20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ დებიუტმა აღაფრთოვანა ესპანური მედია. შეგახსენებთ, „ატრომიტოსთან“ ამხანაგურ მატჩში მან მეორე ტაიმში ითამაშა და ორჯერ ულამაზეს ნახტომში არ დაანება მეტოქეს გოლის გატანა. გთავაზობთ მედიაში გამოქვეყნებული წერილებიდან ამონარიდებს.

„მარკა“: „მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახალგაზრდა ქართველის წარმატებული შეჭრა კლუბში დამყარებულ წესრიგს საფრთხის ქვეშ აგდებს.

ბიჭმა პირველად ითამაშა ახალ გუნდში და ის ორი „გაფრენით“ საუცხოოზე მეტი იყო. ამას გარდა, ვარჯიშებზე თავს საუცხოოდ წარმოაჩენს და მისი მესამე დივიზიონში გაშვება ბარბაროსობა იქნება. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ოთხი მეკარე ჰყავს და ცხადია, ამდენი არ სჭირდება. სახელფასო განაკვეთის შესამცირებლად იასპერ სილესენის გაყიდვა უნდათ, მაგრამ მსურველი არ გამოუჩნდა. ხაიმე დომენეკი მეორე გოლკიპერი უნდა იყოს, მაგრამ თუ რომელიმე კლუბი მისით დაინტერესდა, წასვლას სთხოვენ. მესამე კლუბის აღზრდილი კრისტიან რივეროა, რომელიც შესაძლოა, იჯარით გაუშვან.

ამასთან, სილესენსა და დომენეკს კუნთის ტრავმები აქვთ და წინასასეზონო სამზადისში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებენ. ამით რივეროსა და მამარდაშვილს შანსი მიეცათ“.

Eldesmarque: „მამარდაშვილმა სადებიუტო მატჩში შთამბეჭდავად იასპარეზა. წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ბევრის გამოცდის და ახალი რეალიების შესწავლის საშუალებას იძლევა. „ატრომიტოსთან“ ამით გიორგიმ ისარგებლა. მოგერიებული ბურთების გარდა, ის დაცვას უნარიანად კარნახობდა და კარის მშრალად შენახვა მისი დამსახურებაა, როდესაც ბერძნულმა გუნდმა მოწინააღმდეგის შეცდომები ვერ გამოიყენა. მამარდაშვილი მოვიდა, როგორც მესამე გოლკიპერი, მაგრამ თავისი კარგი მუშაობითა და პერსპექტივით ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველი თავის კლასსა და მიზანდასახულობას აქ პირველივე დღიდან ამტკიცებს“.

Deportevalenciano: „ქართველი კიპერის დებიუტი დადებითი გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს. პირველ ტაიმში რივეროს ძალიან ცოტა სამუშაო ჰქონდა და მეორე ტაიმში კარში ადგილი მამარდაშვილს დაუთმო. გულშემატკივრები მის თამაშს მოუთმენლად ელოდნენ და მან იმედები არ გაუცრუა. გააჩნია კარგი რეაქცია და პოტენციალი. კარიდან დამაჯერებლად გამოდის.

ერთადერთი ნაკლი ფეხით თამაშია, მაგრამ ახალგაზრდაა, კარიერაში ყველაფერი წინ აქვს და მომავალში დახვეწს. სოციალურ ქსელებსა და თავად კლუბში გიორგის ასპარეზობამ დისკუსია გამოიწვია - ის მწვავე კონკურენციისთვის მზადაა, რათა გუნდის მეორე მეკარე გახდეს. კარგი დებიუტის მიუხედავად, ჯერ ძალიან ადრეა მასზე საბოლოო აზრის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერ მხოლოდ ილუზიურია. ბორდალასმა უკვე გააკეთა არჩევანი სილესენზე“.

Explica: „ბორდალასის ეპოქაში პირველი შენაძენი მამარდაშვილია, რომელიც პერსპექტივაში განიხილება, მაგრამ დებიუტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მისი მესამე დივიზიონში გაშვება უგვანობაა“.

ლაშვარდი
რავი აი 2024 წელია და ჯერჯერობით არ ათამაშებენ ვალენსიაში :)
ლევანი
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ! დაუჯერებელი არაფერია, გიომ თუ ასე გააგრძელა პროგრესი, ძაან დიდი მომავალი აქვს ევროპულ ფეხბურთში.
Hoda
გიორგი, პატივს გცემ პატრიოტობისთვის, მაგრამ ეხლა მამარდაშვილს არც ძირითადში და არც მეორე ნომრად არ დააყენებენ. სამწუხაროდ მუდმივად იქმნება არასწორი მოლოდინები, რაც საბოლოოდ დიდი იმედგაცრუებით მთავრდება. მაგალითად არაბიძე, გ. ჭანტურია. ის ბიჭებიც კითხულობდნე ამ სტატიებს და სამწუხაროდ თავში აუვარდათ. ამიტომ საჭიროა ობიექტურობა. მამარდაშვილი არის პერსპექტიული და წერტილი. ეხლა თვითონ უნდა ივარგოს.
giorgi janikashvili
ვერ გამიგია-ამ ახალგაზრდა უნიჭიერეს ქართველ მეკარეზე ღვარძლითა ირონიით რატომ წერთ?გიორგის ნიჭთან ერთად გიორგის შრომისმოყვარეობაც დაანათლა და ამიტომ მჯერა:მალე ვალენსიის პირველი მეკარეც გახდება და მასზე ნადირობაც გაჩაღდება.წარმატებები ვუსურვოთ გიოს თავის საყვარელ ფეხბურთში,მიდი გიო!მეც ესპანეთში ვცხოვრობ,ფეხბურთის მოთაყვანეც ვარ,ფეხბურთში კარგად ვერკვევი და....არაფერი შემეშლება.,,ლა ლიგაში'' დღესაც კი არავის ჩამორჩები.შეცჩვევისა და მცირე ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება ყველას,ამასაც გაივლი და ...გიყურონ მერე!
პეტრე კუპრი
გჯერათ ახლა რომ მამარდაშვილს ვინემ ვალენსიაში ათამაშებს?
Geo
გიორგი რომ ყოფილიყო ესპანეთთან, ეხ, Vილი, გეთაყვა, დააყენე გიო კარში, წარმატებები გიო!!!
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა