9 შესაძლებლიდან 9 ქულა! -ასეთი მაჩვენებლით დაასრულა რვაწლიანებში საქართველოს პირველობა ქუთაისელმა თამარ ესაძემ
9 შესაძლებლიდან 9 ქულა! -ასეთი მაჩვენებლით დაასრულა რვაწლიანებში საქართველოს პირველობა ქუთაისელმა თამარ ესაძემ. ბოლო ტურში მან შავი ფიგურებით თანაქალაქელ ელენე ძოწენიძეს სძლია, არადა, ჩემპიონობა ვადამდე ჰქონდა განაღდებული. 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა გორელი ნინო დარჩიაშვილი, რომელმაც გუშინ ნია დონღვანი (ქუთაისი) დაამარცხა. ეს უკანასკნელი 6 ქულით მე-3 ადგილს დასჯერდა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეოთხე-მეექვსე ადგილები ნინო ნაჭყებიამ (სამტრედია), ანა იარაჯულმა (თბილისი) და მარიამ ნოსელიძემ (ქუთაისი) გაინაწილეს. ამ ასაკის ბიჭებში პირველობა არავის დაუთმო თბილისელმა ნიკოლოზ კაჭარავამ, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ქულა დაკარგა. გუშინ მან ნიკა კევლიშვილს (საგარეჯო) მოუგო. გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა და ვერცხლის მედალი ხვდა საბა ლომსაძეს (თბილისი). 6,5-6,5 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილები დავით გაბუნიამ (თბილისი) და ვახო ესვანჯიამ (სამტრედია) გაიყვეს.

12-წლიან გოგონათა ბოლო ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ნინო ჯალაღონიამ (ქუთაისი) ოქროს მედლისთვის თეა ჭოლაძესთან (ქუთაისი) ყაიმი იმყოფინა - ცხრა შესაძლებლიდან 8 ქულას მოუყარა თავი. მეორე ადგილოსანი ნინო დახუნდარიძე (ქუთაისი) მართალია, გუშინ თეთრი ფიგურებით სალომე სანიკიძეს (თბილისი) დანებდა, მაგრამ წინა ტურებში მოგროვებული 7 ქულა ვერცხლისთვის საკმარისი აღმოჩნდა: 6,5 ქულით ბრინჯაო თამარ ფაშკურიძეს (ტყიბული) ერგო.

ვაჟებში ლიდერთა ბოლო ტური პაექრობა ყაიმით დამთავრდა: დაზავდნენ გიორგი ინანეიშვილი (ქუთაისი) და ირაკლი ახვლედიანი (ბათუმი). ამ ნახევარმა ქულამ ზღვისპირელი მოჭადრაკე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა, რიონისპირელი სპორტსმენი დააზარალა, რადგან ინანეიშვილმა საბოლოოდ 7 ქულა მოაგროვა, რამდენიც გორელმა ლუკა ლიჩელმა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეტოქეს უკეთესი კოეფიციენტით გაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა. ინანეიშვილი მესამე ადგილს დაყაბულდა.

ტურნირის გამარჯვებულები - ესაძე, კაჭარავა, ჯალაღონია და ახვლედიანი თანატოლთა შორის მსოფლიოს პირველობაზე ითამაშებენ, ხოლო დარჩიაშვილი, ლომსაძე, დახუნდარიძე და ლიჩელი ევროპელებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს