"ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო მატჩს დღეს, 23 ივნისს საღამოს ბუქარესტის "სტიაუასთან" გამართავს
"ზესტაფონმა" თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის ოთხსაათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩააღწია.

კომფორტულ სასტუმრო "ზაივალდში" დაბინავებისა და რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ გუნდი მახლობლად მდებარე კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდვრისკენ გაეშურა, სადაც საქართველოს ჩემპიონებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში ჩაატარეს. მასპინძლები ქართველებს სასტუმროშიც და მოედანზეც გულთბილად შეეგებნენ.

"ზესტაფონის" ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯანმრთელადაა, თუმცა ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსი ბენაშვილი და ზაალ ელიავა ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. შეკრების მეორე დღიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავიდა.

პირველ საკონტროლო შეხვედრას "ზესტაფონი" დღეს, 23 ივნისს დაბა ბიშოფსჰოფენში რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, ბუქარესტის "სტიაუასთან" გამართავს. მატჩი საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება.

გადაწყდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ავსტრიაში ოთხ სპარინგმატჩს ითამაშებს. 27 ივნისს "ზესტაფონი" კარგად ნაცნობ ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება, 30 ივნისს კი ძალებს შვეიცარიულ "ბაზელთან" მოსინჯავს. შეკრების მიწურულს, 5 ივლისს, იმერლები ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, მეტოქის ვინაობა ზუსტდება.

როგორც ხედავთ, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი უპირატესობას კვლავაც ძლიერ მეტოქეებთან სპარინგს ანიჭებს, რაც უთუოდ გამართლებულია. წესით, ავსტრიულ მატჩებში გუნდის ავ-კარგი ნათლად უნდა გამოჩნდეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპისთვის სათანადო დასკვნების გაკეთებაც უნდა მოესწროს. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები აშკარად "დაჩიაზე" ძლიერები არიან და თუ "ზესტაფონმა" მათთან დადებით შედეგს მიაღწია, ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა ერთიორად გაუძლიერდებათ.

"ზესტაფონი" სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით არ აქტიურობს და დაველოდოთ, სეზონის განახლებამდე შეუერთდებიან თუ არა ახალწვეულები ფეროელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულგარე
დევიდ, "ასეთი თამაშით" რას ნიშნავს? ვინ ნახა თამაში? სეზონთაშორისი ამხანაგურები მოსაგებად კი არა, სასწავლებლად ეწყობა. აცალეთ, მუშაობენ. ვინ თქვა, რომ მზე მარტო თბილისში ამოდის? სტეიტ, შენ გგონია, "ზესტაფონმა" თბილისის ჯინაზე უნდა მოიგოს ხოლმე?
ramo
state რასაც შენ ამბობ მაგას სეპარატიზმი ქვია. მაინტერესებს თბილისის გინებაში ფულს გიხდიან თუ მოხალისე ხარ.
დევიდ
ესეც ჩვენი ჩემპიონი...დღეს დამარცხდა "სტიაუასთან" 1:0...თუმცა, შეიძლება გეგუჩაძემ უფრო დაინახოს სუსტი მხარეები და ლიგაზე კორექტივები შეიტანოს, თორემ ასეთი თამაშით დაჩიას ძლევა გაგვიჭირდება...
state
ზე სტა ფო ნი! ზე სტა ფო ნი.... მიდით აჩვენეთ საქართველოს რომ მზე მარტო თბილისში არ ამოდის... მე მჯერა თქვენი თავდაუზოგავობის... ზე სტა ფო ნი ზე სტა ფო ნი!!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს