"ვოლგას" ახალ თავკაცს, დმიტრი ჩერიშევს "რუბინთან" მატჩში ქართველი ფორვარდის ძირითადში არდაყენების მიზეზებზე ჰკითხეს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ჯერჯერობით ვერც მთავარი მწვრთნელის შეცვლა შველის. "ქართველების გუნდიდან" დათხოვნილი ომარ თეთრაძის თანამდებობაზე მოსულმა დმიტრი ჩერიშევმა რუსეთის პრემიელიგის მე-15 ტურში "რუბინთან" 0:2 წააგო, თუმცა მატჩის შემდეგ ახალმა თავკაცმა გუნდის პროგრესზე ისაუბრა.

ჩერიშევმა ამ მატჩში "ვოლგას" ქართველი ლიდერი ოთარ მარცვალაძე, ბევრისთვის გასაკვირად, ძირითადში არ დააყენა და მწვრთნელს ამასთან დაკავშირებით შეკითხვები უმალ დაუსვეს.

ამასთან, როგორც ჩანს, ნიჟნი ნოვგოროდში ხმაც დაირხა, თითქოს ქართველი თავდამსხმელი გუნდთან განშორებას უკვე ამ ზაფხულვე აპირებს...

- ამ მატჩში დადებითსა და უარყოფითს რას გამოყოფდით?

- გული გაშვებულმა გოლებმა დამწყვიტა. შეცდომები დავუშვით და ამიტომაც დავისაჯეთ. სამაგიეროდ, გამახარა გუნდის აგრეისული სტილით თამაშმა. ეს სწორედ ის სტილია, რომელიც მეორე წრეში "ვოლგასთვის" სახასიათო უნდა გახდეს.

- ფეხბურთელები უკვე ხვდებიან, რას ითხოვთ მათგან?

- დიახ. პროგრესი არის.

- მოედანზე უცნაური შემადგენლობა გამოიყვანეთ. მაგალითად, რატომ დასვით სათადარიგო სკამზე მარცვალაძე?

- დრო ძალიან ცოტა მაქვს და ის ფეხბურთელების შესაძლებლობების გასაცნობად არ მყოფნის. ამას მხოლოდ თამაშის მსვლელობისას ვახერხებ. ჩვენი ფეხბურთელები ყველანი კარგები არიან და თამაში შეუძლიათ. გამოვარჩევთ იმათ, ვინც უფრო ძლიერი, უფრო მომზადებული იქნება და სწრაფად აუღებს ალღოს დავალებას.

- ...მაგრამ, მარცვალაძე "ვოლგას" ერთ-ერთი ლიდერია.

- წინა მატჩში "ზენიტთან" არცთუ კარგად ჩაატარა და შანსი ვაწაძეს მივეცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უკეთესი, ან უარესია. ჩვეულებრივი როტაციაა და ეს ნორმალურია.

- არის ინფორმაცია, თითქოს მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდს ამ ზაფხულს დატოვებს...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ითამაშეს მათ, რომელთა ნახვაც კონკრეტულად ამ დღეს შემადგენლობაში მსურდა.

- "ვოლგამ" ზედიზედ მესამედ წააგო. უკვე იცით, როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

- მოედანზე აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. სწორედ ამ გზით ვივლით. იმედი მაქვს, შევძლებთ.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა