ალ შაარავის შემდეფ არის შანსი, “მილანის” ღირსება კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ალბერტო პასლოსკიმაც დაიცვას
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ “მილანის” მესვეურებმა სტეფან ელ შაარავის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადეს და 18 წლის უპერსპექტიულესი ფეხბურთელი “ჯენოას” “გამოსტაცეს”.

შეთანხმების თანახმად, გენუელები ათ მილიონს ამ ზაფხულსვე მიიღებენ, კიდევ ათს ერთი წლის თავზე, დამატებით ხუთ მილიონ ევროს კი იმ შემთხვევაში, თუ ელ შაარავი უკვე მომდევნო სეზონში “როსონერის” ღირსებას დაიცავს. არის შანსი, მილანელებმა გაანათხოვრონ ნიჭიერი ფეხბურთელი და ერთი სეზონით იმავე “ჯენოას’ დაუთმონ. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ადრიანო გალიანი “გაძეტა დელო სპორტს” და შემდეგი განუცხადა:

“ელ შაარავი იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და ბედნიერი ვარ, რომ მისი გადაბირება შევძელით. გავანათხოვრებთ თუ არა სტეფანს, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს და ამაზე ზუსტი პასუხი შეკრების პირველი ეტაპის ბოლოს გვეცოდინება. ჩემი აზრით, ელ შაარავი უკვე მზად არის სერია A-ში სათამაშოდ და წესით, არც “მილანში” უნდა გაუჭირდეს თავის დამკვიდრება. თუ ამაში მასიმილიანო ალეგრი დარწმუნდა, უკვე მომდევნო სეზონში მოირგებს შავ-წითელ მაისურს. მართალია, ეს დამატებით ხუთ მილიონ ევროდ დაგვიჯდება, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია -მთავარია, თავად ფეხბურთელისთვის რა იქნება უკეთესი”.

არის შანსი, “მილანის” ღირსება კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ალბერტო პასლოსკიმ დაიცვას - უფრო სწორად, დაუბრუნდეს მშობლიურ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 17 წლის ასაკში იასპარეზა. გასული სეზონისთვის პალოსკი “პარმაში’ გაანათხოვრეს, თუმცა ზამთრის შესვენების შემდეგ “ჯენოაში” ამოჰყო თავი.

გამომდინარე იქიდან, რომ “როსონერის” შეტევით ფაზაში დიდი კონკურენციაა, ვარაუდობენ, რომ პალოსკის კიდევ ერთი სეზონით მოუწევს იჯარით ასპარეზობა. ამ მოსაზრებას ფეხბურთელის პირადი აგენტი ტულიო ტინტი არ იზიარებს:

“პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ, პალოსკი მომდევნო სეზონში “მილანის” ღირსებას დაიცავს. მასიმილიანო ალეგრის მისი ეიმედება და სურს, რომ შეტევითი პოტენციალი გაზარდოს. თავად ფეხბურთელიც მოწადინებულია, რომ “მილანის” ღირსება დაიცვას, რადგან სწორედ ამ გუნდში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. ბოლო კვირაში არაერთხელ ველაპარაკე ჩემს კლიენტს, პირდაპირ მითხრა, რომ სურს “მილანის” ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად იბრძოლოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა