გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოკლედ გადავავლოთ თვალი ქართული კლუბების გამოსვლას 2010-11 წლების სეზონში. დღეს შსს-ს წარმოგიდგენთ...
გუშინ "არმიის" შესახებ დავწერეთ, გადავხედეთ გასულ სეზონს და გავეცანით გუნდში მომხდარ სიახლეებს. დღეს შსს-ს წარმოგიდგენთ. ეს გუნდი 2008 წელს შეიქმნა და საფეხურეობრივად უმჯობესდებოდა.

პირველ სეზონში (2008-09) გუნდმა და სუპერლიგამ ერთმანეთი "გაიცნეს": მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის ხელში საჩემპიონო შემადგენლობა ნამდვილად არ მოხვედრილა, თუმცა თავიდანვე ითქვა, რომ პირველ სეზონში საპრიზო ადგილების დაკავება შსს-ს მიზანი არ იყო.

სეზონის შუაში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - ზურაბ ტომარაძის ნაცვლად მეორე წრეში გუნდს კახა შენგელია გაუძღვა. საინტერესოა, რომ კახას საკალათბურთო კარიერა სამი წლის დასრულებული ჰქონდა, მაგრამ რამაზ გოგობერიშვილის გაცილების მატჩში იმდენად ეფექტურად ითამაშა, რომ შსს-სგან მიწვევა მიიღო და მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით ჩაამთავრა სეზონი.

მომდევნო ჩემპიონატში (2009-10) შსს ახალ საფეხურზე ავიდა, სეზონის წინ დაიმატა გამოცდილი უკანახაზელები დავით და ირაკლი ბერიშვილები და გიორგი ნიკოლაძე. თუნდაც ამ სამეულის გუნდში გამოჩენამ დაგვანახა, რომ გუნდი საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. შუა სეზონში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - კახა შენგელიას ადგილი კალათბურთელმა დავით ბერიშვილმა დაიკავა, თუმცა მეორე წრიდან შსს-ს მესამე მწვრთნელი არჩილ ჟღენტი გაუძღვა. რეგულარული ეტაპის შემდეგ გუნდები პლეი ოფში შსს-სთვის არასახარბიელოდ განაწილდნენ: მეოთხედფინალში დავით უსტიაშვილის "ბათუმი" დაუპირისპირდა, ხოლო ნახევარფინალში - "ენერჯი". არჩილ ჟღენტის შეგირდებმა ბოლო წამებზე დავით ბერიშვილის მიერ ჩაგდებული ორქულიანით მეოთხედფინალური სერია 2:1 მოიგეს. ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "ენერჯისთან" დათმეს და...

...ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას შეუდგნენ: 2010 წლის ზაფხულში შსს-ში გადავიდნენ ბესიკ ლეჟავა და დავით იმნაძე ("ბათუმიდან"), დავით ბარბაქაძე (თსუ-დან) და კოკა ტომარაძე (ესპანური "მონსონიდან"). რადგან პირველ წრეში დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, შსს-ელებმა ამა წლის იანვარში ბათუმიდან მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გადაიყვანეს, ხოლო "ენერჯიდან" - ბექა წივწივაძე და ჟულივეტ ტუჯანი.

ერთი შეხედვით, შსს საჩემპიონო დავაში "არმიას" გაუტოლდა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ყოველ მწვრთნელს გუნდში თავისი სტრატეგია და სიახლეები მიაქვს. შესაბამისად, გუნდის შესათამაშებლად და ერთ მუშტად შესაკვრელად დროა საჭირო. შსს-ს სწორედ დრო არ ეყო... დავით უსტიაშვილმა გუნდი თავისი სტრატეგიით რეგულარული ეტაპის ბოლოს აათამაშა და თითქოს პლეი ოფებიც დამაჯერებლად უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მწვრთნელის სიტყვებს მოვიშველიებთ: მოხდა წარმოუდგენელი რამ - "სოხუმთან" მეოთხედფინალებისას სასტარტო ხუთეულის ხუთივე წევრი ტრავმირებული იყო, ზოგი საერთოდ ვერ თამაშობდა, ზოგი ნახევარი ძალით ირჯებოდა. მაგალითად დავით იმნაძეს მუხლის მძიმე ტრავმა ჰქონდა და ზამთრის შემდეგ თითქოს არ უნდა ეთამაშა, მაგრამ თავი არ დაზოგა და პლეი ოფებში გუნდს დაეხმარა. ასევე ტრავმირებულები თამაშობდნენ ბესიკ ლეჟავა და ტროი კოტონი, ხოლო ვერ ითამაშეს გიორგი მარკოიშვილმა და ბექა წივწივაძემ.

ბოლო მატჩში ნერვებმა უმტყუნა ბესიკ ლეჟავასაც, მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მოკლედ, ხალისით დაწყებული სეზონი შსს-მ უხალისოდ დაასრულა, თუმცა ფაქტია, იგი წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა. ლოგიკურია, რომ ეს ტენდენცია სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მესამე საფეხურზე ასული გუნდი, შესაძლოა, ერთბაშად დაიშალოს, რაც ნამდვილად დასანანი ამბავი იქნება. თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ საკალათბურთო რუქიდან გაქრობის ნაცვლად შსს მეოთხე საფეხურზე ააბიჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს