ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იმ 45 მორაგბის ვინაობა გამოაცხადა, ვინც ორშაბათიდან ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას შეუდგება
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა, იმ 45 მორაგბის ვინაობა გამოაცხადა, ვინც ორშაბათიდან ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას შეუდგება.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ჯონსონმა ახალი მოთამაშეები მანუ ტულიგაი, თომას ვალდრომი, მორის ბოთა, ჯო სიმპსონი და ჩარლი შარპლი.

"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებულ ყველა მოთამაშეს აქვს შანსი თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს და მსოფლიოს თასზე გასამგზავრებელ 30-კაციან სიაში მოხვდეს." - თქვა მარტინ ჯონსონმა.

"პომების" თავკაცმა მკაცრად გააფრთხილა გუნდის ორი მოთამაშე მანუ ტულიგაი და დელონ არმითიჯი, რომლებიც გასულ სეზონში განსაკუთრებული უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ. პირველმა ბინძური თამაშის გამოს დისკვალიფიკაცია მიიღო და ხუთი კვირა გაუცდა, მეორეს კი დისკვალიფიკაცია ორჯერ მიესაჯა.

"ჩვენ მსოფლიო თასზე მივემგზავრებით, სადაც ერის ღირსება უნდა დავიცვათ. ამიტომ გუნდში ისეთი მორაგბეები გვჭირდება, რომლებიც ზედმიწევნით შეასრულებენ დავალებას. ახალ ზელანდიაში სულელური სიურპრიზების და გიჟური გამოხდომების დრო არ გვექნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს გუნდის და მისი თანამებრძოლის ინტერესები, ასევე ისიც, რომ უპასუხისმგებლო საქციელით ეროვნულ ნაკრებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებ" - დასძინა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებს 18 სექტემბერს დანიდინში დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს