ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ "კავალიერზმა" 82 მატჩში 63 წააგო და სეზონის მსვლელობისას რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა
რეალის ახალი მწვრთნელი, ნოვიცკის გეგმები და სხვა ამბები

წლევანდელ დრატფზე პირველი ნომრის არჩევის უფლება "კლივლენდ კავალიერზს" აქვს და როგორც ამერიკული პრესა ვარაუდობს, გასული სეზონის აუთსაიდერი არჩევანს ცენტრ ენეს კანტერზე შეაჩერებს. თურქი კალათბურთელი კლივლენდში იმყოფებოდა და "კავალიერსთან" ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა.

კლუბის ხელმძღვანელობა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "კლივლენდი" სწორედ კანტერის დახმარებით აპირებს კრიზისიდან გამოსვლას.

ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ "კავალიერზმა" 82 მატჩში 63 წააგო და სეზონის მსვლელობისას რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა.

კიდევ ერთი ევროპელი, რომელიც პროგნოზების მიხედვით დრაფტის პირველ ათეულში მოხვდება, ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩუნასია. თუმცა ახალგაზრდა ბალტიისპირელს, შესაძლოა, კიდევ ერთი წელი მოუწიოს ევროპაში თამაში. ამას ითხოვს კალათბურთელის კლუბი "ლეტუვოს რიტასი", ამიტომაც ვალანჩუნასი, შესაძლოა, მხოლოდ 2012-13 წლების სეზონში წავიდეს ოკეანის გაღმა სათამაშოდ.

თავად კალათბურთელს არ მოსწონს ამგვარი პერსპექტივა და ახლა, ცდილობს "ლეტუვოს რიტასთან" კონტრაქტის გამოსყიდვას.

მადრიდის "რეალმა" მწვრთნელის საკითხი მოაგვარა. მომავალ სეზონში "სამეფო კლუბს" პაბლო ლასო გაწვრთნის - მასთან უკვე გაფორმდა ორწლიანი კონტრაქტი.

ესპანელ სპეციალისტს მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა "ლაგუნ აროსთან", მაგრამ ლასომ კონტრაქტი გაწყვიტა და "რეალში" გადავიდა კარიერის გასაგრძელებლად.

მოსკოვის ცსკა-მ სერიოზული შევსება მიიღო ოკეანის გაღმიდან. არმიელებთან კონტრაქტი გააფორმა "ბოსტონ სელტიქსის" სერბმა ცენტრმა ნენად კრსტიჩმა. ხელშეკრულება ორწლიანია. ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი იონას კაზლაუსკასი ამბობს, რომ კრსტიჩი სწორედ ის ცენტრია, რომელიც გასულ სეზონში გუნდს აკლდა.

კრსტიჩმა გასული სეზონი "ოკლაჰომაში" დაიწყო და შემდეგ "ბოსტონში" გადავიდა, სადაც საშუალოდ 10 ქულას აგროვებდა.

სერბის გარდა, ცსკამ "შოლედან" შეიძინა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი სემი მეჰია. და კიდევ, არმიელებმა ორი წლით გააგრძელეს კონტრაქტი ლიტველ რამუნას შიშკაუსკასთან.

"გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა თავისი საუკეთესო სნაიპერის მონტა ელისის სხვა გუნდში გაშვება. თუ HoopsHype-ს დავუჯერებთ, კლუბმა თითქმის მოაგვარა ელისის "ფილადელფიაში" ანდრე იგუოდალას ნაცვლად გაშვება. შესაბამისი შეთავაზება უკვე მიიღო "სიქსერზის" ხელმძღვანელობამ. ახლა ჯერი მათ გადაწვეტილებაზეა.

გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ფინიქსი" სადაცაა გამოისყიდის ვეტერანი ვარსკვლავის ვინს კარტერის კონტრაქტს, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კარტერის სამსახურით ორი კლუბი - "ჩიკაგო" და "ნიუ იორკი" არიან დაინტერესებული. ამასთან, "ბულზს" ვინსისთვის მხოლოდ ვეტერანის მინიმალური ხელფასის შეთავაზება შეუძლია, სამაგიეროდ, ამ გუნდში მას ჩემპიონობის მეტი შანსი ექნება.

დევიდ ანდერსენი, რომელმაც მთელი წელი ჯერ "ტორონტოს", შემდეგ კი "ნიუ ორლეანის" სათადარიგოთა სკამზე გაატარა, სავარაუდოდ ევროპაში დაბრუნდება. როგორც ვებგვერდი Sportando იტყობინება, ავსტრალიელ ცენტრს კონტრაქტს სთავაზობენ იტალიის "მონტეპასკი" და საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი".

წლევანდელი ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე დირკ ნოვიცკი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების რიგებში თამაშს აპირებს. "დალასის" ლიდერს უნდა დაეხმაროს თავის გუნდს ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებაში.

სავარაუდოდ, ნოვიცკი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს. გერმანულ გუნდს ევრობასკეტზე პირველ ექვსეულში მოხვედრა დასჭირდება იმისთვის, რომ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გაემგზავროს. დირკს 2008 წლის შემდეგ არ უთამაშია ეროვნულ გუნდში. მისი ბოლო დიდი ტურნირი პეკინის ოლიმპიადა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...