ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც -90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. როგორც ჩანს, ნიკოლოზმა ფორმის პიკს სწორედ მსოფლიო პირველობაზე მიაღწია, ოლიმპიადას კი სათანადო დონეზე ვერ შეხვდა.

შერაზადიშვილი რუს იგოლნიკოვთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის მისი გამოსვლა საეჭვო იყო, მაგრამ ესპანელმა ქართველმა ბოლომდე იბრძოლა, მარცხი კი ძალიან ემოციურად განიცადა.

ესპანურმა lavanguardi-მ შერაზადიშვილს სტატია მიუძღვნა:

"ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და ტატამის დანახვაც აღარ მინდა. ცოტა ხნით დასვენება მჭირდება, რათა ყველაფერი უკეთ გავაანალიზო. აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, როდის" - ეს 25 წლის ესპანელ ძიუდოისტ ნიკო შერაზადიშვილის სიტყვებია. თავიდან მას საუბარი საერთოდ არ სურდა. მსოფლიო ჩემპიონი ხომ ყველაზე რეალური კანდიდატი იყო, რათა ესპანეთს ოქროს მედალი მოეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა...

"ვერ ვხვდები, რა მომივიდა. ასეთი ხანგრძლივი ორთაბრძოლები არასოდეს მქონია", - გააგრძელა სპორტსმენმა.

ძიუდოს ტაძარ ბუდოკანში, სადაც სპორტის ეს სახეობა გამოიგონეს, შერაზადიშვილი მედლისთვის ბრძოლის მიღმა მას შემდეგ დარჩა, რაც უზბეკ დავლატ ბობონოვთან დამარცხდა. ყველაფერი "ოქროს ქულის" დაწყებიდან ექვსი წუთის შემდეგ გადაწყდა. ნიკო აქ როგორც მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგში პირველი ნომერი მივიდა, მაგრამ 28 ივლისი მისი დიდების დღე არ იყო.

შერაზადიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის -100 კგ-მდე კატეგორიაში გადაინაცვლებს. ნიკოლოზს ბოლო პერიოდში წონის კონტროლი უჭირდა.

შერაზადიშვილთან ერთად ესპანური ძიუდო ტოკიოში მონაწილეობას წყვეტს..."

შეგახსენებთ, -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში სწორედ ნიკოს მძლეველი რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა. შერაზადიშვილი მახრჩობელა ილეთის შემდეგ გაითიშა, რუსი სპორტსმენი კი მხოლოდ გამარჯვებით ხარობდა და მეტოქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც კი მოუკითხავს...

Master
შიშით ეჭიდავებოდი იგოლნიკოვს.აშკარად ჩანდა რომ მოგიგებდა.წინასწარ დათრგუნული გახვედი.რუსის რატომ უნდა გეშინოდეს ტატამზე.
alex
რა ყურები ჩამოჰყარე უხეირო ჯორივითა, ჯო? შენ შენს მოსაგებს მოიგებ, გული არ გაიტეხო
დ
არ დანებდე ნიკო, მთელი საქართველო შენთანაა, წაგება და მოგება ძმები არიან, სულ ხომ არ მოიგებ შე კაცო? გააგრძელე ჭიდაობა. შენ გახდები ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქართველები ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ და წარმატება მიულოცეს [VIDEO]
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
შერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
"ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
შერაზადიშვილმა გუანჯოუს ტურნირის ფინალში მეტოქე იპონით დაამარცხა [VIDEO]
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ