ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფავორიტი გამოიკვეთა - ჯანპიერო გასპერინი

ფავორიტი გამოიკვეთა - ჯანპიერო გასპერინი

"ინტერისთვის" მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მორატი აცხადებს, რომ მწვრთნელის საკითხს მალე გადაწყვეტს
“ინტერისთვის” მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი გრძელდება და ჩვენც ოპერატიულად გაწვდით ახალ-ახალ ინფორმაციებს.

მასიმო მორატის არაერთ ფრონტზე მოეცარა ხელი, ბოლო იმედგაცრუება კი ანდრე ვილაშ ბოაშის მიმართულებით განიცადა, რომელმაც მილანური გრანდის მესვეურებს უარი სტკიცა და ლონდონის “ჩელსი” ჩაიბარა.

მორატი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მწვრთნელის საკითხს გადაწყვეტს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები გვიმტკიცებენ, უკვე გამოიკვეთა ის სპეციალისტი, რომელზეც პრეზიდენტის არჩევანი შეჩერდება. ლაპარაკია არც მეტი, არც ნაკლები ჯანპიერო გასპერინიზე, რომელიც ბოლოს “ჯენოას” ედგა სათავეში. არც მეტი, არც ნაკლები კი იმიტომ, რომ თითქოს გასპერინის კვალიფიკაცია თუ წარსული არ შეესაბამება “ნერაძურის” დონეს და ვეჭვობთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, გულშემატკივრები მთლად კმაყოფილები არ დარჩებიან.

მიუხედავად ამისა, გასპერინის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სულ უფრო რეალური ხდება და ამაზე თავად მორატის სიტყვები მეტყველებს:

“მწვრთნელის შერჩევის პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული და გამომდინარე აქედან, ლეონარდოს შემცვლელს ახლო მომავალში წარვადგენთ. ახალ მწვრთნელს ბოლო წლების შედეგების მიხედვით შევარჩევთ და ფავორიტი უკვე გამოკვეთილიც გვყავს. გასპერინი? - ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია, შესანიშნავად განსწავლული ტაქტიკურ ნიუანსებში და ფსიქოლოგიაში. ფეხბურთელებთან ურთიერთობა კარგად გამოსდის და მთლიანობაში, შესანიშნავი ადამიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ინტერის” ახალი მწვრთნელი აუცილებლად გასპერინი იქნება, მაგრამ მის კანდიდატურას, რომ სერიოზულად განვიხილავთ, ესეც ფაქტია.”

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, გასპერინი უკვე არაერთხელ შეხვდა “ინტერის” სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკას, ბოლო შეხვედრას კი თვით მასიმო მორატი დაესწრო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიდის და დიდია შანსი, უახლოეს დღეებში შეთანხმებით დასრულდეს. პრინციპში, თავად გასპერინის კომენტარსაც სწორედ აქეთკენ მივყავართ:

“დიახ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკმაოდ კარგადაც. როგორც აღმოჩნდა, მორატი და ბრანკა შესანიშნავად არიან ინფორმორებული ჩემი ბოლო წლების მუშაობის შესახებ და ბევრი ისეთი რამ გამახსენეს, რაც მე თვითონ აღარ მახსოვდა. ნათელია, რომ თანამშრომლობის ორმხრივი სურვილია - ამიტომ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრლების შანსი საკმაოდ დიდია.”

ჯერჯერობით, გაურკვევლობაში არიან “ინტერის” ფეხბურთელები და ელოდებიან, როდის დაინიშნება ახალი მწვრთნელი. მათ შორის გახლავთ ტიაგო მოტა, რომლის აგენტმა “გაძეტა დელო სპორტთან” საუბარში შემდეგი განაცხადა - მოვუსმინოთ დარიო კანოვის:

“ყველაფერი რომ მოტაზე იყოს დამოკიდებული, აუცილებლად “ინტერში” დარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ტიაგოს საკითხს ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს და ისღა დაგვრჩენია, რო მორატის გადაწყვეტილებას დაველოდოთ. მაგალითად, თუ არჩევანი ჯანპიერო გასპერინიზე შეჩერდა, მაშინ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლიენტი “ინტერში” დარჩება. გასპერინიმ კარგად იცის მოტას შესაძლებლობები, “ჯენოაში” წვრთნიდან მას და ვიცი, რომ ძალიან აფასებს. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, “ინტერს” სწორედ გასპერინი ჩაუდგება სათავეში.”

გასპერინი რომ ფავორიტია, ამაში დავრწმუნდით, მაგრამ შანსი სხვა მწვრთნელებსაც აქვთ, მათ შორის კიკე სანჩეს ფლორესს. ესპანელი სპეციალისტი ბოლოს მადრიდის “ატლეტიკოს” ედგა სათავეში და კვალიფიციური მწვრთნელის სახელიც დაიგდო. ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, “გაძეტა” ფლორესსა და მარკო ბრანკას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ გვატყობინებს - ფლორესს მზადყოფნა გამოუთქვამს მოლაპარაკებაში ჩაბმის, ბრანკა კი დაპირებია, უახლოეს მომავალში შეგეხმიანები და ერთ შეხვედრას გავუკეთოთ ორგანიზებაო, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...