ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყველაზე უცნაური უიმბლდონი

ყველაზე უცნაური უიმბლდონი

უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
ეს მართლაც ყველაზე უცნაური უიმბლდონი იყო. სენსაციები და მოულოდნელი შედეგები პირველივე წრიდან დაიწყო. თავიდან უსიამოვნო სენსაცია შესთავაზა თავის თაყვანისმცემლებს მესამე ნომრად განთესილმა ანდრე აგასიმ, რომელმაც ოთხ სეტში წააგო უნიკალურ დუგ ფლეჩთან.

ბევრი იტყვის, რომ არ ახსოვს ასეთი ჩოგბურთელი. შესაძლოა, ასეც იყოს - ფლეჩი არასოდეს ასულა ATP-ის რეიტინგში 108-ე პოზიციაზე ზემოთ, მაგრამ არც ისეთ მოთამაშეს ვიცნობთ ბევრს, რომლებსაც კარიერაში დადებითი ბალანსი ჰქონდეთ ლენდლთან, რაფტერთან, კუერტენთან, იოჰანსონთან და აგასისთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი კურიოზი შემთხვევითობის ბრალია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აგასიმ ფლეჩთან მომდევნო წელს, ვაშინგტონის ტურნირზეც წააგო.

საერთოდ, აგასის 1996 წელს ცუდი პერიოდი ჰქონდა. იმ სეზონში მისი ერთადერთი სერიოზული წარმატება ატლანტის ოლიმპიადის მოგება იყო... თუმცა დღეს ანდრეზე არ გვექნება ლაპარაკი. არც მის პრინციპულ მეტოქეზე - პიტ სამპრასზე, რომელიც პირიქით, კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. პიტი ზედიზედ სამი წელი იგებდა უიმბლდონს და ბორგის რეკორდს უმიზნებდა - ზედიზედ ხუთჯერ უნდოდა უიმბლდონის მოგება. და არც ჩანდა ჩოგბურთელი, რომელიც მას ამ მიზნის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. ასე იყო მეოთხედფინალამდე.

რიხარდ კრაიჩეკი ადრე არასოდეს ბრწყინავდე უიმბლდონზე. ბრიტანულ ბალახზე მისი უმაღლესი მიღწევა 1993 წელს მეოთხე რაუნდში გასვლა იყო, სადაც მან დიდი წინააღმდეგობა გაუწია აგასის, მაგრამ ერთი სეტიც ვერ მოიგო. მომდევნო ორ წელს ჰოლანდიელმა თავი შეირცხვინა - პირველი წრიდან გამოეთიშა ტურნირს. ამიტომაც, სამპრასის წინააღმდეგ მეოთხედფინალში მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მთავარ ფავორიტთან მატჩში ჰოლანდიელმა მარტივი ტაქტიკა აირჩია - კონცენტრირებული იყო საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე და შეძლებისდაგვარად ბრძოლის გაჩაღებას აპირებდა მეტოქის გეიმებში. ორჯერ მან შეძლო ბრეიკის აღება, კიდევ ერთი სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო. კრაიჩეკი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, ნახევარფინალში არ მოდუნდა, სამ სეტში გაანადგურა ჯეისონ სტოლტენბერგი და ფინალში გავიდა.

თუმცა რიხარდი არ გამხდარა ფინალის ყველაზე მოულოდნელი მონაწილე. არანაკლებ სენაციური იყო იქ მალივეი ვაშინგტონის გასვლა. ამ ამერიკელს მანამდე არასოდეს გაუღწევია "დიდი სლემის" ტურნირებში მეოთხე წრეზე შორს, გარდა ამისა, საჩოგბურთო საზომით უკვე სოლიდურ ასაკში იყო და მისი საუკეთესო წლები, როცა მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა, წარსულს ჩაბარდა. რაც მთავარია, იმ მეორე შავკანიანი ჩოგბურთელი იყო, ვინც უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია. პირველი არტურ ეში გახლდათ - ვაშინგტონამდე 21 წლით ადრე. მაგრამ ეში ლეგენდა იყო, მოკრძალებული აფროამერიკელი ვაშინგტონი კი ერთი რიგითი ჩოგბურთელი. ამიტომაც მოინათლა მისი ფინალში გასვლა გმირობად.

გარდა იმისა, რომ ფინალში სენსაციური წყვილი მივიღეთ, მთავარი უცნაურობა ჯერ კიდევ წინ იყო. 90-იან წლებში უიმბლდონზე თანდათან იკლო სნობიზმმა და იქაური ტრადიციების უზენაესობამ, მაგრამ ის, რაც ფინალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, უიმბლდონს არასოდეს უნახავს. 24 წლის სტუდენტი მელისა ჯონსონი ტურნირის მსვლელობისას ოფიციანტად მუშაობდა. როგორც კი მოთამაშეები კორტზე გავიდნენ, ისიც მოედანზე შევარდა. აქ არ განმეორებულა მონიკა სელეშის ისტორია - მელისას ცუდი განზრახვა არ ჰქონია... უბრალოდ, გოგონას ოფიციანტის წინსაფარი ეცვა, მის შიგნით კი არაფერი. ცენტრალური კორტის მაღალი საზოგადოება შოკირებული იყო, არანაკლებ განცვიფრებული ჩანდა მალივეი ვაშინგტონი. მისი სიტყვებით, როგორც კი ის თამაშზე კონცენტრირებას ცდილობდა, თვალწინ მაშინვე სიმპატიური სტრიკერის სხეული წარმოუდგებოდა... ასე რომ, მესისას კორტზე გამოვლამ ერთ კაცს მაინც გაუფუჭა საქმე.

შედეგად მივიღეთ ძალიან მოკლე ფინალი. რთული სათქმელია, კრაიჩეკის მებრძოლმა ხასიათმა იმოქმედა თუ მისმა უფრო მაღალმა კლასმა, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ საათი და 33 წუთი გაძლო. ჰოლანდიელმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი - 6:3, მაგრამ ოდნავ დაკარგა სათამაშო რითმი მეორე სეტში. რიხარდმა ის პარტია ბოლოსკენ მოიგო, როცა გადამწყვეტ გათამაშებაში მალივეიმ ჰაერიდან მარტივი დარტყმისას შეცდომა დაუშვა - 6:4. მესამე სეტში ჰოლანდიელმა ორჯერ ზედიზედ აიღო მეტოქის მოწოდება და 4:1 დაწინაურდა. მისი სიტყვებით, სწორედ ამ მომენტში დაიჯერა, რომ ჩემპიონი გახდებოდა. როგორც კი ირწმუნა, მაშინვე "ცივი შხაპი" მიიღო მეტოქისგან - ვაშინგტონმა ბრეიკით უპასუხა რიხარდს. ამის შემდეგ კრაიჩეკი დამშვიდდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3. ის პირველი ჰოლანდიელი გახდა, ვინც უიმბლდონი მოიგო.

რიხარდი ბოლომდე ერთი ტურნირის ჩოგბურთელად დარჩა. 1998 წელს მან უიმბლდონის ნახევარფინალი წააგო გორან ივანიშევიჩთან (რომლის წინააღმდეგაც თამაში არ იცოდა), 2002 წელს კი ერთწლიანი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამისთვის მან ATP-ის პრიზი მიიღო - "წლის დაბრუნება". ვაშინგტონმა იმ ცნობილი ფინალიდან შვიდი თვის თავზე დევისის თასზე ითამაშა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ და მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. ოპტიმალური ფორმის აღდგენის ორწლიანმა მცდელობამ შედეგი არ მოიტანა და 1999 წელს ამერიკელმა კარიერა დაასრულა. დღეს ის წარმატებით მუშაობს სპორტულ მიმომხილველად და ყოველ წელს ამზადებს მასალებს როტერდამის ტურნირისთვის (ABN AMRO World Tennis Tournament), რომლის დირექტორი 2004 წლიდან... რიხარდ კრაიჩეკია.

ბოლოს ჰოლანდიელის იღბალის შესახებ. თავის წიგნში - "სწრაფი ბურთები", რომელიც ექვსი წლის წინ გამოვიდა, კრაიჩეკმა დაწერა იმის შესახებ, რომ იმ ტრიუმფალურ უიმბლდონზე წესით არ უნდა ყოფილიყო განთესილებს შორის და ბოლო მომენტში შეცვალა ტრავმირებული ტომას მუსტერი. ამით რიხარდმა ადრეულ ეტაპზე გორან ივანიშევიჩთან შეხვედრა აიცილა თავიდან. შემდეგ კი მრისხანე ხორვატი მოულოდნელად მეოთხედფინალში სტოლტენბერგთან დამარცხდა, რომელიც ჰოლანდიელისთვის პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კრაიჩეკს ყველზე რთულ მეტოქესთან - პიტ სამპრასთან მოუწია თამაში, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: კარიერის განმავლობაში რიხარდმა ათჯერ ითამაშა დიადი ამერიკელი წინააღმდეგ და ექვსჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

ასე რომ, იღბალმა ისურვა რიხარდ კრაიჩეკი გამხდარიყო უიმბლდონის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გათამაშების ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა