როგორც ჩანს, ახალ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი ახალ გუნდში ითამაშებს
როგორც ჩანს, ახალ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი ახალ გუნდში ითამაშებს. Yahoo! Sports საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდი ფორვარდის ტრეიდის შესაძლებლობებს სერიოზულად განიხილავს.

თავად სმიტს გაცვლა არ მოუთხოვია - ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. ჯოშის ხელში ჩასაგდებად მთავარი პრეტენდენტები არიან - "ნიუ ჯერსი", "ჰიუსტონი", "ორლანდო" და "ბოსტონი".

"სმიტისა და "ატლანტას" ურთიერთობამ უბრალოდ დრო მოჭამა", - ამბობს ინკოგნიტო წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ტრეიდის განხორციელებას აპირებს "სან ანტონიო სპურსიც". ამ შემთხვევაშიც გაცვლის ერთ-ერთი მონაწილე გუნდის წამყვანი მოთამაშე იქნება. კერძოდ, "სპურსის" ხელმძღვანელობას ზეგინდელი დრაფტისთვის მაღალი ნომრის არჩევა სურს და ამისთვის მზად არის დათმოს ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი.

არსებობს ინფორმაცია, რომ "სან ანტონიო" ორი მიმართულებით მუშაობს: პარკერს დაუთმობენ "ტორონტო რეპტორზს", რომელსაც დრაფტზე მეხუთე ნომრის არჩევის უფლება აქვს ან "საკრამენტოს", რომელიც მეშვიდე ნომერს აიყვანს.

გასულ სეზონში პარკერმა "სპურსის" შემადგენლობაში 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.5 ქულა, 3.1 მოხსნა და 6.6 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა