შორს არ არის ის დღე, როცა უიმბლდონს XXX ოლიმპიური თამაშები ესტუმრება და კლუბის თანამშრომლები ორმაგ რეჟიმში დაძაბული მუშაობენ

სანამ უიმბლდონის კორტებზე საჩოგბურთო ბატალიები მიმდინარეობს, თავად კლუბის თანამშრომლები ორმაგ რეჟიმში დაძაბული მუშაობენ. შორს არ არის ის დღე, როცა უიმბლდონს XXX ოლიმპიური თამაშები ესტუმრება. სწორედ 2012 წლის ცხელი ზაფხულისთვის ემზადებიან კლუბში.

ზუსტად 13 თვეში უიმბლდონი ლონდონის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირს უმასპინძლებს და საჩოგბურთო არენის ტრადიციული იასამნისფერი და მწვანე ფერები დროებით უფრო ნათელი ფერით (ჯერ უცნობია რომლით) შეიცვლება. გაისად უიმბლდონის ტურნირის დასრულებიდან 20 დღის თავზე ამავე კორტებზე დაიწყება ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი. ამოცანაა, ძალიან მოკლე დროში ცნობილი არენა ოლიმპიურ ყაიდაზე მოაწყონ.

რა თქმა უნდა, სპორტის სახეობა იგივეა, მაგრამ საჭიროა გარკვეული ტექნიკური ცვლილებების განხორციელება. წლევანდელი უიმბლდონის მსვლელობისას ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი უშუალოდ ადგილზე ატარებს პერსონალის შემოწმებას, სწავლობის თითოეული სპორტსმენის მოთხოვნებს, რათა წინასწარ იცოდეს, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო მომავალ წელს.

მხოლოდ კორტების გარეგანი სახე არ შეიცვლება. უიმბლდონისგან განსხვავებით, ოლიმპიადის ტურნირის მონაწილეებისთვის სავალდებულო არ იქნება თეთრი ფერის სამოსის ტარება. ჩოგბურთელები ეროვნულ ფერებში გადაწყვეტილ ფორმებში გამოეწყობიან. ტრიბუნებიც უფრო "ჭრელი" იქნება. საორგანიზაციო კომიტეტის მთავარია მიზანია, ოლიმპიური ტურნირი მაქსიმალურად განსხვავებული იყოს უიმბლდონისგან.

"კლუბთან მჭიდრო კონტაქტში ვმუშაობთ, რადგან ძალიან არ გვინდა ოლიმპიური ტურნირი მეორე უიმბლდონად იქცეს, მით უმეტეს, მისი დასრულებიდან სამი კვირის თავზე, - ამბობს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი დები ჯევანსი. - ამიტომაც ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტურნირმა უნიკალური ატმოსფერო შეიძინოს. ზოგიერთი რამ არ შეიცვლება, მაგალითად, კორტის ბალახის საფარი. მოკლედ, ხალხი დაინახავს, რომ ერთის მხრივ, ეს იგივე უიმბლდონია, მაგრამ მეორეს მხრივ - სულ სხვა, უნიკალური სანახაობა".

ჯევანსი არ ამხელს საიდუმლოს - რა ფერებში შეიმოსება კორტები, თუმცა ამბობს, რომ უკანა ფონი წესების თანახმად მუქი იქნება. კორტი და მისი შემოგარენი არ იქნება აჭრელებული რეკლამით, რადგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ცნობს ასეთ კომერციას. დაშვებული იქნება მხოლოდ სპორტსმენების ინვენტარზე და სათამაშო ფორმაზე მწარმოებელთა ლოგოტიპები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა - ბალახის აღდგენა სამი კვირის განმავლობაში. საფარის სპეციალისტი ედი სიუარდი ექსპერიმენტს ატარებს უკვე გაღვივებული თესლით, რათა კორტები ხელშეუხებელი ჩანდეს. ქალბატონი ჯევანსი მიიჩნევს, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის: "უიმბლდონის დასრულებისთანავე უკანა ხაზთან გათეთილ ადგილებში თავიდან დავთესავთ ბალახს. ასე გავაკეთეთ შარშან და ამჯერადაც ასე მოვიქცევით. ედი სიუარდმა თავისი საქმე კარგად იცის. ის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადისთვის კორტები ფანტასტიკურ მდგომარეობაში იქნება".

საჭირო იქნება ბევრი სხვა ცვლილებაც. ოლიმპიური ტურნირისთვის მასმედიის მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე უიმბლდონის ტურნირზე. მთავარ შესასვლელს მაყურებლებისთვის, აგრეთვე უსაფრთხოების სამსახურის პოსტებს კლუბის ტერიტორიის სამხრეთით გადაიტანენ. თამაშებისთვის გამოიყენებენ 19-დან ათ კორტს, მათ შორს მთავარ არენებს, გარდა ახალი "№3 კორტისა". კიდევ ექვსი ვარჯიშებისთვის იქნება განკუთვნილი. ცენტრალური კორტის სახურავი ძველებურ რეჟიმში იმუშავებს. სამეფო ლოჟა განკუთვნილი იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებისთვის, უიმბლდონის კლუბის წევრები კი ბილეთების შეძენისას პრივილეგიებით არ ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ XXX ოლიმპიური თამაშები 25 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება. საჩოგბურთო ტურნირი 28 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს