ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მძლეოსან ბენიკ აბრამიანთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალის შემდეგ საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს, ცნობილი გახდა ყოვლად შემზარავი და ნებისმიერი სპორტსმენისთვის მიუღებელი ფაქტი. სამწუხაროდ, ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრამიანს გამოუვლინდა აკრძალული პრეპარატების მოხმარების შემთხვევა. მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ-სემინარისა თუ სხვადასხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. მძლეოსნობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გმობს სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენებას და ბოდიშს უხდის ჩვენს გულშემატკივარსა და სპორტულ სამყაროს ამ შემთხვევის გამო.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენიკ აბრამიანს ბოლო საკონტროლო შემოწმება ჩაუტარდა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, სადაც გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეიდან ფედერაციამ დაიწყო შესწავლა და გამოკვლევა, თუ საიდან ან რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. გუნდის დაბრუნებისთანავე მოხდება უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან, გუნდის ექიმთან დეტალურად საკითხის გარკვევა და ამა წლის 13 აგვისტოს გაიმართება გამგეობის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მიღებულ იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები, როგორც სპორტსმენის, ასევე ყველა სავარაუდო მონაწილე პირის მიმართ.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს და ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია, ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში."

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

Irakli Apkhaidze
ძალოსნობა არის ძალიან მისახედი ქვეყანაში, ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი იქაური პრობლემები, თუ გასაწმენდია გაიწმინდოს და მიეხედოს ამ სფეროს. ძალიან ბევრი სპორტის გაძლიერებას განაპირობებს ამ სახეობის განვითარება, ფეხბურთს განსაკუთრებით. რაგბში ხო გაცილებით კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ მაგიტომაა რომ მორბენლები და უკანახაზელების სანთლით გვყავს საძებარი ეს სპორტის სახეობა რომ ცუდ დღეშია. სწრაფი ქართველს ფეხბურთელი ბოლო დროს ვინ გახსენდებათ, ლობჟანიძის გარდა?
hhh
ბირთვის მკვრელი თუ გინდოდათ თქვენ გყავთათ პარიზის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი მამუკა ტუღუში, უყურადღებობის გამო მიატოვებინეთ უდიდესი მომავლის მქონე ბიჭს სპორტი.
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
დაბადების დღისთვის რიოს საგზური - ინტერვიუ ლაშა თორღვაიძესთან
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 18 აგვისტოს
რიო 2016: ბენიკ აბრამიანმა კვალიფიკაცია ვერ დაძლია
რიო 2016: ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა
ზურაბ კახაბრიშვილი: ცხელ გულზე არ მინდა, სხვა შეფასებები გავაკეთო, ამის დრო დადგება