“რომას” გულშემატკივრებმა პირველი ტრანსფერი მიიღეს - კლუბის ღირსებას “ბარსელონას’ უკვე ექსფეხბურთელი ბოიან კრკიჩი დაიცავს, ვინ იქნება შემდეგი?
“რომას” გულშემატკივრები დიდ ხანს ელოდნენ პირველ ტრანსფერს და როგორც იქნა, მიიღეს კიდეც - დედაქალაქური კლუბის ღირსებას ხუთი წლის განმავლობაში “ბარსელონას’ უკვე ექსფეხბურთელი ბოიან კრკიჩი დაიცავს.

თავს ვერ დავდებთ, რომ ბოიანი მთელი ხუთი წლის განმავლობაში აუცილებლად “რომაში” იქნება, მაგრამ ხელშეკრულება სწორედ ამდენი ხნით გააფორმა. მოკლედ, კრკიჩი რომაელია და მართლაც საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიის ჩემპიონატში.

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ერთად არიან ძლიერნი, ცალცალკე კი დიდია შანსი ჩაიკარგონ - ვნახოთ, 20 წლის შემტევი ნამდვილად შეეცდება, რომ საპირისპირო დაამტკიცოს. მართალია, ბოიანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ თავისი სახელი მაინც დატოვა - ასე რომ არ იყოს, 10 მილიონ ევროდ ნამდვილად არ გაიყიდებოდა. მოკლედ, კრკიჩი რომაელია და ვინ იქნება შემდეგი? - ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

სანამ სატრანსფერო სპეკულაციებზე ვიტყოდეთ, აღვნიშნოთ, რომ “რომას’ ახალმა მეპატრონემ პირველ რიგში კლუბის დირექტორთა საბჭო გადაახალისა. სპორტულ დირექტორად ვალტერ საბატინი დანიშნა, რომელმაც ბრუნო კონტი ჩაანაცვლა. საბატინი “პალერმოში” მუშაობდა და საკმაოდ ნაყოფიერადაც - სწორედ მისი ინიციატივით გადავიდა სიცილიურ გუნდში ხავიერ პასტორე და დღეს, მისი გასხვისება 50 მილიონ ევროდ იგეგმება. შეიცვალა გენერალური დირექტორიც, ეს პოსტი ფრანკო ბალდინიმ დაიკავა. ბალდინი ფაბიო კაპელოს კონსულტანტია ინგლისის ეროვნულ ნაკრებში და ამ ორ სამუშაოს ერთმანეთს შეუთავსებს. შეიცვალნენ სხვა თანამდებობის პირებიც და მოკლედ, “რომა” გადასხვაფერდა.

რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, ტომას დი ბენედეტოს უპირველესი სამიზნე ზემოთხსენებული პასტორე ყოფილა, რომელსაც სიცილიელები კოლოსალურ თანხად აფასებენ. დღეს, ძნელია იმაზე საუბარი მზად არის თუ არა იტალიელ-ამერიკელი ხუთი ათეული მილიონი ევროს გადასახდელად, მაგრამ იმას კი გვპირდება, რომ მოლაპარაკებებში აუცილებლად ჩაებმება. “რომას” მესვეურების კიდევ ერთი სამიზნე “ბლექბერნის” ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი გახლავთ, რომელიც არ არის წინააღმდეგი ძალები სერია A-ში მოსინჯოს.

ვრცელდება ინფორმაციები გაელ კლიშის “რომაში” შესაძლო გადასვლის შესახებაც - მაგალითად, “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, დი ბენედეტო მასში რვა მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, “არსენალის” მესვეურები კი თორმეტს ითხოვენ. სხვაობა იმდენი არ არის, რომ მხარეებს შეთანხმება გაუჭირდეთ, თუმცა ვალტერ საბატინის სხვა მოსაზრება აქვს:

“დიახ, ჩვენ მართლაც ვართ დაინტერესებულნი კლიშის გადაბირებით, მაგრამ ლონდონელები მასში ძალიან დიდ თანხას ითხოვენ. 12 მილიონი ევრო? - ჩემი ინფორმაციით, თანხა გაცილებით დიდია და შესაბამისად, შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ჭირს. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ და მუშაობას ვაგრძელებთ.

ლუის ენრიკე ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ბოიან კრკიჩის გადაბირება შევძელით და საერთოდ, სატრანსფერო მიმართულებით გავაქტიურდით. მას საკუთარი მოსაზრებები აქვს და ბუნებრივია, რომ ტრანსფერები მწვრთნელთან შეთანხმებით კეთდება. კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ, ენრიკეს “ბარსელონა B”-ს ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს: ერთი ტიაგო ალკანტარა გახლავთ, ხოლო მეორე მონტოიო. მათი გადმოყვანა იოლი არ იქნება, რადგან კატალონიელებს ნიჭიერ მოთამაშეებთან განშორების სურვილი არ აქვთ. ჩვენი ინტერესის სფეროშია “რივერ პლეიტის” ფანტაზისტა ერიკ ლამელა, რომელზეც ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული”.

ნადირობის სეზონი უკვე გახსნილია და ვნახოთ, აჯობებენ თუ არა სხვებს რომაელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shota
რომა მაგარ კლუბად ჩამოყალიბდება!..
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს