კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხდა.

„დინამომ“ მოიგერია რა მეტოქის სასტარტო შეტევა, სწრაფი კონტრიერიშით უპასუხა. მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სულ მალე მასპინძელთა მცველების შეცდომით აცილმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ნაკლებად სანახაობრივი, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. საქართველოს ჩემპიონს უჭირდა ბურთის დაჭერა, ინიციატივის დაუფლება. მას ელემენტარულად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გუნდს წინ გაუძღვება და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენებაზე „დინამოს“ მწვრთნელმა ცხადაძემ თამაშის გასამწვავებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ქარდავასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი და ოსეი შეუშვა. ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ჰაიფური გუნდი კი თავს უნარიანად იცავდა და თამაში მისთვის სასურველი სცენარით ვითარდებოდა. 66-ე წუთზე მეირის პასით შეცვლაზე შესულმა დავიდმა მიგინეიშვილის კარი დალაშქრა და „დინამო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს „დინამომ“ დიდი ძალებით შეუტია და პაპავამ ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, "დინამომ" ისევ წააგო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც მისი მოწინააღმდეგე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში მთლად უშანსოდ არ არის.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ჰაიფაში ჩატარდება.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - მაკაბი 1:2

გოლები: 0:1 აცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე, კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46), მარუშიჩი

მაკაბი: კოენი, გერშონი, მეირი, პლანიჩი (დაბანი 84), მენაჰემი, აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71), აცილი (დავიდი 64), დონიო (საჰარი 63), აზიზა (ასკენაზი 84)

ბესო
რატომ არ უნდა წავაგოთ? უკეთესი შედეგი თუ გვინდა, უკეთესი ხელფასები უნდა ქონდეთ, უკეთესი ლეგიონერი ფეხბურთელები უნდა გვყავდეს და ქართველ ფეხბურთელებსაც მეტი მოტივაცია ექნება.. აბა სხვა რა მიზეზია? ფორტუნას მივცეთ ქრთამი მაშინ
ზაზა
სასწრაფოდ აიკრძალოს ძალადობა რას გავს ეს ყველა გუნდი გვიგებს ფიფას და უეფას სადისციპლინო კომიტეტში უნდა გაიგზავნოს წერილი შეიძლება ვინმემ მაინც ფრე გვეთამაშა. აუ სად ვართ.
100%
,,ფიფანო,, ფხ, ))))
პელე
ყველაფერს აგებენ და შანსს მაინც ინარჩუნებენ. ამათმა 1-2 თამაშიც რო მოიგონ, ჩემპიონები გახდებიან :D :D
oto
ტავმოყვარეობაც არა აქვტ ესეტი პარცჰაკები სად დაიბადნენე
ბადრი
სადა ვართ და რა გვინდა? რამის იმედი დარჩა? ვერ გაიგეს დინამო და საერთოდ ფეხბურთი რა არის ჩვენთვის. სად არიან ვეტერანი დინამოელები, რატომ არ იღებენ ხმას. არ ეუხერხულებათ თუნდაც ყოფილი კავშირის მაშტაბით? რატომ დუმს საზოგადოება, რას ელოდება, რას.? თავისით რამე მოსულა რომ ეხლა მოვიდეს? და ცხადაძე ან ნემსაძე რამე შუაშია? ალბათ არაფერში, ფეხბურთელები აღარ დარჩათ და რა ქნან.
გლახუნა
ფეხბურთელები ...მერე დირექტივებით პოლიტიკაში შედით, პოლიტიკაში და სახელმწიფოც ჩამოშალეთ - აბა, სხვა რა შეგიძლიათ(?!)
გოგა
..."თქვენ რაღა დაგემართათ, რას აკომენტარებთ, ან რას უყურებთ ამ მარაზმს!"- მესმის შენი მეგობარო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, ვინ უყურებს? ორასი-სამასი კაცი ტრიბუნაზე (ალბათ მონაწილეთა სანათესაო-სამეგობრო-სამეზობლო), ოდნავ მეტი ტელეეკრანთან... უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ და დაჯერება გვიჭირს, რომ თბილისში ფეხბურთი დიდი ხანია მკვდარია, მხოლოდ რეგიონებში ესინჯება პულსი, ისიც კუთხურობის პრინციპიდან გამომდინარე, "ცხვარზე თამაშის დონეზე" ესაა და ეს.
ქუთაისელი
erti kutaiseli pegburteli mainc dagetovebiat gundchi ro es cagebac dagvebralebia.,
მე-14 სკოლა
ააგეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი, დი-ნა-მო არ ჭღ-რპ-ღრ. კაი ხანია თქვენ დამარხეთ ქართული ფეხბურთი
S.O.S. სასწრაფოდ!!!
დინამო თბილისი-ყველაზე სტუმართმოყვარე უთავმოყვარეო გუნდი სამყაროში!!! დიადო ვეტერანებო იყავით ეგრე ჩირგვებში ხმა არ ამოიღოთ ვინმეს არ ეწყინოს!!!
wbc
რაც კლუბია ის არის რეპორტაჟი! ცხადაძე მენანება
Diduuuu ra dgeshiaaa qartuli fexburti
მართლა საზღვარი აქვს ყველაფერს უკვე, ნებისმიერი გუნდისთვის დინამო საჩუქარია უკვე სამწუხაროდ.
xx
ჰმ, განა მარტო ფეხბურთია მკვდარი?
Levan
წლებია დინამოს თამაშს ვუყურებ და აღმოსავლეთ ტრიბუნა მუდამ ცარიელია,ან აღმოსავლეთ ტრიბუნისკენ დასვით ხალხი,ან კამერა დააყენეთ აღმოსავლეთით...ანდა რა აზრი აქვს ნეტა
კორონიკო!
დაიშალოს თბილისის დინამო დღევანდელი შემადგენლობით!!! ასევე უნდა გაიწმინდოს ფეხბურთის ფედერაცია უცოდინარების და არაპროფესიონალებისაგან!!!
rezi
ფიფიამ დაღუპა დინამო...
Levan
ერთ წელში გუნდი არ შენდებაო და გაცალეთ,მერე ორი,სამი,ოთხი...დინამო აღარ არსებობს
ოზუზი
რას იზამ სპორტი - სპორტია! იმათებმა აჯობეს ჩვენებისას. მკობნის მჯობნი არ დაილევაო!
მამუკა
ჟურნალისტიც მაგრად ღადაობს, წააგეს მაგრამ შანსს ინარჩუნებენო)))
მალადეც
ხალხნო კლუბის მეპატრონეებს და მწვრთნელებს და ფეხბურთელებს თავმოყვარეობა რომ არ აქვთ ეგ გასაგებია, მარა თქვენ რაღა დაგემართათ, რას აკომენტარებთ, ან რას უყურებთ ამ მარაზმს! გაიფიცეთ ნუღა უყურებთ და მოუწევს წასვლა იმ კაცს, სხვანაირად დაასამარებენ დინამოსაც და ქართულ ფეხბურთსაც ეს სამარცხვინო ადამიანები. რამდენჯერ და რამდენი საუკუნე უნდა წააგოს ზედიზედ , რომ მიხვდეთ რომ არ უყუროთ და არ იაროთ ამ კლუბის თამაშებზე
qomagi
fifia da dinamoa kaifia)))
კ ო მ ბ ლ ე
შანსს ინარჩუნებსო? შენ ბრატ კიევის დინამოზე ამბობ, თუ ჩვენი? დინამოები ხომ არ აგერია ერთმანეთში?... შენ თვითონ, თუ გჯერავს რაც დაწერე?
ლუი საზანგეთიდან
რას ერჩით? მშვენივრად ითამაშა თბილისის "საზანგეთმა". დაიმატონ კიდევ რამდენიმე ლურჯკანიანი მოზამბიკის სოფელ მუტომბოდან და მერე ბარსასაც მოუგებენ.
zaz197
ოთხ თამაშში ერთი ქულა მაინც აიღეთ, თქვე უნამუსოებო.....
123პპ
მკვდარი არს ფეხბურთი ქართული.....
Ნიკოლოზი
ფიფია პრემიერმინისტრად, ან გაეროს გენერალურ მდივნად
Anti
მადლობა დინამო თბილისს და მადლობა ფიფიას რომ ყოველწლიურად წერთ საქართველოს ისტორიას!
ნკ
გაუჭირდებოდათ თუ არ იზავდნენ?? ესენი აღარ უნდა აკრიტიკო მაინც ყველას კიდია!! ამათ უნდა დაცინო!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
კაშიას და კანკავას "სლოვანი" ისრაელშიც დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "იუვენტუსის" ფიასკო - "რეალი" რიუდიგერმა "შახტართან" მარცხისგან 20 ნაკერის ფასად იხსნა [VIDEO]
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს