ესპანური გამოცემა Plaza Deportiva სტატიას "ვალენსიას" ქართველი ახალწვეულის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ აქვეყნებს და წერს, თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა მეკარე "ღამურების" რიგებში.

"2 თვის წინ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, ვინ იყო გიორგი მამარდაშვილი, 2000 წელს დაბადებული, 197 სმ სიმაღლის მეკარე თბილისის "დინამოდან".

გარდა იმისა, რომ ევროპა ლიგაზე "გრანადას" წინააღმდეგ მისი თამაშის ხილვას შეძლებდით, რომელშიც გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, მამარდაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და მცირე ცნობა აქიდანაც შეიძლებოდა მიგეღოთ.

ქართველის ვალენსიური ისტორია კი ამ ზაფხულს დაიწყო, როცა მეკარის აგენტმა საკუთარი კლიენტი "ვალენსიას" ოფისს შესთავაზა.

ამ ზაფხულს მიღებული უამრავი ზარიდან კლუბის ტექნიკური სამდივნოს წევრების - ლუის მარტინესის, მარკო ოტეროსა და ხოსე ხიმენესის ყურადღება ერთმა მიიპყრო. შემოთავაზება მამარდაშვილის შესახებ ხელიდან გასაშვები არ ჩანდა და მისი ხელში ჩაგდების ოპერაციაც ჩაეშვა.

"ვალენსიას" აკადემიის თანამშრომლებმა ფეხბურთელის შესახებ კლუბის სკაუტების სამსახურის უფროსს, მიგელ ანხელ გარსია პერეს-როლდანს, იგივე კორონას, შეატყობინეს. კორონამ მამარდაშვილის მატჩები ნახა და სხვა შემოთავაზებებიდან ყველაზე მეტად ის მოეწონა. სწორედ ამ დროს გახდა გიორგის "ვალენსიაში" ჩამოსვლა რეალური.

კორონას "კურთხევის" შემდეგ ოპერაცია წარმატებით დაიხურა და "ვალენსიამ" სატრანსფერო ბაზრიდან ხელში ერთ-ერთი ძვირფასი სამკაული ჩაიგდო.

"მესტალიას" ბინადარმა კლუბმა გიორგი მამარდაშვილი იჯარით აიყვანა იმ პირობით, რომ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, თუმცა უკვე, სეზონის დასაწყისამდე 1 კვირით ადრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი "ღამურებში" დარჩება.

ძალიან ბევრ ფეხბურთელზე იწერება ხოლმე სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე, რომ მათგან კარგ თამაშს ელიან, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, მათი უმრავლესობა გაუჩინარდება ხოლმე. ეს კი მამარდაშვილს არ ეხება, რომელმაც ხოსე ბორდალასს თავი ძალიან სწრაფად შეაყვარა.

სილესენი, ხაომე და კრისტიან რივერო მთავარი გუნდის მეკარეები იყვნენ, მამარდაშვილს მეორე გუნდისთვის განიხილავდნენ, თუმცა ქართველის თამაშმა კლუბს გეგმები აურია. გიორგის მეორეხარისხოვან, სათადარიგო თუ დუბლების მეკარედ აღარავინ განიხილავს და მისი სათამაშო დონიდან გამომდინარე, პირველი გუნდის ძირითადი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს."

ერასტი
კარგი რა სვანსკი , სულ შრომა ,შრომა ნიახური ხომ არა ხარ მეორეჯერ მოხვიდე ქვეყანაზე. რა სჯობია კაი პურმარილს ,ქეიფსა და დროსტარებას კაიფ - კანაფი ,ბიო -სინთეზი ქალები და მამიკოს ნაყიდი მანქანები აი ესაა ჩვენი საქმე
ნათია
ეს ნაციონალების დისლაიქები რა უბედურებაა,ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე?
ზურა
მამარდაშვლის თამაშის მაღალი დონე ეგრევე შესამჩნევია
ATP 16
ძალიან ბევრი ქართველი ვითომ ჟურნალისტი და გულშემატკივარიც ამბობდა : ვალენსიას მეორე გუნდში , რატომ უნდა წახვიდე იჯარით , ნაკრების მეკარევოო ! ხოო , რუსეთის ჩემპიონატი ჯობდა ალბად ! ამ ბიჭს , აქვს ხასიათის , თავდაჯერებაც , შრომისმოყვარეობაც და იცოდა რასაც აკეთებდა და სადაც მიდიოდაა და აი შედეგიც , ძირითადი თუ არა , სამეულში მოხვდეს მთავარია და ეჭვიც აღარ მეპარება მაგაში და მერე მხოლოდამხოლოდ მასზე იქნებ დამოკიდებული ძირითადში ადგილი . წარმატბები .
სოსო
ისეთი სიტუაციაა,რომ მისი მომავალი,მთლიანად მისივე ხელში აღმოჩნდა.უკეთესს ვერც ინატრებდა.
ემიგრანტი
მამარდაშვილი ეპიცენტრად იქცა ესპანურ მედიაში კარგია რომ ყველას აოცებს და პრესა ზეწოლას ახდენს გიორგის სასარგებლოდ რომ პირველი მეკარე გახდეს და ასწც მოხვდება დაიმკბიდრებს ადგილს იმედია ბორბალანი ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს რააც ჩვენი ქართველი გაამართლებს და ტოპ გუნდში სულ მალე ვიხილავთ ძალიან კარგია მამარდაშვილის სახით ვალენსიამ უამრავი გულშემატკივარიც დაიმატა ✌✌
ბაჩი
ძალიან გასახარია ეს ამბავი და იმედია განცხადებად არ დარჩება,წარმატებები გიოს❤️
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით