ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შეგრძნება მქონდა, სადღაც დრაკონი ჰყავდათ დამწყვდეული და მისი სუნთქვა ისმოდა" - წარმატებული ქართველი არბიტრი ოლიმპიადის მოლოდინით

"შეგრძნება მქონდა, სადღაც დრაკონი ჰყავდათ დამწყვდეული და მისი სუნთქვა ისმოდა" - წარმატებული ქართველი არბიტრი ოლიმპიადის მოლოდინით

ნიკა ამაშუკელი ახალ ეტაპზე გადავიდა. "მსოფლიო რაგბიმ" ის 7-კაცას სერიებზე სამსაჯოდ მიიწვია.

ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ამ დონის ტურნირზე იმსაჯებს. ამაშუკელი ოთხ ეტაპზეა მივლენილი – დუბაი, სამხრეთი აფრიკა, ლონდონი და პარიზი. აქამდე ნიკას 7-კაცა რაგბიში მხოლოდ შიდა ტურნირებზე უმსაჯია, ახალ გამოწვევას კი მოტივირებული ხვდება:

"სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივარ და სიხარულით ვიღებ ამ საინტერესო გამოწვევას. "მსოფლიო რაგბიმ" დააბრუნა ადრინდელი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ტოპ-მსაჯები 7-კაცას გზასაც გადიოდნენ. ეს 15-კაცასგან განსხვავებული სპორტია, ბევრად უფრო მაღალი ტემპით და სხვა დატვირთვებით. ჩემთვის პრიორიტეტული 15-კაცა რაგბია, რის შესახებ "მსოფლიო რაგბის" სამსაჯო კორპუსის მენეჯერ ჟოელ ჟუშსაც ვუთხარი, თუმცა მას სურს, რომ ნახოს, როგორ მოვერგები ახალ გამოწვევებს და ეს დანიშვნა ჩემს 15-კაცა რაგბიში მოღვაწეობას ხელს არ შეუშლის."

"7-კაცა რაგბიში თამაშის მიმდინარეობა განსხვავებულია, განსხვავებულად გაიცემა სანქციები და საჭიროა 15-კაცა რაგბიდან ტრანზაქცია უმტკივნეულოდ მოახერხო. განსხვავებული ფიზიკური მომზადება სჭირდება, რათა მოერგო 7-კაცა რაგბისთვის საჭირო კრიტერიუმებს და ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. ვეცდები, სათანადოდ ვუპასუხო ამ უპრეცედენტო დანიშვნას და ღირსეულად წარვადგინო ჩვენი ქვეყანა."

რადგან 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია, ამაშუკელი იმედოვნებს, რომ მსოფლიო სერიებზე წარმატებული მსაჯობის შემდეგ მას ოთხწეულის უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზეც მიიწვევენ:

"მსოფლიო სერიებში დეკემბრიდან ჩავერთვები. დუბაისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, გაზაფხულზე ლონდონისა და პარიზის ეტაპებზე ვიმსაჯებ. ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ცნობილ სტადიონებზე იმართება. გიწევს ბევრი მოგზაურობა, რაც დამატებითი სტრესია. მიუხედავად ყველაფრისა, მუდამ უნდა იყო კარგ ხასიათზე და იმ სამსაჯო ჯგუფის სასიამოვნო წევრი, ვისთანაც მოგიწევს მუშაობა."

"რაგბის ქომაგებმა კარგად იციან, რამხელა მასშტაბის ტურნირებია მსოფლიო რაგბის სერიები. 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება გუნდურ სათამაშო სახეობებში და არის შანსი, რომ მომავალში იქაც მიმიწვიონ, რაც უდიდესი ბედნიერება იქნება“.

უელსი – კანადა

7-კაცას მსოფლიო რაგბის სერიებზე დანიშვნამდე ნიკა ამაშუკელმა ივნისში 20-წლამდელთა ექვსი ერის ორი თამაში, ხოლო 3 ივლისს კარდიფში უელსისა და კანადის მატჩი იმსაჯა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდის შეხვედრას ქართველი და ზოგადად, ტიერ2 ქვეყნის მსაჯი მოემსახურა. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ მას 10 ივლისს, რუმინეთისა და შოტლანდიის ჯახის მსაჯობა არ დაანება:

"სამწუხაროა, რომ მეორე ტესტი ჩამეშალა და ტიერ1-ის გუნდებთან მსაჯობის მხოლოდ ერთი კეპი შემრჩა. უელსმა მეტოქეს იოლად მოუგო, თუმცა პირადად მე მოდუნების საშუალება წამითაც არ მქონდა. მსოფლიო რაგბი გაკვირდება, გადაღების ხარისხი ძალიან მაღალია და არ უნდა გამოგრჩეს არცერთი სამსაჯო დეტალი. სასიხარულოა, რომ თამაშის შემდეგ ჩემი გადაწყვეტილებების სიზუსტე 97% იყო, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. მსოფლიო რაგბიდან მოგვწერეს, რომ ეს იყო ის, რაც მათ სურთ საერთაშორისო, ტოპ-მსაჯებისგან.

რაც შეეხება გარემოს, „პრინციფალითი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. ის უელსელების აუღებელი ციხესიმაგრეა. ისეთი გარემო იყო, რომ შეგრძნება მქონდა, სადღაც დრაკონი ჰყავდათ დამწყვდეული და მისი სუნთქვა ისმოდა. ამ სტადიონზე გამარჯვება ნებისმიერი სტუმარი გუნდისგან უდიდეს მენტალურ მომზადებას საჭიროებს."

წყარო: rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში