ქუთაისის "ტორპედომ" ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა ძირითადი გუნდის მოთამაშეებმა ეროვნული ლიგის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. "დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში" ქუთაისელებმა "საბურთალოსთან" ფრედ, 1:1 ითამაშეს.

შეხვედრა თბილისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ანგარიშის გახსნა სტანდარტული მდგომარეობიდან სცადეს. ამის შემდეგ გიორგი გულიაშვილის სახიფათო დარტყმა ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია.

ფაქტობრივად, შემდეგივე შეტევა ქუთაისელებმა გოლად აქციეს - ახალწვეულმა ლევან წოწონავამ ლაშა ჩალაძეს გაატანინა და პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა.

მეორე ნახევარში გუნდებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. თამაშს ძირითადად "საბურთალო" აკონტროლებდა, კახა ჩხეტიანის გუნდი ერთხელ ძელმა იხსნა, ერთ ეპიზოდში კი დინო ჰამზიჩის კარი თამაშგარე მდგომარეობიდან აიღეს. "საბურთალომ" მაინც გაიტანა - მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ ნიგერიელი ოგაგა ოდუკოს საგოლე პასი გამოიყენა.

ქუთაისის "ტორპედო" კი მალე ოფიციალურად გამოაცხადებს გუნდში მეკარე როინ კვასხვაძისა და ნახევარმცველ მათე ცინცაძის დაბრუნების შესახებ.

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, 8 აგვიატოს, "საბურთალო" თბილისის "დინამოს" ესტუმრება, მომდევნო დღეს კი "ტორპედო" "თელავს" მიიღებს.

გულშემატკივარი
ტორპედო თავშესაფარია?!მაშინ დინო უნდა წავიდეს...
უნაი სიმონი
არც ეს შოვნაძეა ცუდი და ასათიანიც ჰყავთ
zura
დინო ჰამზიჩი არის საქართველოში საუკეთესო მეკარე და კვასხვაძე რაღად უნდათ? ისევ ძმაბიჭობის ამბებია? დაჩაგრავენ დინოს როგორც დინამოში კვასხვაძის გამო პერალესი დაჩაგრეს?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში