფორვარდი შეაქო, თუმცა მწვრთნელი უკმაყოფილოა, რომ მისი ფასი მკვეთრად იზრდება.

Calciomercato-ს თანახმად, ანდრეა ბელოტის საკლუბო მომავალი გაურკვეველია. "ტორინოს" ფორვარდს ჯერაც არ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა ხელშეკრულება, რომელიც მას კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს. იტალიელი "რომაში" ჟოზე მოურინიოს სურს, მისი სავარაუდო ფასი კი 20 მილიონი ევროა.

ფრანგული"ლიონი" კიპერის ძიებაშია. L'Equipe-ის თანახმად, კლუბსა და "აიაქსის" მეკარე ანდერ ონანას შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

იტალიური "რომას" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ახალი მეკარის დამატება სურს. სავარაუდოდ, "განსაკუთრებული" თანამემამულეს, რუი პატრისიოს მიიწვევს. ამ ინფორმაციას Sky Sports-იც ადასტურებს. გავლენიანი გამოცემის თანახმად, პორტუგალიელი მეკარე რომაელებს უახლოეს მომავალში შეუერთდება, "ვულვზი" კი სატრანსფერო ღირებულების სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 36 წლის ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსთან" ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებაში "ბიანკონერის" ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თვითონ მონაწილეობდა.

"ბარსელონა" ლიონელ მესის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ფეხბურთელების გაყიდვას ცდილობს. ჟუნიორ ფირპოსა და კარლოს ალენიას შემდეგ გუნდს, შესაძლოა, ანტუან გრიზმანიც დატოვებს. Mundo Deportivo-ს თანახმად, არაა გამორიცხული, ფრანგი "ატლეტიკოში" დაბრუნდეს, "ბარსელონამ" კი გარიგებაში საულ ნიგესიც ჩართოს.

"მილანი" ცდილობს ჰაკან ჩალხანოღლუს შემცვლელის პოვნას და ერთ-ერთ ვარიანტად ისკოს განიხილავს. მილანელებს ჩემპიონთა ლიგისთვის ჰაკიმ ზიეჩითა და მარსელ ზაბიცერით გაძლიერებაც სურთ.

"ლაციოს" ესპანელი ნახევარმცველი ლუის ალბერტო, დიდი ალბათობით, კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. მას საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს - "იუვენტუსი", "მილანი", "ატლეტიკო", "ვილიარეალი", "რეალი", "სევილია".

Tuttosport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით, მარტინ დამსგორით დაინტერესდა. დანიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან "ბარსელონა", "ლივერპული" და "იუვენტუსი". ნახევარმცველის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 40-დან 50 მილიონამდეა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ერლინ ჰოლანის შეძენითაა დაინტერესებული. თუკი ტრანსფერი ამ ზაფხულს შედგება, ინგლისელებს 175 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, 2022 წლის ზაფხულში კი ნორვეგიელის ფასი 75 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნორვეგიელ ტალანტსაც "არისტოკრატების" რიგებში თამაში სურს.

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო