რუსეთის მეორე დივიზიონში (FNL) საკმაოდ ბევრ ქართულ გვარს შეხვდებით, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრები მათი თამაშით დაინტერესებულნი არიან. სია საკმაოდ გრძელია და ყველას ერთ წერილში თავმოყრა რთული იქნება.

რანგით მეორე ლიგის მე-4 ტურში "ველეს მოსკოვმა" "ტომს" 1:0 სძლია და მესამე ადგილს იკავებს. მასპინძელთა შემადგენლობაში, 22 წლის მარჯვენა მცველმა ალექსანდრე კახიძემ სრულად ითამაშა, გამარჯვების გოლის ავტორი კი რუსეთის მოქალაქე, 21 წლის ვლადიმირ კაბახიძე გახდა.

"ველესის" რიგებში კიდევ ერთი ქართული გვარის, მაგრამ რუსული პასპორტის მქონეა - 23 წლის თემურ ჯიქია. ფორვარდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, მანამდე "ულიანოვსკის", "კოლომნას", "არარატ მოსკოვისა" და "ხიმკის" რიგებში გამოდიოდა.

რაც შეეხება ქართველ კახიძეს - მან მოსკოვურ კლუბში გასულ წელს 33 შეხვედრა გამართა და 2 გოლიც გაიტანა. "ტომთან" შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა, ნახევარმცველ კაბახიძეს ახლადდაწყებულ სეზონში უვე ორი შედეგიანი დარტყმა აქვს, გასულ წლებში კი "ტამბოვში" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

31 წლის ირაკლი კვეკვესკირი, რომელიც გულშემატკივრებს მისი სომხური კარიერიდანაც უნდა ახსოვდეთ, მეოთხეადგილოსან "სკა ხაბაროვსკის" წევრია. ნახევარმცველი ხაბაროვსკელთა რიგებში 2018 წლიდან გამოდის და მის ანგარიშზე ექვსი გოლია.

წელსაც "ნეფტეხიმიკის"ერთ-ერთი ლიდერი 28 წლის ქართველი ფორვარდი მერაბ ურიდია უნდა იყოს, რომელმაც გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, მათგან ერთი განსაკუთრებული სილამაზის იყო. ქართველის კლუბი რუსეთის მეორე ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს.

"ლიპეცკის" (მე-14 ადგილზეა) რიგებშია 33 წლის ვეტერანი, რუსეთის მოქალაქე რუსლან ახვლედიანი, რომელსაც 2017-18 წლების წარმატებული სეზონის შემდეგ კლუბში ნაკლები შანსი ეძლევა.

"ტექსტილშიკის", რომელსაც FNL-ის ახალ სეზონში ჯერ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, წევრია რუსეთის სახელით მოასპარეზე 21 წლის თავდამსხმელი გოჩა გოგრიჭიანი. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გოჩა გოგრიჭიანის ვაჟი "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდებიდან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, რომელმაც ჯერ "აკრონში", მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კი ახლანდელ კლუბში გაანათხოვრა.

დოლგოპრანდის "ოლიმპის" წევრია ქართველი მცველი ირაკლი ჭეჟია. 29 წლის ფეხბურთელი ქობულეთის "შუქურაშიც" ასპარეზობდა, მანამდე კი "არმავირისა" და "ხიმკის" მაისურით თამაშობდა. ჯერჯერობით მისი კლუბი ლიგის აუტსაიდერია.

4 ტურის შემდეგ ამდენივე ფრე აქვს ქართველი ლეგიონერების, ილია ბერიაშვილისა და ბექა ქავთარაძის "როტორს". გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტები გამარჯვების გარეშე არიან. ნიკოლაი ყიფიანის გარდა, გუნდში წარმატებით რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე ასპარეზობს. ის გასულ წელს "როსტოვში" გამოდიოდა. ნახევარმცველს რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრებში 6 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლის ავტორიცაა.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, 24 წლის ლეო გოგლიჩიძეს - მისი "ნიჟნი ნოვგოროდი" წელს ელიტაში აღზევდა და ამჟამად მეხუთე ადგილზეა, პრემიერლიგაში კი მცველს ჯერჯერობით თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიეცა.

მანამდე ლეოს "ჩაიკაში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა. უფრო ადრე მარცხენაფლანგელი "კრასნოდარში" თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი იყო. გოგლიჩიძეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს გამართული.

fff
აუუ ამთზე ნერვიულობა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის.დდ
ღლონტი
"ჩეჟია" მომეწონა ნამეტნავად.
გრიგოლი1408
აღებ მიცემობა ევროოაში როა ეგეთი უნდა.პელემ მოუწოდა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მაინც დაკეტეთ ტოტალიზატორიო. იმის მერე ხმა აღარ ამოუღია მაგ თემაზე ისე გააჩუმეს
სულხან
აბა მანდაა თუა მაზი და აღებ-მიცემა, რაზბორკა, ატკატი, დაკრიშვა,მაზი, გასტავკულია ყველა და ყველაფერი, ის "თელაველი" ილო მენანება, მარა აბა ჯუღელი? ზუსტად მანდაა ლომი.
giosvani
Ruslan Akhvlediani Centre-Forward Aleksandr Kakhidze Right-Back Vladimir Kabakhidze Central Midfield Temur Dzhikiya Centre-Forward Gocha Gogrichiani Centre-Forward Irakli Chezhia Centre-Back Diego Malania Centre-Back Irakli Kvekveskiri Defensive Midfield Eduard Bulia Centre-Forward Anzor Sanaia Centre-Forward Moris Nusuev Centre-Back Georgi Gongadze Centre-Forward Leon Sabua Centre-Forward Nikoloz Kutateladze Centre-Forward Merabi Uridia Centre-Forward Georgi Natabashvili Goalkeeper Aleksey Tataev Centre-Back Alan Khugaev Defensive Midfield Nikolay Giorgobiani Attacking Midfield Georgi Makhatadze Central Midfield Nikolay Kipiani Left Winger Ilia Beriashvili Centre-Back Beka Kavtaradze Centre-Forward ყველა რუსეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობენ
დათო
ეს მგონი რუსეთის პირველი ლიგა კიარა საქართველოს ჩემპიონატი ყოფილა!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
სავარაუდო ტრანსფერები: კომახიძე "რუბინშია", გეგეჭკორს "ზენიტი" ელოდება
მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" ლეო გოგლიჩიძე "ოლიმპიეცში" გაანათხოვრა
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
27 სექტემბერი: კიდევ ერთხელ სოხუმის "დინამოზე"
გოჩა გოგრიჭიანის შვილი მოსკოვის ცსკა-ში ითამაშებს
კიდევ ერთი ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში?!
ბერიაშვილი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"მცემა, ცხვირი ისევ გამიტეხა, გაგუდვით მემუქრებოდა" - გოგრიჭიანს ყოფილი მეგობარი გოგონა ცილს სწამებს?
საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
"როტორი" ბერიაშვილით კმაყოფილია და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
უცხოეთში მყოფი ფეხბურთელები, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი აქვთ
დილა-შუქურა 1:3 - გორში უჩა სოსიაშვილიც გალანძღეს [VIDEO]
ბექა ქავთარაძე: ევროტურნირებზე თამაში სადებიუტო იქნება
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
ურიდიას გოლს "კოსმიური" უწოდეს [VIDEO]
[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი
ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]
იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!
ინფორმაცია რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე...
დამაჯერებელი გაგნიძე, ინერტული წიტაიშვილი და შეხვედრის საუკეთესო ქართველი - ჩვენებურების შაბათი