ხვალ, 23 ივნისს ძიუდოისტ ჭაბუკთა ბიჭებისა და გოგონების გუნდები მალტურ კოტონერაში გაფრინდებიან, სადაც 24-26 ივნისს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ
ხვალ, 23 ივნისს დილით, გამთენიისას ძიუდოისტ ჭაბუკთა ბიჭებისა და გოგონების გუნდები მალტურ კოტონერაში გაფრინდებიან, სადაც 24-26 ივნისს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში გამოვლენ.

ბიჭების ნაკრებში ზაზა ხუბულური (50), ბაჩანა ბოლქვაძე, ივანე მამისაშვილი (ორივე - 55), თამაზ კირაკოზაშვილი, ჯუმბერ ჩიხიაშვილი (ორივე - 60), გიორგი მუზაშვილი, აპოლონ ზურაბიანი (ორივე - 66), ლევან გუგავა, ბექა დონღვანი (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი, ადამ ვარაზაშვილი (ორივე - 81), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90), გიორგი ლაზუაშვილი, გიორგი გელაშვილი (ორივე - +90) იჭიდავებენ, გოგოებში კი გურანდა შოთაძე, მარიამ ციხელაშვილი (ორივე - 52), მარიამ ჯანაშვილი (57) და ანა მინდიაშვილი (63) გამოვლენ.

დღეს ძიუდოს აკადემიაში ჭაბუკებმა ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი სამყურაშვილიც დაესწრო. ის ძიუდოისტებთან ხელცარიელი არ მისულა - ფედერაციას საჩუქრად ძიუდოს 100 ახალი კიმონო გადასცა, რომელიც ძირითადად მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. თან ეს ფორმები იმ ახალი მოთხოვნების მიხედვითაა შეკერილი, რასაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ბოლოდროინდელი რეფორმები ითვალისწინებს.

აქვე გეტყვით, რომ საერთაშორისო ფედერაციამ ამ დღეებში კიდევ ერთი სიახლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება - ამიერიდან წყვილში პირველ ნომრად დასახელებული (რასაც კენჭისყრა განსაზღვრავს) ძიუდოისტი თეთრი ფერის კიმონოთი იჭიდავებს. ეს სიახლე ძალაში 11-14 აგვისტოს კიევში გასამართი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან შევა. ამავე წესებით ჩატარდება მსოფლიოს პირველობაც უფროსთა შორის 23-28 აგვისტოს პარიზში.

ორივე ნაკრებში შემადგენლობის შერჩევა ხანგრძლივი პროცესი გამოდგა. განსაკუთრებით - ბიჭებში, სადაც ტურნირებიც მეტი იყო და - კანდიდატიც. აქვე გეტყვით, რომ მათი ნაკრების თავკაც გიორგი ვაზაგაშვილისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ამ გუნდისთვის საევროპოდ პირველი შესარჩევი ტურნირი საქართველოს ჩემპიონატი იყო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით უცხოეთში - ანთალიასა და კიევში გამართულმა შეჯიბრებებმა წონათა უმეტესობაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ნაკრებმა კი საბოლოო სახე საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მიიღო.

საქართველოს ჩემპიონთაგან ორივე უცხოური ტურნირის მოგება მხოლოდ ორმა შეძლო - კირაკოზაშვილმა და ჩოჩელმა, რომელმაც დამატებით საკუთარი ხარჯებით პოლონეთშიც იჭიდავა და მეორეზე გავიდა. ასევე ორივეგან გაიმარჯვა საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა გუგავამ და აკი იქცა კიდეც შესარჩევი ციკლის ყველაზე დიდ მოულოდნელობად. აღსანიშნავია, რომ მან კიევში საქართველოს ჩემპიონი დონღვანიც დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონთაგან საზღვარგარეთ თითო ტურნირი მუზაშვილმა, ლაზუაშვილმა და ღვინიაშვილმაც მოიგეს. ვაზაგაშვილს მონაწილის საკონტროლოებით გამოვლენა 50-ში დასჭირდა, სადაც ყველასათვის მოულოდნელად, ხუბულურმა გაიმარჯვა. არადა, ის საქართველოს ჩემპიონატში პირველივე წრიდან გავარდა.

გოგოების დამრიგებელმა გია თენაძემ ეს კვარტეტი უფრო საშეკრებო რეჟიმში შეარჩია, თუმცა მათ საერთაშორისო ტურნირებიც იჭიდავეს. მაგალითად, ანთალიაში გამართული ევროპის თასი, სადაც ჯანაშვილი ჩემპიონი გახდა, ციხელაშვილი მესამეზე გავიდა (ოღონდ იქ 57-ში იასპარეზა), მინდიაშვილი კი მეხუთე იყო. ჯანაშვილი ამ თაობაში უდაოდ გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსამზადებელ პერიოდში გაცივდა, ფილტვების ანთება გადაიტანა, თუმცა თენაძეს მისი მაინც ეიმედება.

ჩემპიონატი 24 ივნისს დაიწყება და პირველ დღეს ბიჭებიდან 50, 55 და 60-ის, გოგოებიდან კი 40, 44 და 48-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. 25-ში ჩვენი გოგოებიდან ყველას ერთად მოუწევს ტატამზე გასვლა, რადგან ამ სამი წონის სპორტსმენები იასპარეზებენ, ბიჭებიდან კი - 66-73-ის, ხოლო დანარჩენები ბოლო დღეს იბრძოლებენ მედლებისთვის.

ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ