ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩამ "სპარტაკთან" მატჩი ჩააგდო? - მან გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა

ხვიჩამ "სპარტაკთან" მატჩი ჩააგდო? - მან გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა

ბევრი მიიჩნევს, რომ „სპარტაკთან“ მოგებული რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „რუბინის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათანადოდ ვერ ჩაატარა, რასაც შეიძლება ნაწილობრივ დაეთანხმო. მხოლოდ ნაწილობრივ. კვარაცხელიას 23 წლის მცველი ნიკოლაი რასკაზოვი პერსონალურად მეურვეობდა, მას მოზესი და ნაილ უმიაროვი აზღვევდნენ. ამდენად მარცხენა ფლანგზე მისი განეიტრალებით 3 ფეხბურთელი იყო დაკავებული, რამაც ილია სამოშნიკოვს ხელ-ფეხი გაუხსნა, რომელსაც ნამატჩევს ყაზანელი სპინაცოლა უწოდეს. ის საუცხოოდ გაისარჯა, გატანილი გოლის გარდა კიდევ რამდენიმეჯერ დაემუქრა მაქსიმენკოს კარს და გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. ამას კი მოედანზე ხვიჩას ყოფნის გარეშე ვერ მოახერხებდა, რამეთუ საჭირო სივრცეები არ გაეხსნებოდა.

რა თქმა უნდა, რასკაზოვი ჩვენებურის წინააღმდეგ ჩინებულად მოქმედებდა და რთული ტესტი ჩააბარა: მშვიდად და აუღელვებლად ხვდებოდა, ორთაბრძოლებსა და სისწრაფეში არ ჩამორჩა და რაც მთავარია, პოზიციას სწორად არჩევდა. ის სრულად იყო დაკავებული მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულებით და სამოშნიკოვივით შეტევებში ჩართვისთვის ვერ იცლიდა. ამისათვის არც დრო ჰქონდა და არც ენერგია. მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მიიღო ორ იერიშში მონაწილეობა (როდესაც ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს), რომლებიც უშედეგოდ დასრულდა. ხვიჩას შვიდი დრიბლინგიდან მხოლოდ ორი გამოუვიდა და ორივე უმიაროვთან.

ყაზანელთა გუნდის წამყვანი რგოლი მარცხენა ფრთაა, სადაც კვარაცხელია და სამოშნიკოვი მოქმედებენ და მათ დრო და დრო ეფექტურად ეხმარება ოლეგ შატოვი. ხაზგასასმელია, რომ „რუბინმა“ კარისაკენ რვაჯერ დაარტყა ბურთი და ხუთი მათგანი მარცხენაფლანგელების ანგარიშზეა. ასე რომ, ხვიჩამ თავისი საქმე მაინც გააკეთა და თანაგუნდელებთან ერთად რუსეთში ახალი „სპარტაკის“ უძლეველობის მითი დაანგრია. შეგახსენებთ, „სახალხო გუნდს“ ახლახან ჩაუდგა სათავეში პორტუგალიელი რუი ვიტორია და წინასასეზონო სამზადისისას ყველა საკონტროლო შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ამ დაპირისპირების მნიშვნელობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ნამატჩევს „რუბინის“ თავკაცი ლეონიდ სლუცკი შეუძლოდ შეიქნა და სახლში ნაადრევად წავიდა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა არ დამალა, რომ შესვენებაზე გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა, უკეთ ეთამაშათ, თორემ მწვრთნელს დაკარგავდნენ.

და კიდევ: ყველა აღნიშნავს, რომ მომავალი ტრანსფერის წინ ხვიჩა მშვიდადაა და ეს მასზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყო ფსიქოლოგიურად, შეუძლებელია ყველაფერმა ამან არ იმოქმედოს, მით უმეტეს 20 წლის ბიჭზე.

• Status quo

ნუ წერთ ამდენს ამ ბიჭზე, დაანებეთ თავი. უკვე ცუდად მოქმედებს.

• მთ

წაიღეთ ტვინი!!!!!

• ისიდორე

ხვიჩა ტოპ ლიგის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. რუბინს გამთამაშებელი ცოტა ნორმალური რომ ყავდეს ხვიჩიას ხელ ფეხი გახსნილი ექნებოდა მისი ჩვეული დრიბლინგით. შუა ხაზის ნახევარდამცველები ყავს ცუდი.

• ჯუჯი

დღეს რუბინში ისევ გამორიცხეს ხვიჩამ გადასვლა,რაიმე კონკრეტული წინადადების არარსებობის გამო, რაც ნაწილი რო ხვიჩამაც დაადასტურა, ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ტრაფარეტი უჭირავს წარწერით”შეეშვით ტყუილების გავრცელებას, არსად არ მივდივარ”.

• ირაკლი

მატჩის შემდეგ, საკმაოდ ნეგატიური შეფასებები წამოვიდა ხვიჩას გაწეული სამსახურის შეფასებისას... მეც ვუყურე და როგორც რიგით გულშემატკივარს, ბუნებრივია მეტი მინდა... მაგრამ, თუ სუბიექტური არ ვარ ჩვენი იმედის მიმართ, ცუდი ნამდვილად არ ყოფილა... თუმცა, მეტი და მეტი... ხვიჩა- ჩვენო პატარა ძამიკო! შესაგდები, უნდა შეაგდო. კეთილისმსურველი

• Slava

• Slava

ვფიკრობ რომ ხვიჩას მთელი დატვირთვით არ უთამაშია, იმიტომ რომ ის მართლა ემზადება გადასასვლელად მილანში, და ამიტომ ვფიკრობ რომ თავს გაუფრთხილდა, და მე მგონი ესეთ შემთხვევაში მისაგები უნდა იყოს არამარტო ჩვენთვის არამედ რუბინული კლუბისთვისაც, იმიტომ რომ რუბინი ამით დზალიან დიდ ფულს შოულობს..... და გუშინდელ თამაშზე არამგონია რომ თვითონ კლუბში უკმაყოფილო იყონ ხვიჩას თამაშით. უკმაყოფილო იკნებოდა მარტო რუბინის გულშემატკივარი, იმათ ხომ ხვიჩას გაშვება არუნდათ.......

• სანდრო

აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს. საქართველოში ყველას ჰგონია, რომ ფეხბურთი ესმის. ამ დროს 90% გაგებაში არაა. გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასაჭირო და არაკომპეტენტური კომენტარებისგან. მომიტევეთ.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს