ჰოკეის ნაციონალურ ლიგას მობეზრდა ჰოკეისტებს შორის გახშირებული მძიმე ტრავმები, ამიტომაც ცვლილებები შეიტანა წესებში, რომელიც ძალისმიერ ილეთებს ეხება
ჰოკეის ეროვნული ლიგა უხეშობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. გუშინ, ნიუ იორკში გაიმართა NHL-ის მმართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

ლიგას მობეზრდა ჰოკეისტებს შორის გახშირებული მძიმე ტრავმები, ამიტომაც ცვლილებები შეიტანა წესებში, რომელიც ძალისმიერ ილეთებს ეხება.

პირველი ცვლილება შეეხო "ბარიერზე მიჯახების" (Boarding) წესს. ამიერიდან მსაჯებმა უნდა დასაჯონ მოთამაშე, რომელიც მოედნის დამცავ ბარიერზე მიახეთქებს მოწინააღმდეგეს ისე, რომ ამ უკანასკნელის ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. რეფერიმ თავად უნდა შეაფასოს მომენტის სერიოზულობა (დარტყმის ძალა, მოთამაშეთა მდგომარეობა, ასეთი ილეთის აუცილებლობა) და საკუთარი გადაწყვეტილება გამოიტანოს. გარდა ამისა, შემტევ მოთამაშეს მოსთხოვენ კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანას იმ დროს, როცა მეტოქე ზურგით დგას და ვერ ხედავს შეჯახების მომენტს.

მეორე ცვლილება შეეხება თავში დარტყმებს. ერთი წლის წინ ლიგამ აკრძალა თავში გვერდიდან დარტყმები. იმის გამო, რომ ტრავმებმა და ტვინის შერყევებმა მაინც არ იკლო, NHL-მ გადაწყვიტა მთლიანად აკრძალოს ძალისმიერი ილეთები, რომლებიც თავის არეშია მიმართული. ასეთ შემთხვევაში მსაჯს შეუძლია ორი წუთით დაითხოვოს ჰოკეისტი მოედნიდან და მატჩის ბოლომდე გააძევოს ის.

გარდა ამისა, საბჭოზე მხარი დაუჭირეს "ტრეშერზის" ატლანტადან ვინიპეგში გადასვლას. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და კლუბი ოფიციალურად გადაბარგდა კანადაში. შემდეგ სეზონს "ვინიპეგი" სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში გაატარებს, 2012-13 წლების სეზონიდან კი დასავლეთში გადავა, თუმცა ჯერ დივიზიონი არ დასახელებულა.

ასევე საინტერესო ამბავია ის, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა სახელფასო ბიუჯეტის მაქსიმალური ზღვარი გაიზარდა.

ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებს აცნობა, რომ 2011-12 წლების სეზონში სახელფასო ბიუჯეტი 64 მილიონ დოლარამდე აიწევს, რაც ხუთი მილიონით მეტია წინა მაჩვენებლზე. ამასთან, მინიმალური თანხა, რომელიც კლუბმა სეზონის მსვლელობისას შეიძლება მოთამაშეების ხელფასზე დახარჯოს, 48 მილიონს შეადგენს.

2010-11 წლების სეზონში მოთამაშეთა ხელფასის მაქსიმალური ბიუჯეტი 59.4 მილიონს შეადგენდა. პირველად ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ხელფასებზე შეზღუდვები 2005 წელს დაწესდა.

სულ უფრო რეალური ხდება ლეგენდარული ჩეხი ფორვარდის იარომირ იაგრის ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დაბრუნება. როგორც უკვე ვწერდით, იაგრს მინიმუმ ერთი წელი სურს NHL-ში თამაში, თუმცა რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან მისი სამსახურით ერთბაშად ხუთი კლუბია დაინტერესებული.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, იარომირისთვის პრიორიტეტული ყოფილა "პიტსბურგში" გადასვლა, სადაც ჩეხმა ვარსკვლავმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იაგრი დღეს გამართავს მოლაპარაკებებს რეი შეროსთან - "პიტსბურგის" გენერალურ მენეჯერთან.

"იარომირი - "პიტსბურგის" დიდი ფანია. მას მოსწონს გუნდი და ქალაქი. გარდა ამისა, მე გავიგე, რომ კლუბის ერთ-ერთი მფლობელი მარიო ლემიე დაინტერესებულია იაგრის გადაბირებით", - ამბობს ჰოკეისტის აგენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა